პულმოლანი 30 მგ
ურეცეპტოდ · OTC რეგისტრირებული GMP

პულმოლანი 30 მგ

ტაბლეტი, №20 · მოქმედი ნივთიერება: Ambroxol

ფასების შედარება ანალოგები
ყველაზე დაბალი ფასი 10.69 ₾ 4 აფთიაქში

ინსტრუქცია

პულმოლანი
(AMBROXOL)

შემადგენლობა
პულმოლანის ერთი ტაბლეტი შეიცავს აქტიური ნივთიერების - ამბროქსოლის ჰიდროქლორიდის 30 მგ-ს.
მოქმედების მექანიზმი
მუკოლიზური პრეპარატი გამოხატული ამოსახველებელი მოქმედებით.
პულმოლანი იწვევს ბრონქების ლორწოვანი გარსის სეროზული უჯრედების სტიმულაციას და შესაბამისად, ხელს უწყობს ნახველის გათხევადებას. მუკოლიზურ უჯრედებში ლიზოსომური ფერმენტების პროდუქციისა და ჰიდროლიზური ფერმენტების აქტივობის გაუმჯობესებით, ამცირებს ნახველის წებოვნებას და აუმჯობესებს მის ადჰეზიურ თვისებებს. ასტიმულირებს ბრონქების ეპითელიუმის ხაოების მოძრაობას, აძლიერებს მუკოცილიარულ ტრანსპორტს, რაც ხელს უწყობს ამოხველებას.
ამბროქსოლი ბრონქებსა და ალვეოლებში სურფანქტანტის გამომუშავების გაძლიერების გზით აუმჯობესებს ადგილობრივ იმუნიტეტს, ახასიათებს ანტიოქსიდანტური თვისებები.
ამბროქსოლი პრაქტიკულად მთლიანად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. სისხლის პლაზმაში Cmax მიიღწევა დაახლოებით 2 საათში. იგი კარგად აღწევს ქსოვილებში, განსაკუთრებით ფილტვებში. ორგანიზმიდან გამოიდევნება თირკმლების საშუალებით. T1/2 იზრდება თირკმლის მძიმე ქრონიკული უკმარისობის დროს.

იხილეთ ბლოგი: პულმოლანი — სასუნთქი გზების დაავადებების სამკურნალო პრეპარატი ამოსახველებელი მოქმედებით

ჩვენება
- სასუნთქი გზების მწვავე და ქრონიკული დაავადებები, მიმდინარე წებოვანი ნახველის არსებობით;
- ნახველის გამოყოფის გაძნელებით მიმდინარე მწვავე და ქრონიკული ბრონქიტი, პნევმონია, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებები, ბრონქული ასთმა;
- ბრონქოექტაზიური დაავადება.

უკუჩვენება
- ორსულობის I ტრიმესტრი;
- ამბროქსოლისა და პრეპარატის სხვა კომპონენტებისადმი მაღალი მგრძნობელობა.
სიფრთხილით ინიშნება ორსულობის II და III ტრიმესტრში, ლაქტაციის პერიოდსა და პაციენტებში თირკმლის ან/და ღვიძლის უკმარისობით.

უსაფრთხოების ზომები
ამბროქსოლი არ ინიშნება ხველების საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთად კომბინაციაში.
წინააღმდეგ შემთხვევაში, ხველების შემცირების გამო ძნელდება ნახველის გამოყოფა.
ამბროქსოლი ხელს უწყობს ბრონქულ სეკრეტში ამოქსიცილინის, ცეფუროქსიმის, ერითრომიცინის, დოქსიციკლინის შეღწევადობას.
დოზის გადაჭარბების შემთხვევები აღწერილი არ არის.
სიმპტომები: შესაძლებელია გულისრევა, ღებინება, დიარეა, დისპეფსია.
მკურნალობა: უნდა გამოვიწვიოთ ღებინება, პრეპარატის მიღებიდან 1-2 საათის შემდეგ ნაჩვენებია კუჭის გამორეცხვა, ცხიმის შემცველი პროდუქტების მიღება, სიმპტომური თერაპია.

დოზირება და მიღების წესი
მოზრდილებსა და 12 წლის ზემოთ ასაკის ბავშვებში მკურნალობის დასაწყისში ინიშნება 1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში. შემდეგ – 1 ტაბლეტი დღეში 2-ჯერ ან 1/2 ტაბლეტი დღეში სამჯერ.
5-12 წლის ასაკის ბავშვებში – 1/2 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში, 2-5 წლის ასაკის ბავშვებში – 1/4 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში, 2 წლამდე ასაკის ბავშვებში 1/4 ტაბლეტი 2-ჯერ დღეში.
პრეპარატი ინიშნება ჭამის შემდეგ, საკმარისი რაოდენობის წყალთან ერთად.

გვერდითი მოვლენები
კნტ-ის მხრივ: ხანგრძლივად და დიდი დოზით გამოყენების შემთხვევაში – გასტრალგია, გულისრევა, ღებინება.
ალერგიული რეაქციები: შესაძლებელია გამონაყარი კანზე, ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება. ერთეულ შემთხვევაში – ალერგიული კონტაქტური დერმატიტი, ანაფილაქსიური რეაქცია.

ვარგისიანობა და შენახვის პირობები
პრეპარატის ვარგისიანობის ვადაა 5 წელი, ინახება 10-25°C ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ, მშრალ, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!
გამოშვების ფორმა
ტაბლეტი 30 მგ; 20 ან 50 ტაბლეტი ბლისტერებში. მეორადი შეფუთვა: მუყაოს კოლოფში.

აფთიაქიდან გაცემის პირობები
ექიმის რეცეპტის გარეშე!

წყარო: PSP (psp.ge)

რეგისტრაცია

მონაცემები მარეგულირებელი სააგენტოს რეესტრიდან. ბოლო სინქრონიზაცია: 11.11.2026.

რეგისტრაციის თარიღი: 16.03.2022

ანალოგები · Ambroxol 30 მგ

დალაგებულია: იაფიდან
დასახელება მწარმოებელი შეფუთვა ფასი-დან
ამბროქსოლი იაფი «Ternopharm» LTD, უკრაინა №20 1.65 ₾
ამბროქსოლი SIC "Borshchahivsky CPP" PJSC, უკრაინა №20 1.74 ₾
ამბროქსოლი PJSC SIC «Borshchahivskiy CPP», უკრაინა №20 1.74 ₾
ჰალიქსოლი EGIS Pharmaceuticals PLC, უნგრეთი №20 6.59 ₾
ბრონქოდილი S.C. SLAVIA PHARM S.R.L., რუმინეთი №20 8.12 ₾
ლაზოლვანი Delpharm Reims, საფრანგეთი №20 11.67 ₾
ლიზლი „AVERSI-RATIONAL“ LTD (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -NOVAGEN HEALTHCARE PVT. LTD.(ინდოეთი)), საქართველო №50 21.98 ₾
ლიზლი „AVERSI-RATIONAL“ LTD (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -S.C Balkan Pharmaceuticals S.R.L(მოლდოვა)), საქართველო №50 22.00 ₾
ლიზლი „AVERSI-RATIONAL“ LTD (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -S.C Balkan Pharmaceuticals S.R.L(მოლდოვა)), საქართველო №50 22.00 ₾
ამბროქსოლი-ნანო GM Pharmaceuticals Ltd, საქართველო №10 —
ბენფლუქსი Laboratorios Atral S.A., პორტუგალია №20 —
ლაზოლვანი Delpharm Reims, საფრანგეთი №50 —
პულმოლანი GM Pharmaceuticals Ltd, საქართველო №50 —
ფლავამედი ხველის საწინააღმდეგო Berlin-Chemie AG (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -Menarini-Von Heyden GmbH(გერმანია)), გერმანია №10 —
ფლავამედი ხველის საწინააღმდეგო Berlin-Chemie AG (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -Menarini-Von Heyden GmbH(გერმანია)), გერმანია №20 —
ფლავამედი ხველის საწინააღმდეგო Berlin-Chemie AG (Glienicker) (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -Berlin-Chemie AG (Tempelhofer)(გერმანია)), გერმანია №10 —
ფლავამედი ხველის საწინააღმდეგო Berlin-Chemie AG (Glienicker) (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -Berlin-Chemie AG (Tempelhofer)(გერმანია)), გერმანია №20 —

რეესტრის მონაცემები

სარეგისტრაციო ნომერირ-034666
მოქმედების ვადა16.03.2027
რეგისტრაციის მფლობელი„GM Pharmaceuticals“ Ltd. (საქართველო)
მწარმოებელიGM Pharmaceuticals Ltd, საქართველო
გაცემის წესიურეცეპტოდ (III ჯგუფი)
ფორმა, დოზა, შეფუთვა30მგ ტაბლეტი №20 (2X10)
ფარმაკო-თერაპიული ჯგუფიხველისა და გაციების სამკურნალო პრეპარატები, მუკოლიზური საშუალებები
რეგისტრაციის რეჟიმიეროვნული
GMP სერტიფიკატიაქვს · ვადა 27.12.2027

კითხვა-პასუხი

კითხვის დასმა

ჯერ არავის უკითხავს. გაქვთ გამოცდილება ან კითხვა? დასვით პირველმა.

ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაციას.