This page's content is available in Georgian only for now. ქართულად →

Pileje ნეირობიენი 60 კაფსულა
Pileje

ნეირობიენი 60 კაფსულა

Price 34.56 ₾ 69.13 ₾-50% at 1 pharmacy chain

Description

ნეირობიენი 60 კაფსულა პილეჟე - Pileje

მცენარეული ანტიდეპრესანტი

L- ტრიფტოფანი ( მიიღება მცენარე მანიოკისგან (Manihot esculenta)) - ესენციური ამინომჟავაა, ნეირომედიატორი სეროტონინის (ბედნიერების ჰორმონი) წინამორბედი, რომელიც უზრუნველყოფს გუნება-განწყობის ამაღლებას, ხსნის სტრესის სიმპტომებს, მოუსვენრობას, მღელვარებას, შიშს, შინაგან ემოციურ დაძაბულობას, გაღიზიანებას. ამცირებს შფოთვას, აწესრიგებს ძილს.

B6 ვიტამინი - აუცილებელია ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის, იგი აუმჯობესებს ტვინის ქსოვილებში მეტაბოლურ პროცესებს, ჩართულია სეროტონინის სინთეზში - B6 ვიტამინი ეხმარება L- ტრიფტოფანს სეროტონინად გარდაქმნაში, აუმჯობესებს მაგნიუმის შეწოვას.

მაგნიუმი - მიიღება მკვდარი ზღვის მარილებისგან, მნიშვნელოვანია ნერვული სისტემის ფუნქციონირებისთვის, მონაწილეობს ნერვ-კუნთოვან გამტარობაში, არეგულირებს გულის რითმს და აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციონირებას, ამცირებს კუნთების სპაზმს, ამცირებს სტრესის სიმპტომებს, გაღიზიანებას, აგზნებას, დეპრესიისადმი მიდრეკილებას, აუმჯობესებს ძილის ხარისხს.

ჩვენება

• შფოთვა
• გაღიზიანებადობა
• მსუბუქი და ზომიერი დეპრესია
• გუნება-განწყობის ცვლილებები
• ძილის დარღვევის მსუბუქი ფორმები
• შაკიკი და თავის ტკივილი
• კვების დარღვევები

შემადგენლობა

1 ვეგეტარიანული კაფსულა შეიცავს: L- ტრიფტოფანი - 220 მგ; ვიტამინი B6 - 0,252 მგ; მაგნიუმი - 57 მგ.

დოზირება

1-2 კაფსულა დღეში საღამოს საათებში. მკურნალობის ხანგრძლივობა 2 თვე.

შენახვის პირობები

შეინახეთ მშრალ, გრილ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

გამოშვების ფორმა: N60 ტაბლეტი

მწარმოებელი: ლაბორატორია პილეჟე - PiLeJe Laboratoire - საფრანგეთი.

PiLeJe დაარსდა 1989 წელს, საფრანგეთში, ექიმებისა და მეცნიერების ჯგუფის მიერ, რომლებსაც სურდათ პერსონალიზებული მკურნალობის სისტემის შექმნა. ბრენდის მთავარი მიზანი იყო პრობიოტიკებისა და ნატურალური ინგრედიენტების საფუძველზე ისეთი პროდუქტების შემუშავება, რომლებიც ხელს შეუწყობდა ჯანმრთელობის შენარჩუნებასა და დაავადებების პრევენციას.

PiLeJe დღეს ცნობილია, როგორც ერთ-ერთი წამყვანი ბრენდი ნუტრიციოლოგიაში და ფოკუსირებულია ინდივიდუალური საჭიროებების პროდუქტების შექმნაზე.

ასევე, იხილეთ : Amvilab - ამვილაბი მაგნიუმ B6

Source: PSP (psp.ge)

Similar products

-49% Pileje იმუშოკი 15 ტაბლეტი 44.91 ₾ 22.46 ₾ -50% Pileje ფემინებიენ CBU ფლეში 20 ტაბლეტი 35.00 ₾ 17.50 ₾ -50% Pileje ლაქტიბიენ რეფერენსი 30 კაფსულა 65.00 ₾ 32.50 ₾ -50% Pileje ფიტოსტანდარტი არტიშოკ 30 ტაბლეტი 45.00 ₾ 22.50 ₾ -50% Pileje დაიჯებიენ რეფლუქსი RFX 20 ტაბლეტი 38.00 ₾ 19.00 ₾ -50% Pileje ბიოფილმ ინულინი 14 ფხვნილი 60.00 ₾ 30.00 ₾ -50% Pileje ლაქტიბიენ ბუკოდენტალი 30 ტაბლეტი 38.00 ₾ 19.00 ₾ -50% Pileje ფიტოსტანდარტი ეშოლცია 30 ტაბლეტი 45.00 ₾ 22.50 ₾

Q&A

Ask a question

Nobody has asked yet. Have an experience or a question? Be the first.