Содержание этой страницы пока доступно только на грузинском. ქართულად →

მუკოვია - mucovia პირის ღრუს გელი 30გ

მუკოვია - mucovia პირის ღრუს გელი 30გ

Цена 35.00 ₾ в 1 аптечной сети

Описание

მუკოვია - mucovia პირის ღრუს გელი 30გ

ავარდენტი მუკოვია გელი ანტიმიკრობული პირის ღრუს გელი ღრძილების სწრაფი რეგენერაციისთვის
მუკოვია გელი არის კომპლექსური ბიოადჰეზიური და ანტისეპტიკური გელი, რომელიც განკუთვნილია ღრძილების სიჯანსაღისათვის, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დატენიანებისა და ყოველდღიური ბალანსის შესანარჩუნებლად. გელის ფორმულა უზრუნველყოფს ნაზი, დამცავი შრის წარმოქმნას ლორწოვანი გარსის ზედაპირზე და აქვს ხანგრძლივი ადჰეზიის ეფექტი.

მას ახასიათებს

  • კომპლექსური ანტიბაქტერიული, ანტიფუნგალური და ანტივირუსული მოქმედება
  • ორმაგი ბარიერული და რეგენერაციული მოქმედება ლორწოვანზე
  • პირის ღრუს ლორწოვანი გარსის გაღიზიანების სიმპტომების სწრაფი კუპირება
  • ლორწოვანი გარსის დატენიანება და პირის ღრუს ფიზიოლოგიური ბალანსის შენარჩუნება
ჩვენებები
  • გინგივიტი, პაროდონტიტი, სტომატიტი
  • ექსტრაქციის და იმპლანტაციის შემდგომი პერიოდი
  • ალვეოლიტი, პერიიმპლანტიტი, პერიკორონარიტი
  • პერიოქირურგიის შემდგომი და სხვა პოსტოპერაციული პერიოდი
  • ეროზია, ქიმიური/თერმული დამწვრობა, ტრავმული დაზიანებები
გამოიყენება

პროდუქტი განკუთვნილია ბავშვებისთვის 6 წლიდან და ზრდასრულებისთვის.
6–12 წლის ასაკის ბავშვებში გამოყენება დასაშვებია მხოლოდ ჯანდაცვის პროფესიონალის რეკომენდაციით ან ზრდასრულის ზედამხედველობით.

გამოყენების ინსტრუქცია
  • გელის თხელი ფენა დაიტანეთ ღრძილის დაზიანებულ ქსოვილებზე აპლიკატორით, თითით ან რბილი კბილის ჯაგრისის გამოყენებით.
  • გამოიყენეთ დღეში ორჯერ, სასურველია მისი გამოყენება კბილების გახეხვის შემდეგ.
  • დატოვეთ გელი ღრძილებზე დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში, შემდეგ გადმოანერწყვეთ. არ გამოივლოთ წყალი .
  • გამოყენების შემდეგ მინიმუმ 30 წუთის განმავლობაში თავი შეიკავეთ საკვებისა და სითხის მიღებისგან საუკეთესო ეფექტის მისაღებად.
შენახვის პირობები

დაიცავით სინათლისგან;
არ გაყინოთ;
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შემადგენლობა

Sodium Hyaluronate (1.00%), Aloe Barbadensis Leaf Juice Powder (0.30%), Aqua (89.975%), Hydroxyethylcellulose (3.00%), Xylitol (1.75%), Propylene Glycol (1.50%), Polysorbate 20 (1.20%), Glycerin (0.525%), Chlorhexidine Digluconate (0.30%), Menthol (0.20%), Sodium Saccharin (0.15%), Disodium EDTA (0.05%), Ascorbic Acid (0.05%).

გამოშვების ფორმა

30გ ტუბი

მწარმოებელი

Dan Pharm Ltd., ბეერ-შევა, ისრაელი

Источник: PSP (psp.ge)

Похожие товары

-50% Colgate კბილის ჯაგრისი Max White 11.53 ₾ 5.76 ₾ в 2 аптечных сетях -25% Lacalut კბილის პასტა აქტივი 50მლ. 14.80 ₾ 11.10 ₾ в 2 аптечных сетях Splat კბილის პასტა - აქტივი 40მლ Цена от 5.00 ₾ в 2 аптечных сетях Splat კბილის პასტა Coffee Out 75მლ Цена от 11.15 ₾ в 2 аптечных сетях Colgate კბილის პასტა Optic White Purple 75 მლ Цена от 14.75 ₾ в 2 аптечных сетях Splat კბილის პასტა და ჯაგრისი ბიოკალციუმი 40მლ Цена от 5.00 ₾ в 2 аптечных сетях -40% Sensodyne კბილის პასტა დაცვა და აღდგენა 75მლ. 17.99 ₾ 10.79 ₾ в 2 аптечных сетях -50% Baby Nova სავარცხელი და ჯაგრისი 17.90 ₾ 8.95 ₾ в 2 аптечных сетях

Вопросы и ответы

Задать вопрос

Пока никто не спрашивал. Есть опыт или вопрос? Будьте первым.