ოტოფა 2.6%
ურეცეპტოდ · OTC რეგისტრირებული GMP

ოტოფა 2.6%

წვეთები, №1 · მოქმედი ნივთიერება: Rifamycin

ფასების შედარება
ყველაზე დაბალი ფასი 16.70 ₾ 4 აფთიაქში

ინსტრუქცია

საერთაშორისო სახელწოდება: რიფამიცინი

სამკურნალო ფორმა: ყურის წვეთები

შემადგენლობა და რაოდენობრივი შემცველობა 100 მლ-ში
მოქმედი ნივთიერებებები: ნატრიუმის რიფამიცინი - 2.6გ, რაც შეესაბამება 2 000 000ME
სხვა კომპონენტები: მაკროგოლი 400, ასკორბინმჟავა, ნატიუმის ედეტატი, კალიუმის მეტაბისულფატი, ლითიუმის ჰიდროქსიდი, გასუფთავებული წყალი
აღწერილობა: მოწითალო-ნარინჯისფერი გამჭვირვალე სითხე

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

რიფამიცინის ჯგუფის ანტიობიოტიკი

ფარმაკოლოგიური თვისებები:

რიფამიცინის ჯგუფის ანტიობიოტიკი ადგილობრივი მოხმარებისთვის ოტოლარინგოლოგიაში. რიფამიცინს მოქმედების მექანიზმი განპირობებულია დნმ-დამოკიდებული რნმ-პოლიმერაზის სტაბილური კომპლექსის წარმოქმნით, რაც ეწინააღმდეგება ბაქტერიების ზრდას. აქტიურია თითქმის ყველა გრამდადებითი და გრამუარყოფითი ბაქტერიები მიმართ, რომლებიც იწვევენ შუა ყურის ინფექციურ-ანთებით დაავადებებს.

ჩვენება:

მწავე გარეთა ოტიტი; ქრონიკული შუა ოტიტის გამწვავება (დაფის აფკის მდგრადი პერფორაციის დროსაც კი) შუა ყურის ოპერაციული ჩარევის შემდგომი მდგომარეობის დროს;

უკუჩვენება:

რიფამიცინის მიმართ მომატებული მგრძნობელობა; ორსულობის პერიოდში საჭიროა სიფრთხილე

გამოყენების წესი და დოზირება:

მოზრდილებში: 5 წვეთი თითო ყურში 3 ჯერ დღეში ან პრეპარატს ასხმენ ყურში რამოდენიმე წუთის განმავლობაში დღეღამეში ორჯერ.
პრეპარატუ შეიძლება გამოყენებულ იქნეს დაფის ღრუს გამორეცხვის მიზნით აქტიური კანულის მეშვეობით.
ბავშვებში: 3 წვეთი თითო ყურში 3 ჯერ დღეში ან პრეპარატს ასხმენ ყურში რამოდენიმე წუთის განმავლობაში დღეღამეში ორჯერ.
მკურნალობის ხანგრძლივობა – არაუმეტეს 7 დღისა.
ყურის წვეთების გამოყენებამდე რეკომენდირებულია ფლაკონის ხელებში შეთბობა, ყურში ცივი სითხის ჩაწვეთებით გამოწვეული უსიამოვნო შეგრძნებების თავიდან აცილების მიზნით.

გვერდითი მოვლენები:

ადგილობრივი რეაქციები: დაფის აფკის სჰევარდისფერება, (რომელიც ხილულია ოტოსკოპიის დროს). იშვიათად კანი ალერგიული რეაქციები.

ჰიპერდოზირება:

სისხლის მიმოქცევაში პრეპარატის დაბალი აბსორბციის გამო ნაკლებ სავარაუდოა ჰიპერდოზირების განვითარება.

განსაკუთრებული მითითებანი:

მოერიდეთ პრეპარატის ტანსაცმელზე მოხვედრას, ვინაიდან იგი ტოვებს ლაქებს.

გამოშვების ფორმა:

ყურის წვეთები
ყვითელი შუშის ფლაკონი ტევადობით 10მლ საწვეთურთან კომპლექტში მოთავსებულია მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

შენახვის პირობები:

ტემპერატურა არაუმეტეს 25ºC-ისა.
შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას

აფთიაქიდან გაცემის წესი:

გაიცემა ექიმის რეცეპტით

მწარმოებელი:

ლაბორატორია ბუშარა-რეკორდატი, საფრანგეთი

წყარო: PSP (psp.ge)

რეგისტრაცია

მონაცემები მარეგულირებელი სააგენტოს რეესტრიდან. ბოლო სინქრონიზაცია: 11.11.2026.

რეგისტრაციის თარიღი: 26.11.2021

რეესტრის მონაცემები

სარეგისტრაციო ნომერირ-033873
მოქმედების ვადა26.11.2026
რეგისტრაციის მფლობელიLaboratoires BOUCHARA-RECORDATI (საფრანგეთი)
მწარმოებელიPHARMASTER, საფრანგეთი
გაცემის წესიურეცეპტოდ (III ჯგუფი)
ფორმა, დოზა, შეფუთვა2.6% 10მლ ყურის წვეთები, ხსნარი ქარვისფერი მინის ფლაკონი №1 საწვეთურით
ფარმაკო-თერაპიული ჯგუფიოტოლოგიური საშუალებები, ინფექციის საწინააღმდეგო საშუალებები
რეგისტრაციის რეჟიმიეროვნული
GMP სერტიფიკატიაქვს · ვადა 28.04.2028

კითხვა-პასუხი

კითხვის დასმა

ჯერ არავის უკითხავს. გაქვთ გამოცდილება ან კითხვა? დასვით პირველმა.

ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაციას.