Description
კბილის ჯაგრისი იმპლანტისა და ბრეკეტების CS708 კურაპროქსი - Curaprox
Curaprox CS 708 შექმნილია მათთვის, ვინც ატარებს ბრეკეტებს, აქვს იმპლანტები, ფიქსირებული ხიდები ან სხვა ორთოდონტიული და ორთოპედიული კონსტრუქციები. მისი მთავარი უპირატესობაა მოქნილი სახელური, რომელიც მარტივად იდრიკება სასურველი კუთხით. შედეგად, მარტივად წმენდს იმ ადგილებს, სადაც ჩვეულებრივი კბილის ჯაგრისი ვერ აღწევს.
ჯაგრისის კომპაქტურ თავზე განთავსებულია- 708 ულტრა რბილი Curen®-ის ჯაგრულა (0.12 მმ), რომლებიც 7 კომპაქტურ კონად არის დაჯგუფებული
- ასეთი კონსტრუქცია უზრუნველყოფს რთულად მისადგომი უბნების ეფექტურ და განსაკუთრებულად ნაზ გაწმენდას, ღრძილებისა და ორთოდონტიული კონსტრუქციების დაზიანების გარეშე.
ერგონომიული რვაკუთხა სახელური ხელს უწყობს ჯაგრისის სწორი, 45°-იანი კუთხით დაჭერას, რაც უზრუნველყოფს პირის ღრუს უსაფრთხო, საფუძვლიან და მაქსიმალურად ეფექტურ ჰიგიენას.
არ შეიცავს- BPA-ს და
- მავნე მინარევებს.
CS სერიის კბილის ჯაგრისები წარმოდგენილია 36 განსხვავებული, მკვეთრი და ორიგინალური ფერის კომბინაციით, რაც საშუალებას გაძლევთ, აირჩიოთ დიზაინი, რომელიც თქვენს სტილსა და განწყობას შეესაბამება.
გამოყენების წესი- მოათავსეთ ჯაგრისზე მცირე რაოდენობით კბილის პასტა. დაიკავეთ სახელური 45 გრადუსიანი კუთხით ღრძილის ან ორთოდონტიული კონსტრუქციის მიმართულებით და მსუბუქი, წრიული მოძრაობებით სათითაოდ გაასუფთავეთ ყოველი უბანი (ბრეკეტი, იმპლანტი ან ხიდი)
- გამოიყენეთ რეგულარულად, დღეში 2-ჯერ (დილას და საღამოს)
პირის ღრუს ჯანსაღი ჰიგიენისა და მიკროფლორის შესანარჩუნებლად, სტომატოლოგები გვირჩევენ ჯაგრისის შეცვლას ახლით ყოველ 3 თვეში ერთხელ.
რაოდენობა1 ცალი
პროდუქტის ფერი შეიძლება განსხვავდებოდეს ფოტოზე არსებულისგან. ყველაფერს პირის ღრუს მოვლის შესახებ გაეცანით ჩვენს ბლოგში: პირის ღრუს მოვლაSimilar products
Q&A
Ask a questionNobody has asked yet. Have an experience or a question? Be the first.