პანტოპრაზოლი ნორმონი 40 მგ
ურეცეპტოდ · OTC რეგისტრირებული

პანტოპრაზოლი ნორმონი 40 მგ

ტაბლეტი, №28 · მოქმედი ნივთიერება: Pantoprazole

ფასების შედარება ანალოგები
ყველაზე დაბალი ფასი 18.39 ₾ 3 აფთიაქში

ინსტრუქცია

შემადგენლობა:
პრეპარატის მოქმედი ნივთიერება არის პანტოპრაზოლი.
ერთი ტაბლეტი შეიცავს 40 მგ პანტოპრაზოლს (ნატრიუმის ნახევარჰიდრატის სახით).

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: პროტონული ტურბოს ინჰიბიტორები.
პანტოპრაზოლი წარმოადგენს ჩანაცვლებულ ბენზიმიდაზოლს, რომელიც თრგუნავს კუჭში მარილმჟავას გამომუშავებას პარიენტალური უჯრედების პროტონულ ტურბოზე ზემოქმედების ხარჯზე.
პანტოპრაზოლი ტრანსფორმირდება აქტიურ ფორმაში პარიეტალური უჯრედების სეკრეტორულ მილაკებში, სადაც აინჰიბირებს ფერმენტ H+, K+ - ატფ-აზას, რითიც ახდენს მარილმჟავას გამომუშავების ბოლო ეტაპის ბლოკირებას. ეს ეფექტი დამოკიდებულია პრეპარატის დოზაზე. პანტოპრაზოლი თრგუნავს მარილმჟავას როგორც ბაზალურ, ასევე სტიმულირებულ სეკრეციას. უმრავლეს პაციენტებში სიმპტომატური გაუმჯობესება აღინიშნება მკურნალობის 2 კვირის შემდეგ. როგორც პროტონული ტუმბოს სხვა ინჰიბიტორები და H2-რეცეპტორების ინჰიბიტორები, პანტოპრაზოლი ამცირებს კუჭის წვენის სიმჟავეს, რაც იწვევს გასტრინის გამომუშავების გაძლიერებას, რომელსაც აქვს შექცევადი ხასიათი. რადგანაც პანტოპრაზოლის ურთიერთქმედება ფერმენთტან ხდება უჯრედული რეცეპტორების გვერდის ავლით, მისი ეფექტი მარილმჟავას სეკრეციის მიმართ არ არის დამოკიდებული უჯრედების სტიმულაციაზე სხვა ნივთიერებებით (აცეტილქოლინი, ჰისტამინი, გასტრინი). პრეპარატი ახდენს ერთნაირ ზემოქმედებას ვენაში შეყვანისას და პერორალურად მიღებისას.

იხილეთ ბლოგი: პანტოპრაზოლი ნორმონი — კუჭ-ნაწლავის წყლულოვანი დაავადების სამკურნალოდ

ჩვენებები:
•Helicobacter pylori-ს ერადიკაცია ანტიბიოტიკებთან კომბინაციაში პეპტიკური წყლულის მქონე პაციენტებში თორმეტგოჯა ნაწლავის და კუჭის წყლულოვანი დაავადების რეციდივების სიხშირის შემცირების მიზნით, რომელიც გამოწვეულია ამ მიკროორგანიზმით;
•თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება;
•საშუალო და მძიმე ხარისხის რეფლუქსური ეზოფაგიტი;
•ზოლინგერ-ელისონის სინდრომი და სხვა ჰიპერსეკრეტული მდგომარეობები.

მიღების წესები და დოზები:

საშუალო თერაპიული დოზა შეადგენს 40 მგ—ს, დღეში, მაქსიმალური სადღეღამისო დოზაა_ 80 მგ. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ჩვენებაზე, მაგრამ არ უნდა აღემატებოდეს 8 კვირას. მიიღება უზმოზე ან საუზმის დროს.

ორჯერადი მიღებისას მეორე დოზა მიიღება ვახშმის წინ.

გვერდითი მოვლენები:

-საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: დიარეა, გულისრევა, ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში, მეტეორიზმი.

-ცნ-სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა,

-ალერგიული რეაქციები: იშვიათად – გამონაყარი კანზე, ქავილი, კანის ჰიპერემია, ანაფილაქსური რეაქციები.

-სხვადასხვა: მიალგია, სისუსტე, მხედველობის სამკვეთრის დარღვევა, ძალიან იშვიათად ღვიძლის ფუნქციის დაღრვევა, სიყვითლე, ფოტოსენსიბილიზაცია.

უკუჩვენება:

-ნევროტული გენეზის დისპეფსიები;

-კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ავთვისებიანი დაავადებები;

-მომატებული მგრძნობელობა პანტოპრაზოლის მიმართ;

-ბავშვთა ასაკი 16 წლამდე.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობისა და ლაქტაციის დროს პანტოპრაზოლი ინიშნება მხოლოდ მაშინ, როდესაც მოსალოდნელი სარგებელი დედისთვის ჭარბობს შესაძლო რისკს ნაყოფისთვის ან ჩვილისთვის. ლაქტაციის დროს უნდა შეწყდეს ჩვილის ძუძუთი კვება.

განსაკუთრებული მითითებები:

ღვიძლის ფუნქციის დარღვევისას პრეპარატის სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 20 მგ-ს. თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში პრეპარატის სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 40 მგ-ს.

ხანდაზმულ პაციენტებში სადღეღამისო დოზა არ უნდა აჭარბებდეს 40 მგ-ს.

პედიატრიულ პრაქტიკაში პანტოპრაზოლის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის. პრეპარატი არ გამოიყენება ბავშვებში.

მკურნალობამდე და მკურნალობის შემდეგ აუცილებელია ენდოსკოპური კონტროლის ჩატარება კუჭნაწლავის სისტემის ავთვისებიანი დაავადების გამოსარიცხად, ვინაიდან პანტოპრაზოლით მკურნალობამ შეიძლება დაფაროს ავთვისებიანი დაავადებების სიმტომატიკა და ხელი შეუშალოს სწორი დიაგნოზის დასმას.

ერთდროული მიღებისას პანტოპრაზოლმა შეიძლება შეცვალოს იმ პრეპარატების შეწოვის ხარისხი, რომელთა ბიოათვისებადობა დამოკიდებულია კუჭის PH -ზე.

ვარგისობის ვადა:

იხილეთ შეფუთვაზე.

შენახვის პირობები და ვადები:

ინახება არაუმეტეს 20-25°С ტემპერატურაზე.

ასევე, იხილეთ: პანტოპრა - Pantopra 40მგ Gmp 28 ტაბლეტი

წყარო: PSP (psp.ge)

რეგისტრაცია

მონაცემები მარეგულირებელი სააგენტოს რეესტრიდან. ბოლო სინქრონიზაცია: 11.11.2026.

რეგისტრაციის თარიღი: 22.07.2024

ანალოგები · Pantoprazole 40 მგ

დალაგებულია: იაფიდან
დასახელება მწარმოებელი შეფუთვა ფასი-დან
პანდევი იაფი — №28 5.43 ₾
პანტოპრა WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S., თურქეთი №28 8.80 ₾
ასპანი Drogsan Ilaclari San. Ve Tic. A.S, თურქეთი №28 9.19 ₾
ნოლპაზა KRKA tovarna zdravil d.d., Novo mesto, სლოვენია №28 10.00 ₾
პანტაციდი Ilko Ilac San. Ve Tic. A.S., თურქეთი №14 11.34 ₾
ულსეპანი WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S., თურქეთი №14 11.34 ₾
ულსეპანი WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S. (Tekirdag), თურქეთი №14 11.34 ₾
ულსეპანი WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S., თურქეთი №14 11.34 ₾
ნოლპაზა KRKA tovarna zdravil d.d., Novo mesto, სლოვენია №14 11.35 ₾
სტამიკი Helba Ilac Ic ve Dis Sanayi Ticaret Anonim Sirketi, თურქეთი №14 11.35 ₾
სტამიკი Merkez Laboratuari Ilac Sanayi ve Tic A.S., თურქეთი №14 11.35 ₾
სტამიკი Merkez Laboratuari Ilac San. ve Tic. A.S., თურქეთი №14 11.35 ₾
პანტოსვასი-40 Bafna Pharmaceuticals Ltd, ინდოეთი №30 16.90 ₾
პანტოსვასი-40 Bafna Pharmaceuticals Ltd, ინდოეთი №30 16.90 ₾
ზოლიუმი Balkanpharma - Dupnitsa AD, ბულგარეთი №28 18.35 ₾
პანტაპი NOBEL İLAÇ SANAYİİ VE TİCARET A.Ş., თურქეთი №28 18.35 ₾
პანტარონი Deva Holding A.S., თურქეთი №28 18.39 ₾
პანტო-დენკი allphamed PHARBIL Arzneimittel GmbH, გერმანია №28 18.39 ₾
პანტოსტაბილი Deva Holding A.S., თურქეთი №28 18.39 ₾
პანტოპრაზოლი DRUG INTERNATIONAL LIMITED, ბანგლადეში №50 23.60 ₾

რეესტრის მონაცემები

სარეგისტრაციო ნომერირ-041675
მოქმედების ვადა22.07.2029
რეგისტრაციის მფლობელიLABORATORIOS NORMON, S.A. (ესპანეთი)
მწარმოებელიLABORATORIOS NORMON, S.A., ესპანეთი
იმპორტიორი სს „გეფა“ →
გაცემის წესიურეცეპტოდ (III ჯგუფი)
ფორმა, დოზა, შეფუთვა40მგ გასტრორეზისტენტული ტაბლეტი №28
ფარმაკო-თერაპიული ჯგუფიკუჭის წვენის მჟავიანობის დარღვევის საწინააღმდეგო პრეპარატები, პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები
რეგისტრაციის რეჟიმიაღიარებითი
GMP სერტიფიკატირეესტრში არ არის მითითებული

კითხვა-პასუხი

კითხვის დასმა

ჯერ არავის უკითხავს. გაქვთ გამოცდილება ან კითხვა? დასვით პირველმა.

ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაციას.