ნორმოსტოპი 50 მგ
ურეცეპტოდ · OTC რეგისტრირებული

ნორმოსტოპი 50 მგ

ტაბლეტი, №12 · მოქმედი ნივთიერება: Dimenhydrinate

ფასების შედარება ანალოგები
ყველაზე დაბალი ფასი 6.44 ₾ 3 აფთიაქში

ინსტრუქცია

საერთაშორისო დასახელება - DIMENHYDRINATE

ფარმაკოლოგიური თვისებები

პრეპარატი წარმოადგენს H1 ჰისტამინური რეცეპტორების ბლოკატორს ანტიქოლინერგული თვისებებით. იგი ამცირებს ჰისტამინით გამოწვეულ ბრონქების გლუვი კუნთების, ნაწლავების, საშვილოსნოს მომატებულ ტონუსს, ავლენს გამოხატულ სედატიურ და ღებინების საწინააღმდეგო მოქმედებას.

ჩვენებები

პრეპარატი გამოიყენება გულისრევის, ღებინების და სხვადასხვა გენეზის, თავბრუსხვევის პროფილაქტიკისა და სიმპტომატიური მკურნალობისათვის (მათ შორის მენიერის დაავადება, კინეტოზების დროს).

დოზირების რეჟიმი

მოზრდილებში პრეპარატი გამოიყენება ჭამის წინ დოზით 50-100 მგ 4-6-ჯერ დღეში. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 400 მგ.

1-6 წლის ასაკის ბავშვებში პრეპარატი ინიშნება დოზით 12.5-25 მგ 2-3-ჯერ დღეში,

7-12 წლის ბავშვებში - 25-50 მგ 2-3-ჯერ დღეში.

პროფილაქტიკის მიზნით (მაგ. „ზღვის დაავადება“) 1-2 ტაბლეტი მგზავრობის წინ.

გვერდითი მოვლენები

პირის სიმშრალე, აკომოდაციის დარღვევა, ძილიანობა.

უკუჩვენებები

პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა, აგრეთვე 1 წლამდე ასაკის ბავშვები.

განსაკუთრებული მითითებები

♦ პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება დახურულკუთხოვანი გლაუკომის, შარდის გამოყოფის, წინამდებარე ჯირკვლის, კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის, ეპილეფსიის, მძიმე ფორმის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დროს.

♦ მკურნალობის პერიოდში რეკომენდებულია ალკოჰოლის მიღებისაგან თავის შეკავება.

♦ ექსპერიმენტული კვლევებით დადგენილ იქნა, რომ პრეპარატი იწვევს ნაყოფის კარდიოვასკულური სისტემის მხრივ დარღვევებს და საზარდულის თიაქარის განვითარებას.

♦ პრეპარატის გამოყენებისას რეკომენდებულია ისეთი სამუშაოების შესრულებისაგან თავის შეკავება, რომლებიც მოითხოვენ ყურადღების მაქსიმალურ კონცენტრაციას.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

- დიმენჰიდრინატის და ბარბიტურატების, საძილე და ოპიოიდური ანალგეზიური საშუალებების, ტრანკივილიზატორების, ნეიროლეფსიური საშუალებების ერთდროული გამოყენებისას აღინიშნება მისი სედატიური ეფექტის გაძლიერება.

- პრეპარატისა და ატროპინის, აგრეთვე ტრიციკლური ანტიდეპრესანტების ერთდროული გამოყენებისას ძლიერდება მათი ანტიქოლინერგული ეფექტები.

- მაო-ს ინჰიბიტორებთან პრეპარატის ერთდროული გამოყენებისას იზრდება დიმენჰიდრინატის ანტიქოლინერგული მოქმედება.

წყარო: Impex (myimpex.ge)

რეგისტრაცია

მონაცემები მარეგულირებელი სააგენტოს რეესტრიდან. ბოლო სინქრონიზაცია: 11.11.2026.

რეგისტრაციის თარიღი: 23.10.2018

ანალოგები · Dimenhydrinate 50 მგ

დალაგებულია: იაფიდან
დასახელება მწარმოებელი შეფუთვა ფასი-დან
დრამინა JADRAN-Galenski laboratorij d.d., ხორვატია №10 8.70 ₾

რეესტრის მონაცემები

სარეგისტრაციო ნომერირ-026587
მოქმედების ვადა23.10.2028
რეგისტრაციის მფლობელიLABORATORIOS NORMON, S.A. (ესპანეთი)
მწარმოებელიLABORATORIOS NORMON, S.A., ესპანეთი
იმპორტიორი სს „გეფა“ →
გაცემის წესიურეცეპტოდ (III ჯგუფი)
ფორმა, დოზა, შეფუთვა50მგ ტაბლეტი №12
ფარმაკო-თერაპიული ჯგუფიანტიჰისტამინურები სისტემური გამოყენებისათვის, ამინომაალკილირებელი ეთერები
რეგისტრაციის რეჟიმიაღიარებითი
GMP სერტიფიკატირეესტრში არ არის მითითებული

კითხვა-პასუხი

კითხვის დასმა

ჯერ არავის უკითხავს. გაქვთ გამოცდილება ან კითხვა? დასვით პირველმა.

ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაციას.