Pantoprazol Normon 40 mg
Tablet, №28 · Active ingredient: Pantoprazole
Leaflet
შემადგენლობა:
პრეპარატის მოქმედი ნივთიერება არის პანტოპრაზოლი.
ერთი ტაბლეტი შეიცავს 40 მგ პანტოპრაზოლს (ნატრიუმის ნახევარჰიდრატის სახით).
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: პროტონული ტურბოს ინჰიბიტორები.
პანტოპრაზოლი წარმოადგენს ჩანაცვლებულ ბენზიმიდაზოლს, რომელიც თრგუნავს კუჭში მარილმჟავას გამომუშავებას პარიენტალური უჯრედების პროტონულ ტურბოზე ზემოქმედების ხარჯზე.
პანტოპრაზოლი ტრანსფორმირდება აქტიურ ფორმაში პარიეტალური უჯრედების სეკრეტორულ მილაკებში, სადაც აინჰიბირებს ფერმენტ H+, K+ - ატფ-აზას, რითიც ახდენს მარილმჟავას გამომუშავების ბოლო ეტაპის ბლოკირებას. ეს ეფექტი დამოკიდებულია პრეპარატის დოზაზე. პანტოპრაზოლი თრგუნავს მარილმჟავას როგორც ბაზალურ, ასევე სტიმულირებულ სეკრეციას. უმრავლეს პაციენტებში სიმპტომატური გაუმჯობესება აღინიშნება მკურნალობის 2 კვირის შემდეგ. როგორც პროტონული ტუმბოს სხვა ინჰიბიტორები და H2-რეცეპტორების ინჰიბიტორები, პანტოპრაზოლი ამცირებს კუჭის წვენის სიმჟავეს, რაც იწვევს გასტრინის გამომუშავების გაძლიერებას, რომელსაც აქვს შექცევადი ხასიათი. რადგანაც პანტოპრაზოლის ურთიერთქმედება ფერმენთტან ხდება უჯრედული რეცეპტორების გვერდის ავლით, მისი ეფექტი მარილმჟავას სეკრეციის მიმართ არ არის დამოკიდებული უჯრედების სტიმულაციაზე სხვა ნივთიერებებით (აცეტილქოლინი, ჰისტამინი, გასტრინი). პრეპარატი ახდენს ერთნაირ ზემოქმედებას ვენაში შეყვანისას და პერორალურად მიღებისას.
იხილეთ ბლოგი: პანტოპრაზოლი ნორმონი — კუჭ-ნაწლავის წყლულოვანი დაავადების სამკურნალოდ
ჩვენებები:
•Helicobacter pylori-ს ერადიკაცია ანტიბიოტიკებთან კომბინაციაში პეპტიკური წყლულის მქონე პაციენტებში თორმეტგოჯა ნაწლავის და კუჭის წყლულოვანი დაავადების რეციდივების სიხშირის შემცირების მიზნით, რომელიც გამოწვეულია ამ მიკროორგანიზმით;
•თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება;
•საშუალო და მძიმე ხარისხის რეფლუქსური ეზოფაგიტი;
•ზოლინგერ-ელისონის სინდრომი და სხვა ჰიპერსეკრეტული მდგომარეობები.
მიღების წესები და დოზები:
საშუალო თერაპიული დოზა შეადგენს 40 მგ—ს, დღეში, მაქსიმალური სადღეღამისო დოზაა_ 80 მგ. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ჩვენებაზე, მაგრამ არ უნდა აღემატებოდეს 8 კვირას. მიიღება უზმოზე ან საუზმის დროს.
ორჯერადი მიღებისას მეორე დოზა მიიღება ვახშმის წინ.
გვერდითი მოვლენები:
-საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: დიარეა, გულისრევა, ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში, მეტეორიზმი.
-ცნ-სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა,
-ალერგიული რეაქციები: იშვიათად – გამონაყარი კანზე, ქავილი, კანის ჰიპერემია, ანაფილაქსური რეაქციები.
-სხვადასხვა: მიალგია, სისუსტე, მხედველობის სამკვეთრის დარღვევა, ძალიან იშვიათად ღვიძლის ფუნქციის დაღრვევა, სიყვითლე, ფოტოსენსიბილიზაცია.
უკუჩვენება:
-ნევროტული გენეზის დისპეფსიები;
-კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ავთვისებიანი დაავადებები;
-მომატებული მგრძნობელობა პანტოპრაზოლის მიმართ;
-ბავშვთა ასაკი 16 წლამდე.
ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობისა და ლაქტაციის დროს პანტოპრაზოლი ინიშნება მხოლოდ მაშინ, როდესაც მოსალოდნელი სარგებელი დედისთვის ჭარბობს შესაძლო რისკს ნაყოფისთვის ან ჩვილისთვის. ლაქტაციის დროს უნდა შეწყდეს ჩვილის ძუძუთი კვება.
განსაკუთრებული მითითებები:
ღვიძლის ფუნქციის დარღვევისას პრეპარატის სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 20 მგ-ს. თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში პრეპარატის სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 40 მგ-ს.
ხანდაზმულ პაციენტებში სადღეღამისო დოზა არ უნდა აჭარბებდეს 40 მგ-ს.
პედიატრიულ პრაქტიკაში პანტოპრაზოლის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის. პრეპარატი არ გამოიყენება ბავშვებში.
მკურნალობამდე და მკურნალობის შემდეგ აუცილებელია ენდოსკოპური კონტროლის ჩატარება კუჭნაწლავის სისტემის ავთვისებიანი დაავადების გამოსარიცხად, ვინაიდან პანტოპრაზოლით მკურნალობამ შეიძლება დაფაროს ავთვისებიანი დაავადებების სიმტომატიკა და ხელი შეუშალოს სწორი დიაგნოზის დასმას.
ერთდროული მიღებისას პანტოპრაზოლმა შეიძლება შეცვალოს იმ პრეპარატების შეწოვის ხარისხი, რომელთა ბიოათვისებადობა დამოკიდებულია კუჭის PH -ზე.
ვარგისობის ვადა:
იხილეთ შეფუთვაზე.
შენახვის პირობები და ვადები:
ინახება არაუმეტეს 20-25°С ტემპერატურაზე.
ასევე, იხილეთ: პანტოპრა - Pantopra 40მგ Gmp 28 ტაბლეტი
Registration
Data from the regulatory agency's registry. Last synced: 11.11.2026.
Registered on: 22.07.2024
Analogs · Pantoprazole 40 mg
Sorted: cheapest first| Name | Manufacturer | Pack | From |
|---|---|---|---|
| Pandev Cheaper | — | №28 | 5.43 ₾ |
| Pantopra | WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S., Turkey | №28 | 8.80 ₾ |
| Aspan | Drogsan Ilaclari San. Ve Tic. A.S, Turkey | №28 | 9.19 ₾ |
| Nolpaza | KRKA tovarna zdravil d.d., Novo mesto, Slovenia | №28 | 10.00 ₾ |
| Pantacid | Ilko Ilac San. Ve Tic. A.S., Turkey | №14 | 11.34 ₾ |
| Ulsepan | WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S., Turkey | №14 | 11.34 ₾ |
| Ulsepan | WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S. (Tekirdag), Turkey | №14 | 11.34 ₾ |
| Ulsepan | WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S., Turkey | №14 | 11.34 ₾ |
| Nolpaza | KRKA tovarna zdravil d.d., Novo mesto, Slovenia | №14 | 11.35 ₾ |
| Stamic | Helba Ilac Ic ve Dis Sanayi Ticaret Anonim Sirketi, Turkey | №14 | 11.35 ₾ |
| Stamic | Merkez Laboratuari Ilac Sanayi ve Tic A.S., Turkey | №14 | 11.35 ₾ |
| Stamic | Merkez Laboratuari Ilac San. ve Tic. A.S., Turkey | №14 | 11.35 ₾ |
| Pantoswas-40 | Bafna Pharmaceuticals Ltd, India | №30 | 16.90 ₾ |
| Pantoswas-40 | Bafna Pharmaceuticals Ltd, India | №30 | 16.90 ₾ |
| Zolium | Balkanpharma - Dupnitsa AD, Bulgaria | №28 | 18.35 ₾ |
| Pantap | NOBEL İLAÇ SANAYİİ VE TİCARET A.Ş., Turkey | №28 | 18.35 ₾ |
| Pantaron | Deva Holding A.S., Turkey | №28 | 18.39 ₾ |
| Panto-Denk | allphamed PHARBIL Arzneimittel GmbH, Germany | №28 | 18.39 ₾ |
| Pantostabyl | Deva Holding A.S., Turkey | №28 | 18.39 ₾ |
| Pantoprazole | DRUG INTERNATIONAL LIMITED, Bangladesh | №50 | 23.60 ₾ |
Registry data
Q&A
Ask a questionNobody has asked yet. Have an experience or a question? Be the first.
This information is for reference and does not replace advice from a doctor or pharmacist.