This page's content is available in Georgian only for now. ქართულად →

Curaprox კბილთაშუა ჯაგრისი ნაკრები perio
Curaprox

კბილთაშუა ჯაგრისი ნაკრები perio

Price 44.10 ₾ 63.00 ₾-29% at 1 pharmacy chain

Description

კბილთაშუა ჯაგრისი ნაკრები perio კურაპროქსი - Curaprox

შვეიცარიული პრემიუმ ბრენდის კბილთაშორისი ჯაგრისების ნაკრები Curaprox Perio Mixed Set (CPS 405-410) წარმოადგენს სრულყოფილ სასტარტო სისტემას პირის ღრუს ჯანმრთელობისთვის პაროდონტის დაავადებებისა და ღრძილების რეცესიის (დაწევის) დროს. ვინაიდან ადამიანის პირის ღრუში სხვადასხვა ზომის ფართო სივრცეებია, ეს მიქს-ნაკრები საშუალებას გაძლევთ ზუსტად შეარჩიოთ და მოარგოთ ოპტიმალური ზომა თითოეულ კონკრეტულ ზონას, ხიდებსა თუ გვირგვინებს.

კომპლექტში შემავალი ერგონომიული სახელური უზრუნველყოფს ჯაგრისის საიმედო კონტროლს და აადვილებს წვდომას რთულად მისადგომ უკანა საღეჭ კბილებთან. სხვადასხვა ზომის თავაკები ნაზი ბოჭკოებით, რომელიც დამაგრებულია ულტრათხელ-მტკიცე დაპატენტებულ ქირურგიულ მავთულზე (CURAL®), თქვენთვის იდეალური ზომის ჯაგრისის მარტივად შერჩევის საშუალებას გაძლევთ. სპეციალური „ქოლგის ეფექტის“ წყალობით, ბოჭკოები კბილებს შორის შესვლისას იშლება, სრულად ავსებს ანატომიურ სივრცეს და ერთი მარტივი მოძრაობით გამოაქვს ბაქტერიული ნადები.

არ შეიცავს ნიკელს რაც გამორიცხავს ალერგიულ რეაქციებს. გამოყენების წესი
  • შეარჩიეთ შესაბამისი ზომის ჯაგრისი, ფრთხილად მოათავსეთ მისი წვერი კბილთაშორის სივრცეში და ნაზად, ზედმეტი ძალის გამოყენების გარეშე, შეიყვანეთ ბოლომდე .
  • ერთი მოძრაობა „შიგნით და გარეთ“ სრულიად საკმარისია.
  • გამოიყენეთ დღეში ერთხელ , სასურველია საღამოს, კბილების გახეხვის შემდეგ.
  • გამოყენების შემდეგ ჯაგრისი გარეცხეთ წყლით და დააფარეთ თავსახური.
რაოდენობა

4 ცალი

ყველაფერს პირის ღრუს მოვლის შესახებ გაეცანით ჩვენს ბლოგში: პირის ღრუს მოვლა

Source: PSP (psp.ge)

Similar products

Q&A

Ask a question

Nobody has asked yet. Have an experience or a question? Be the first.