This page's content is available in Georgian only for now. ქართულად →

Pileje ფიტოსტანდარტი არტიშოკ 30 ტაბლეტი
Pileje

ფიტოსტანდარტი არტიშოკ 30 ტაბლეტი

Price 22.50 ₾ 45.00 ₾-50% at 1 pharmacy chain

Description

ფიტოსტანდარტი არტიშოკ 30 ტაბლეტი პილეჟე - Pileje

ჰეპატოპროტექტორი, დეტოქსიკანტი

ფიტოსტანდარტი არტიშოკი მცენარეული წარმოშობის ნატურალური კომბინირებული საშუალებაა, რომლის მოქმედება დამყარებულია მისი შემადგენელი კომპონენტების ერთობლივ მოქმედებაზე:

არტიშოკი აძლიერებს ნაღვლდენას, დიურეზს, ანტიბიოტიკოთერაპიისას თირკმელებისა და ღვიძლის პარენქიმაზე მოქმედებს როგორც დეზინტოქსიკაციური საშუალება.იცავს ღვიძლის უჯრედებს დაზიანებისგან და ხელს უწყობს მათ რეგენერაციას, ანეიტრალებს ალკოჰოლის ჭარბად მიღებისას ორგანიზმში წარმოქმნილი მავნე ნივთიერებების მოქმედებას, არეგულირებს ლიპიდურ სპექტრს. არტიშოკი დადებით გავლენას ახდენს საჭმლის მონელებელი სისტემის და ღვიძლის ფუნქციაზე, აფერხებს ნაწლავებში აირწარმოქმნის პროცესს, გააჩნია ანტიოქსიდანტური აქტივობა (ხელს უწყობს გლუტათიონის სინთეზს). არტიშოკში შემავალი კომპონენტები - ინულინი და B ჯგუფის ვიტამინები(B1,B2), არეგულირებენ ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის პროცესებს, წმენდს ორგანიზმს ტოქსინებისგან, მათ შორის აზოტოვანი ნაერთების, მძიმე მეტალების მარილებისა და ალკალოიდებისგან; ეფექტურია გულისრევა-ღებინების, ყაბზობისა და შებერილობის დროსაც (მათ შორის, ორსულებშიც). არტიშოკი ორგანიზმს ამარაგებს ისეთი მნიშვნელოვანი ვიტამინებითა და ელემენტებით, როგორიცაა მაგნიუმი, ნიაცინი, ფოლიუმის მჟავა, ქოლინი, რიბოფლავინი, ასკორბინის მჟავა, კალციუმი და სხვა.

შავი ბოლოკი ასტიმულირებს ნივთიერებათა ცვლას, ორგანიზმს ანთავისუფლებს ტოქსინებისგან, აუმჯობესებს ნაწლავების პერისტალტიკას ყაბზობის დროს; ხელს უწყობს ორგანიზმის გაწმენდას, აქვს ნაღვლმდენი და შარდმდენი მოქმედება, ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს და არეგულირებს შაქრის დონეს, წმენდს სისხლძარღვებს და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ასტიმულირებს კუჭის წვენის გამოყოფას, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას. შავი ბოლოკი მდიდარია კალციუმისა და მაგნიუმის მარილებით; შეიცავს ფიტონციდებს (ნივთიერებებს, რომლებიც იცავს ორგანიზმს ინფექციისგან) და დიდი ოდენობით C ვიტამინს.

ჩვენება

· სანაღვლე გზების დაავადებების მკურნალობა და პროფილაქტიკა

· მწვავე და ქრონიკული ჰეპატიტი

· ღვიძლის ტოქსიური დაზიანება (მათ შორის ალკოჰოლური, წამლისმიერი)

· სიმსუქნე

· ყაბზობა

· არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების და ქიმიური პრეპარატების ხანგრძლივი გამოყენება

· ანტიბიოტიკოთერაპია

· სხივური და ქიმიოთერაპიის შემდგომი პერიოდი

შემადგენლობა

3 ტაბ. შეიცავს: არტიშოკის ექსტრაქტი - 216 მგ; შავი ბოლოკის ექსტრაქტი - 204 მგ.

დოზირება

1-3 ტაბლეტი დღეში. არ არის რეკომენდებული ორსულებში, ჰიპოთირეოზით დაავადებულ პირებში.

შენახვის პირობები

შეინახეთ მშრალ, გრილ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

გამოშვების ფორმა: N30 ტაბლეტი.

მწარმოებელი: ლაბორატორია პილეჟე - PiLeJe Laboratoire - საფრანგეთი.

PiLeJe დაარსდა 1989 წელს, საფრანგეთში, ექიმებისა და მეცნიერების ჯგუფის მიერ, რომლებსაც სურდათ პერსონალიზებული მკურნალობის სისტემის შექმნა. ბრენდის მთავარი მიზანი იყო პრობიოტიკებისა და ნატურალური ინგრედიენტების საფუძველზე ისეთი პროდუქტების შემუშავება, რომლებიც ხელს შეუწყობდა ჯანმრთელობის შენარჩუნებასა და დაავადებების პრევენციას.

PiLeJe დღეს ცნობილია, როგორც ერთ-ერთი წამყვანი ბრენდი ნუტრიციოლოგიაში და ფოკუსირებულია ინდივიდუალური საჭიროებების პროდუქტების შექმნაზე.

Source: PSP (psp.ge)

Similar products

-49% Pileje იმუშოკი 15 ტაბლეტი 44.91 ₾ 22.46 ₾ -50% Pileje ფემინებიენ CBU ფლეში 20 ტაბლეტი 35.00 ₾ 17.50 ₾ -50% Pileje ლაქტიბიენ რეფერენსი 30 კაფსულა 65.00 ₾ 32.50 ₾ -50% Pileje დაიჯებიენ რეფლუქსი RFX 20 ტაბლეტი 38.00 ₾ 19.00 ₾ -50% Pileje ნეირობიენი 60 კაფსულა 69.13 ₾ 34.56 ₾ -50% Pileje ფიტოსტანდარტი ეშოლცია 30 ტაბლეტი 45.00 ₾ 22.50 ₾ -50% Pileje ლაქტიბიენ ბუკოდენტალი 30 ტაბლეტი 38.00 ₾ 19.00 ₾ -50% Pileje ბიოფილმ ინულინი 14 ფხვნილი 60.00 ₾ 30.00 ₾

Q&A

Ask a question

Nobody has asked yet. Have an experience or a question? Be the first.