Description
მუკოვია - mucovia პირის ღრუს გელი 30გ
ავარდენტი მუკოვია გელი ანტიმიკრობული პირის ღრუს გელი ღრძილების სწრაფი რეგენერაციისთვის
მუკოვია გელი არის კომპლექსური ბიოადჰეზიური და ანტისეპტიკური გელი, რომელიც განკუთვნილია ღრძილების სიჯანსაღისათვის, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დატენიანებისა და ყოველდღიური ბალანსის შესანარჩუნებლად. გელის ფორმულა უზრუნველყოფს ნაზი, დამცავი შრის წარმოქმნას ლორწოვანი გარსის ზედაპირზე და აქვს ხანგრძლივი ადჰეზიის ეფექტი.
მას ახასიათებს
- კომპლექსური ანტიბაქტერიული, ანტიფუნგალური და ანტივირუსული მოქმედება
- ორმაგი ბარიერული და რეგენერაციული მოქმედება ლორწოვანზე
- პირის ღრუს ლორწოვანი გარსის გაღიზიანების სიმპტომების სწრაფი კუპირება
- ლორწოვანი გარსის დატენიანება და პირის ღრუს ფიზიოლოგიური ბალანსის შენარჩუნება
- გინგივიტი, პაროდონტიტი, სტომატიტი
- ექსტრაქციის და იმპლანტაციის შემდგომი პერიოდი
- ალვეოლიტი, პერიიმპლანტიტი, პერიკორონარიტი
- პერიოქირურგიის შემდგომი და სხვა პოსტოპერაციული პერიოდი
- ეროზია, ქიმიური/თერმული დამწვრობა, ტრავმული დაზიანებები
პროდუქტი განკუთვნილია ბავშვებისთვის 6 წლიდან და ზრდასრულებისთვის.
6–12 წლის ასაკის ბავშვებში გამოყენება დასაშვებია მხოლოდ ჯანდაცვის პროფესიონალის რეკომენდაციით ან ზრდასრულის ზედამხედველობით.
- გელის თხელი ფენა დაიტანეთ ღრძილის დაზიანებულ ქსოვილებზე აპლიკატორით, თითით ან რბილი კბილის ჯაგრისის გამოყენებით.
- გამოიყენეთ დღეში ორჯერ, სასურველია მისი გამოყენება კბილების გახეხვის შემდეგ.
- დატოვეთ გელი ღრძილებზე დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში, შემდეგ გადმოანერწყვეთ. არ გამოივლოთ წყალი .
- გამოყენების შემდეგ მინიმუმ 30 წუთის განმავლობაში თავი შეიკავეთ საკვებისა და სითხის მიღებისგან საუკეთესო ეფექტის მისაღებად.
დაიცავით სინათლისგან;
არ გაყინოთ;
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
Sodium Hyaluronate (1.00%), Aloe Barbadensis Leaf Juice Powder (0.30%), Aqua (89.975%), Hydroxyethylcellulose (3.00%), Xylitol (1.75%), Propylene Glycol (1.50%), Polysorbate 20 (1.20%), Glycerin (0.525%), Chlorhexidine Digluconate (0.30%), Menthol (0.20%), Sodium Saccharin (0.15%), Disodium EDTA (0.05%), Ascorbic Acid (0.05%).
გამოშვების ფორმა30გ ტუბი
მწარმოებელიDan Pharm Ltd., ბეერ-შევა, ისრაელი
Similar products
Q&A
Ask a questionNobody has asked yet. Have an experience or a question? Be the first.