დრამინა 50 მგ
ურეცეპტოდ · OTC რეგისტრირებული GMP

დრამინა 50 მგ

ტაბლეტი, №10 · მოქმედი ნივთიერება: Dimenhydrinate

ფასების შედარება ანალოგები
ყველაზე დაბალი ფასი 8.70 ₾ 4 აფთიაქში

ინსტრუქცია

დრამინა 50მგ ტაბლეტი

შემადგენლობა

1 ტაბლეტი შეიცავს 50 მგ დიმენჰიდრინატს
დამხმარე ნივთიერება (შემავსებელი): ლაქტოზა მონოჰიდრატი

იხილეთ ბლოგი: რა დაავადებების დროს გამოიყენება დრამინა — მგზავრობის აუტანლობის მკურნალი

ფარმაკოლოგიური თვისებები
დრამინა პირველ რიგში გამოიყენება, როგორც ღებინების საწინააღმდეგო საშუალება, განსაკუთრებით ზღვისა და “ჰაერის” დაავადებების (თვითმფრინავში ფრენის აუტანლობა) დროს. პრეპარატის მოქმედების მექანიზმი ძირითადად განპირობებულია მისი მოქმედებით შიგნითა ყურის აპარატზე.

ჩვენებები
ზღვისა და “ჰაერის” დაავადებების პროფილაქიკა და მკურნალობა, მენიერის დაავადება, აგრეთვე გამოიყენება ვესტიბულარული და ლაბირინთული დარღვევების დროს (გულისრევა, ღებინება, თავბრუ) სიმსივნის საწინააღმდეგო თერაპიით გამოწვეული სიმპტომების გარდა.

მიღების წესები და დოზები
დოზირება
პრეპარატი უნდა მიღებულ იქნეს ჭამამდე გამგზავრებამდე 30 წუთით ადრე
გამოყენების წესი
მოზრდილებში: 1-2 ტაბლეტი 2-3 ჯერ დღეში.
1-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვები: 1/4-1/2 ტაბლეტი 2-3 ჯერ დღეში
7-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვები:1/2-1 ტაბლეტი 2-3 ჯერ დღეში
მაქსიმალური დღიური დოზა მოზრდილთათვის არ უნდა აჭარბებდეს 7 ტაბლეტს.
ჰიპერდოზირება
ჰიპერდოზირების სიმპტომები: პირისა და ყელის სიმშრალე, სახის სიწითლე., სუნთქვის გაძნელება, ცნობიერების აღრევა. ჰიპერდოზირების სიმპტომების გავითარების შემთხვევაში აუცილებელია დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს.

გვერდითი მოვლენები
ძილიანობა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ზოგადი სისუსტე, პირის სიმშრალე, გულისრევა, მხედველობის დაბინდვა, მოძრაობითი რეაქციების შეფერხება.
გვერდითი ეფექტების შესახებ საჭიროა დაუყოვნებლივ აცნობოთ ექიმს.

უკუჩვენება
- პრეპარატის ინდივიდუალური აუტანლობა;
- 1 წლამდე ბავშვები
- ორსულობა;
- ლაქტაცია;

განსაკუთრებული მითითებები
სიფრთხილით ინიშნება კრუნჩხვითი სინდრომის, დახურულკუთხოვანი გლაუკომის, პროსტატის ჰიპერტროფიის, ბრონქული ასთმის დროს.
საჭიროა სიფრთხილე სატრანსპორტო საშუალებების მართვისას.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
აძლიერებს სედატიური და ძილისმომგვრელი პრეპარატების, ანტიდეპრესანტების, ამინოგლიკოზიდებისა და ალკოჰოლის მოქმედებას.

შენახვის პირობები და ვადები
ვარგისიანობა:
დამზადების მომენტიდან 3 წელიწადი
დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება ვარგისიანობის პერიოდის ამოწურვის შემდეგ
შენახვის წესი:
შეინახეთ მშრალ, და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

აფთიაქში გაცემის წესი
გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე.

წყარო: PSP (psp.ge)

რეგისტრაცია

მონაცემები მარეგულირებელი სააგენტოს რეესტრიდან. ბოლო სინქრონიზაცია: 11.11.2026.

რეგისტრაციის თარიღი: 29.04.2025

ანალოგები · Dimenhydrinate 50 მგ

დალაგებულია: იაფიდან
დასახელება მწარმოებელი შეფუთვა ფასი-დან
ნორმოსტოპი იაფი LABORATORIOS NORMON, S.A., ესპანეთი №12 6.44 ₾

რეესტრის მონაცემები

სარეგისტრაციო ნომერირ-043197
მოქმედების ვადა29.04.2030
რეგისტრაციის მფლობელიJADRAN-GALENSKI LABORATORIJ d.d. (ხორვატია)
მწარმოებელიJADRAN-Galenski laboratorij d.d., ხორვატია
იმპორტიორი შპს „ფამარკი“ →
გაცემის წესიურეცეპტოდ (III ჯგუფი)
ფორმა, დოზა, შეფუთვა50მგ ტაბლეტი (სამი წლის ზემოთ ბავშვებისა და მოზრდილთათვის) №10 (1X10)
ფარმაკო-თერაპიული ჯგუფიანტიჰისტამინური საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, ამინოალკილური ეთერები
რეგისტრაციის რეჟიმიეროვნული
GMP სერტიფიკატიაქვს · ვადა 20.02.2027

კითხვა-პასუხი

კითხვის დასმა

ჯერ არავის უკითხავს. გაქვთ გამოცდილება ან კითხვა? დასვით პირველმა.

ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაციას.