Description
დოპელჰერცი აქტივი მენოპაუზა
სპეციალური ხაზი
დოპელჰერცი აქტივი მენოპაუზა ბუნებრივად არეგულირებს ჰორმონალურ ბალანსს, ამცირებს პრე, მენო, და პოსტმენოპაუზის პერიოდში განვითარებულ ფსიქოემოციურ და ვეგეტოსისხლძარღვოვან სიმპტომებს.
- არეგულირებს ჰორმონალურ ბალანსს
- ამცირებს მენოპაუზის მიერ გამოწვეულ სიმპტომებს
- ზრდის ორგანიზმის მდგრადობას სტრესის მიმართ
- უნარჩუნებს კანს, თმას, ფრჩხილებს სიჯანსაღეს
- აუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს მენოპაუზის ყველა ფაზაში
სოიოს იზოფლავონოიდები გამოირჩევა ფიტოესტროგენების მაღალი შემცველობით, რომლებიც განსხვავებით ენდოგენური ესტროგენებისგან და ჩანაცვლებითი ჰორმონალური პრეპარატებისგან არჩევითად ზემოქმედებენ მხოლოდ β რეცეპტორებზე და ესტროგენების მოქმედების პოტენცირებით ამცირებენ ჰორმონალური დისბალანსის ფონზე განვითარებულ სიმპტომებს, როგორიცაა წამოხურება (ალები), ძილის დარღვევა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ჭარბი ოფლიანობა, ნერვული დაძაბულობა, გაღიზიანება, დეპრესიული განწყობა.
B ჯგუფის ვიტამინები - მნიშვნელოვანია ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის: აუმჯობესებს სინაფსში ნერვული იმპულსების გატარებას, აქვს დამამშვიდებელი მოქმედება, აწესრიგებს ძილს, როგორც ანტისტრესული ნაკრები, სასარგებლოა სტრესის, დეპრესიის და კარდიოვასკულარული დაავადებების მიზეზებთან და სიმპტომებთან საბრძოლველად
ვიტამინი D - ხელს უწყობს ჯანსაღი ძვალ-სახსროვანი სისტემის შენარჩუნებას.
კალციუმი მიკროელემენტია, რომელიც სხეულის ყველა სახის ქსოვილშია. მოზრდილ ადამიანში კალციუმის დღიური დანაკარგი შეადგენს 200-350 მგ-ს და იზრდება ფიზიკური დატვირთვისას და სხვადასხვა ფიზიოლოგიური მდგომარეობების დროს, განსაკუთრებით მენოპაუზის პერიოდში.
რეკომენდებულია (კომპლექსურ თერაპიაში):ვეგეტოსისხლძარღვოვანი და ფსიქოემოციური დარღვევები პრე, მენო და პოსტმენოპაუზის პერიოდში:
- წამოხურება (ალები)
- გაძლიერებული ოფლიანობა
- გულის ფრიალი, გულის რითმის დარღვევა
- თავბრუხვევა, თავის ტკივილი
- დეპრესია, მომატებული გაღიზიანებადობა, გუნება-განწყობის ცვალებადობა
- ძილის დარღვევა
- სასქესო ორგანოების სიმშრალე, ქავილი
- კონცენტრაციის და შრომისუნარიანობის დაქვეითება
- სახსრების ტკივილი
შემადგენელი კომპონენტების მიმართ ინდივიდუალური აუტანლობა, ორსულობა, ძუძუთი კვება.
შემადგენლობა:ერთი ტაბლეტი შეიცავს: სოიოს იზოფლავონიდები - 50 მგ, კალციუმი - 500 მგ, ვიტამინი D3 -5 მკგ, ვიტამინი B1 - 1,4 მგ, ვიტამინი B2 - 1,6 მგ, ვიტამინი B6 - 2,0 მგ, ვიტამინი B12 - 3,0 მკგ, ბიოტინი - 150 მკგ, ფოლიუმის მჟავა - 400 მკგ.
არ შეიცავს ლაქტოზას, არ შეიცავს გლუტენს.
დოზირება:მიიღება 1 ტაბლეტი დღეში ჭამის დროს დაუღეჭავად, საკმარისი რაოდენობის წყლის მიყოლებით.
გამოშვების ფორმა:
№30 ტაბლეტი.
მწარმოებელი:
Queisser Pharma - გერმანია.
ასევე, იხილეთ : Solgar - სოლგარი მცენარეული კომპლექსი ქალბატონებისათვის 50 კაფსულა
Similar products
Q&A
Ask a questionNobody has asked yet. Have an experience or a question? Be the first.