ინსტრუქცია
ლაზოლვანი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
მუკოლიზური, ამოსახველებელი საშუალება.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ტაბლეტები: შეფუთვაში 20 და 50 ც.
1 ტაბ.
ამბროქსოლის ჰიდროქლორიდი 30 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
ლაქტოზა, სიმინდის სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი.
ჩვენებები:
პრეპარატი გამოიყენება მწვავე და ქრონიკული ბრონქოპულმონური დაავადებების სეკრეტოლიზური თერაპიისათვის, რომელიც დაკავშირებულია ნახველის ევაკუაციის დარღვევასთან.
მიღების წესი და დოზირება:
მოზრდილებში 1 ტაბლეტი ინიშნება 3-ჯერ დღეში. მკურნალობის ეფექტი შესაძლოა გავზარდოთ დღეში 2-ჯერ 2 ტაბლეტის მიღებით. ტაბლეტი ინიშნება ჭამის შემდეგ წყლის მიყოლებით.
გვერდითი მოვლენები:
ლაზოლვანს როგორც წესი კარგად იტანენ პაციენტები, შესაძლებელია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ უმნიშვნელო სახის დარღვეები (კუჭის წვა, დისპეფსია, ძალიან იშვიათად გულისრევა და ღებინება).
ალერგიული რეაქციები აღინიშნება ძალიან იშვიათად და ვლინება კანზე გამონაყარით. ძალიან იშვიათად ვითარდება ანაფილაქსიური ტიპის მწვავე რეაქციები.
უკუჩვენებები:
* პრეპარატის გამოყენება წინააღმდეგნაჩვენებია მასში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობისას.
ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობის I ტრიმესტრში პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება.
* რადგან ლაზოლვანი აღწევს დედის რძეში, ლაქტაციის პერიოდში არ არის მიზანშეწონილი მისი გამოყენება.
განსაკუთრებული მითითებები:
* ლაზოლვანის შემადგენლობაში შემავალმა კონსერვანტმა - ბენზალკონიუმის ქლორიდმა ინჰალაციის დროს შესაძლებელია გამოიწვიოს ბრონქოსპაზმი.
ჭარბი დოზირება:
არ მოიპოვება მონაცემები.
ჭარბი დოზირების შემთხვევაში რეკომენდებულია სიმპტომური მკურნალობის ჩატარება.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
ლაზოლვანისა და ანტიბიოტიკების (ამოქსიცილინი, ცეფუროქსიმი, ერითრომიცინი, დოქსიციკლინი) ერთდროული გამოყენება უზრუნველყოფს ფილტვის ქსოვილში ანტიბიოტიკის თერაპიულ კონცენტრაციას.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება არაუმეტეს 30oC ტემპერატურაზე, მშრალ, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა:
5 წელი.
რეგისტრაცია
მონაცემები მარეგულირებელი სააგენტოს რეესტრიდან. ბოლო სინქრონიზაცია: 11.11.2026.
რეგისტრაციის თარიღი: 28.02.2025
ანალოგები · Ambroxol 30 მგ
დალაგებულია: იაფიდან| დასახელება | მწარმოებელი | შეფუთვა | ფასი-დან |
|---|---|---|---|
| ამბროქსოლი იაფი | «Ternopharm» LTD, უკრაინა | №20 | 1.65 ₾ |
| ამბროქსოლი | SIC "Borshchahivsky CPP" PJSC, უკრაინა | №20 | 1.74 ₾ |
| ამბროქსოლი | PJSC SIC «Borshchahivskiy CPP», უკრაინა | №20 | 1.74 ₾ |
| ჰალიქსოლი | EGIS Pharmaceuticals PLC, უნგრეთი | №20 | 6.59 ₾ |
| ბრონქოდილი | S.C. SLAVIA PHARM S.R.L., რუმინეთი | №20 | 8.12 ₾ |
| პულმოლანი | GM Pharmaceuticals Ltd, საქართველო | №20 | 10.69 ₾ |
| ლიზლი | „AVERSI-RATIONAL“ LTD (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -NOVAGEN HEALTHCARE PVT. LTD.(ინდოეთი)), საქართველო | №50 | 21.98 ₾ |
| ლიზლი | „AVERSI-RATIONAL“ LTD (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -S.C Balkan Pharmaceuticals S.R.L(მოლდოვა)), საქართველო | №50 | 22.00 ₾ |
| ლიზლი | „AVERSI-RATIONAL“ LTD (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -S.C Balkan Pharmaceuticals S.R.L(მოლდოვა)), საქართველო | №50 | 22.00 ₾ |
| ამბროქსოლი-ნანო | GM Pharmaceuticals Ltd, საქართველო | №10 | — |
| ბენფლუქსი | Laboratorios Atral S.A., პორტუგალია | №20 | — |
| ლაზოლვანი | Delpharm Reims, საფრანგეთი | №50 | — |
| პულმოლანი | GM Pharmaceuticals Ltd, საქართველო | №50 | — |
| ფლავამედი ხველის საწინააღმდეგო | Berlin-Chemie AG (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -Menarini-Von Heyden GmbH(გერმანია)), გერმანია | №10 | — |
| ფლავამედი ხველის საწინააღმდეგო | Berlin-Chemie AG (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -Menarini-Von Heyden GmbH(გერმანია)), გერმანია | №20 | — |
| ფლავამედი ხველის საწინააღმდეგო | Berlin-Chemie AG (Glienicker) (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -Berlin-Chemie AG (Tempelhofer)(გერმანია)), გერმანია | №10 | — |
| ფლავამედი ხველის საწინააღმდეგო | Berlin-Chemie AG (Glienicker) (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -Berlin-Chemie AG (Tempelhofer)(გერმანია)), გერმანია | №20 | — |
რეესტრის მონაცემები
კითხვა-პასუხი
კითხვის დასმაჯერ არავის უკითხავს. გაქვთ გამოცდილება ან კითხვა? დასვით პირველმა.
ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაციას.