ციპროფლოქსაცინი ნორმონი 500 მგ
რეცეპტით · Rx რეგისტრირებული

ციპროფლოქსაცინი ნორმონი 500 მგ

ტაბლეტი, №14 · მოქმედი ნივთიერება: Ciprofloxacin

ფასების შედარება ანალოგები
ყველაზე დაბალი ფასი 7.24 ₾ 3 აფთიაქში

ინსტრუქცია

საერთაშორისო დასახელება - ciprofloxacin

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიბაქტერიული საშუალებები → ფტორქინოლონების ჯგუფის პრეპარატები

შემადგენლობა

შემადგენლობა; ერთი ტაბლეტი შეიცავს 250-ან 500 მგ ციპროფლოქსაცინს (ქლორიდი მონოჰიდრატის სახით)

დამხმარე ნივთიერებებს:

ლაქტოზა, 0.014გ 0.02გ

სახამებელი, 0.01 გ 0.024გ

პოლოვინილპიროლიდონი 0.008გ 0.02გ

მაგნიუმის სტეარატი, 0.002გ 0.004გ

ჩვენებები

ციპროფლოქსაცინი წარმოადგენს მაღალეფექტურ ანტიბაქტერიულ საშუალებას ზემოაღნიშნული მიკროორგანიზმებით გამოწვეული შარდსასქესო, სასუნთქი, ძვალსახსართა სისტემების, ყელ-ყურ-ცხვირის, მცირე მენჯის, აბდომინალური, ჰეპატობილიარული ორგანოების, კანისა და რბილი ქსოვილების, პოსტოპერაციული პერიოდის (აბდომინალური, უროგენიტალური, ორთოპედიული, სტომატოლოგიური ოპერაციები) ინფექციების, აგრეთვე მძიმე სისტემური ინფექციების, გონორეის დროს.

მიღების წესები და დოზები

ციპროფლოქსაცინი ინიშნება პერორალურად მცირე რაოდენობის სითხესთან ერთად. 16 წელზე მეტი ასაკის პაციენტებს ენიშნებათ 250-500 მგ დღეში ორჯერ..

გვერდითი მოვლენები

კუჭ-ნაწლავის მხრივ: გულისრევა, დიარეა, ღებინება, დისპეფსია, მუცლის ტკივილი, მეტეორიზმი, მადის დაქვეითება. დიარეის შემთხვევაში საჭიროა ფსევდომემბრანული კოლიტის გამორიცხვა, რომელიც მოითხოვს ვანკომიცინით მკურნალობას.

ნერვული სისტემის მხრივ: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, დაღლილობა, შფოთვა, ცახცახი. იშვიათია უძილობა, პერიფერიული პარალგეზია, ოფლიანობა.

გრძნობათა ორგანოების მხრივ: გემოს შეცვლა, შუილი ყურებში, სმენის დროებითი დაქვეითება.

კანის მხრივ-ქავილი, გამონაყარი, ცხელება. იშვიათია სისხლჩაქცევები.

სტივენს-ჯონსონის და ლაიელის სინდრომი. იშვიათად ინტერსტიციული ნეფრიტი, ჰეპატიტი ღვიძლის უკმარისობით.

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ტაქიკარდია, გულყრა, წამოხურება.

სხვა გვერდითი მოვლენები: სახსრების შესივება, ტკივილი, კუნთების ტკივილი, სინათლისადმი ზემგრძნობელობა, თირკმელების ფუნქციის დარღვევა.

იშვიათად აღინიშნება აქილოტენდინიტი, რაც მოითხოვს პრეპარატის მიღების შეწყვეტას.

სისხლმბადი ორგანოების მხრივ: ეოზინოფილია, ლეიკოციტოპენია, გრანულოციტოპენია, ანემია, თრომბოციტოპენია.

ლაბორატორიულად: შესაძლოა ტრანსამინაზების, ტუტე ფოსფატაზას აქტივობის მომატება, ქოლესტაზური სიყვითლე, შარდოვანას, კრეატინინის, ბილირუბინის მომატება.

უკუჩვენება

ციპროფლოქსაცინის მიღება არ შეიძლება ქინოლონების მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს.

უკუნაჩვენებია ბავშვებისთვის, მოზარდებისთვის, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში. ექსპერიმენტებით ვერ მოხერხდა ციპროფლოქსაცინის ნაყოფის და მოზარდის ხრტილოვან ქსოვილზე არასასურველი ზემოქმედების გამორიცხვა.

წყარო: Impex (myimpex.ge)

რეგისტრაცია

მონაცემები მარეგულირებელი სააგენტოს რეესტრიდან. ბოლო სინქრონიზაცია: 11.11.2026.

რეგისტრაციის თარიღი: 16.09.2024

ანალოგები · Ciprofloxacin 500 მგ

დალაგებულია: იაფიდან
დასახელება მწარმოებელი შეფუთვა ფასი-დან
ციპროფლოქსაცინი GP FARMALABOR – Produtos farmacêuticos, S.A., პორტუგალია №16 7.90 ₾
ციფლოსინი Deva Holding A.S., თურქეთი №10 9.90 ₾
ციპრინოლი KRKA, d.d., Novo mesto, სლოვენია №10 13.36 ₾
ციპრო-დენკი allphamed PHARBIL Arzneimittel GmbH, გერმანია №10 13.36 ₾
ქინოციპი AGIO PHARMACEUTICALS LIMITED, ინდოეთი №100 —
ციპლოქსი Laboratorios Atral S.A., პორტუგალია №16 —
ციპროფლოქსაცინი VIR INDUSTRIA QUĺMICA Y FARMACÉUTICA VIR, S.A., ესპანეთი №14 —
ციპროფლოქსაცინი ნორმონი «Technolog» PJSC, უკრაინა №10 —
ციპროფლოქსაცინი ნორმონი BELCO PHARMA, ინდოეთი №10 —

რეესტრის მონაცემები

სარეგისტრაციო ნომერირ-042028
მოქმედების ვადა16.09.2029
რეგისტრაციის მფლობელიLABORATORIOS NORMON, S.A. (ესპანეთი)
მწარმოებელიLABORATORIOS NORMON, S.A., ესპანეთი
იმპორტიორი სს „გეფა“ →
გაცემის წესირეცეპტით (II ჯგუფი)
ფორმა, დოზა, შეფუთვა500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №14
ფარმაკო-თერაპიული ჯგუფიანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, ფტორქინოლონები
რეგისტრაციის რეჟიმიაღიარებითი
GMP სერტიფიკატირეესტრში არ არის მითითებული

კითხვა-პასუხი

კითხვის დასმა

ჯერ არავის უკითხავს. გაქვთ გამოცდილება ან კითხვა? დასვით პირველმა.

ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაციას.