ლივ-ანგინი საწუწნი 1,2 მგ + 0,6 მგ
ურეცეპტოდ · OTC რეგისტრირებული GMP

ლივ-ანგინი საწუწნი 1,2 მგ + 0,6 მგ

ტაბლეტი, №16 · მოქმედი ნივთიერება: 2 + 4-dichlorobenzyl alcohol + Amylmetacresol

ფასების შედარება ანალოგები
ყველაზე დაბალი ფასი 11.21 ₾ 1 აფთიაქში

ინსტრუქცია

ზოგადი დახასიათება:

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: დიქლორბენზილის სპირტი, ამილმეტაკრეზოლი;

ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:

ჟოლოსფერი (ჟოლოს არომატით), ნარინჯისფერი (ფორთოხლის არომატით) ან ღია ყვითელი ფერის (თაფლისა და ლიმონის არომატით), მრგვალი ფორმის, ბრტყელი ზედაპირის მქონე, საწუწნი ტაბლეტები;

შემადგენლობა:

1 საწუწნი ტაბლეტი შეიცავს:

2.4-დიქლორბენზილის სპირტს – 1.2 მგ, ამილმეტაკრეზოლს – 0.6 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: ლევომენთოლი, შაქარი, თხევადი გლუკოზა, ლიმონმჟავა, ჟოლოს არომატიზატორი და საღებავი Azorubine (E 122) (ლივ-ანგინი ჟოლოს არომატით), ფორთოხლის არომატიზატორი და საღებავი Sunset Yellow FCF (E 110) (ლივ-ანგინი ფორთოხლის არომატით), თაფლის არომატიზატორი, ლიმონის არომატიზატორი და საღებავი Quinoline Yellow (E 104) (ლივ-ანგინი თაფლისა და ლიმონის არომატით).

გამოშვების ფორმა:

საწუწნი ტაბლეტები, 1.2 მგ / 0.6 მგ.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტისეპტიკური საშუალება. ათქ-კოდი: R02AA20.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ლივ-ანგინი პირის ღრუსა და ყელის ადგილობრივი გამოყენების კომბინირებული ანტისეპტიკური საშუალებაა, რომელსაც ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება ახასიათებს. ამასთანავე, ლორწოვანი გარსის სიცივის რეცეპტორების სტიმულაციის გზით, იგი ადგილობრივად ავლენს საანესთეზიო თვისებებს; in vitro ხელს უშლის უმეტესი გრამდადებითი და გრამუარყოფითი ბაქტერიების ზრდის პროცესს, რაც განპირობებულია მიკრობული უჯრედის კედლის შემადგენლობაში შემავალი ცილის კოაგულაციით; ახასიათებს სოკოს საწინააღმდეგო მოქმედება. იგი ხსნის ზედა სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსის გაღიზიანების სიმპტომებს, ამცირებს შეშუპებას, ყელის ტკივილს, აადვილებს ცხვირით სუნთქვას, ხასიათდება კარგი ამტანობითა და სასიამოვნო გემოთი.

ფარმაკოკინეტიკა:

მონაცემები ლივ-ანგინის ფარმაკოკინეტიკის შესახებ არ არსებობს, რადგან პრეპარატი ხასიათდება ძალიან მცირე სისტემური აბსორბციით.

ჩვენება:

ლივ-ანგინი გამოიყენება პირის ღრუს, ყელის, ხახისა და ხორხის ინფექციურ-ანთებითი დაავადებების პროფილაქტიკისა და საწყისი სტადიის სიმპტომური მკურნალობისათვის (კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში): ტონზილიტი, ფარინგიტი, ლარინგიტი (მათ შორის, პროფესიული ხასიათის), გინგივიტი, სტომატიტი, რძიანა.

მიღების წესი და დოზირება:

მოზრდილებსა და ბავშვებში 6 წლის ასაკის ზევით რეკომენდებულია ნელა გაიწუწნოს ლივ-ანგინის 1 ტაბლეტი ყოველ 2-3 სთ-ში (მოზრდილები) ან ყოველ 4 სთ-ში (ბავშვები) ერთხელ. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 6-8 ტაბლეტს.

გვერდითი მოვლენები:

პრეპარატის მიღებისას შესაძლებელია ალერგიული რეაქციების განვითარება.

უკუჩვენება:

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

ლივ-ანგინი არ არის განკუთვნილი 6 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:

კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება ლივ-ანგინსა და სხვა ჯგუფის სამკურნალო საშუალებებს შორის არ გამოვლენილა.

ჰიპერდოზირება:

მცირე სისტემური აბსორბციის გამო დოზის გადაჭარბება ნაკლებად სავარაუდოა.

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში აღინიშნება გულისრევა, ღებინება, დიარეა. მკურნალობა სიმპტომურია.

ორსულობა და ლაქტაცია:

ლივ-ანგინის უსაფრთხოება ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში გამოყენებისას დადგენილი არ არის, თუმცა უარყოფითი ზემოქმედება ნაკლებად სავარაუდოა. პრეპარატის გამოყენება ამ პერიოდის განმავლობაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, როდესაც დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფზე ან ბავშვზე უარყოფითი მოქმედების პოტენციურ რისკს.

გამოყენების თავისებურებები:

თუ დაავადება გრძელდება 3 დღეზე მეტ ხანს, რთულდება მაღალი ტემპერატურით, თავის ტკივილით ან სხვა სიმპტომებით, საჭიროა ექიმის მიერ მკურნალობის სქემის გადახედვა.

შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ პრეპარატი შეიცავს 1.52 გ შაქარს და 0.95 გ გლუკოზას.

პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: პრეპარატი არ მოქმედებს ავტოტრანსპორტისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.

შეფუთვა:

4 ტაბლეტი ალუმინის სტრიპში, 4 სტრიპი მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები:

ინახება არა უმეტეს 30ºC ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა:

3 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

აფთიაქიდან გაცემის პირობა:

გაიცემა ურეცეპტოდ.

წყარო: Impex (myimpex.ge)

რეგისტრაცია

მონაცემები მარეგულირებელი სააგენტოს რეესტრიდან. ბოლო სინქრონიზაცია: 11.11.2026.

რეგისტრაციის თარიღი: 08.08.2024

ანალოგები · 2 + 4-dichlorobenzyl alcohol + Amylmetacresol 1,2 მგ + 0,6 მგ

დალაგებულია: იაფიდან
დასახელება მწარმოებელი შეფუთვა ფასი-დან
სტრეპსილსი თაფლი და ლიმონი საწუწნი იაფი Reckitt Benckiser Healthcare International Limited, დიდი ბრიტანეთი №24 8.84 ₾
სტრეპსილსი თაფლი და ლიმონი საწუწნი Reckitt Benckiser Healthcare International Limited, დიდი ბრიტანეთი №24 8.84 ₾
სტრეპსილსი საბავშვო მარწყვით უშაქრო საწუწნი Reckitt Benckiser Healthcare International Limited, დიდი ბრიტანეთი №16 9.32 ₾
სტრეპსილსი საბავშვო მარწყვით უშაქრო საწუწნი Reckitt Benckiser Healthcare International Limited, დიდი ბრიტანეთი №16 9.32 ₾
ლივ-ანგინი საწუწნი „AVERSI-RATIONAL“ LTD (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -Sava Healthcare Limited(ინდოეთი)), საქართველო №16 11.21 ₾
ნოვექსი Herbion Pakistan (Pvt) Ltd., პაკისტანი №24 —
ნოვექსი Herbion Pakistan (Pvt) Ltd., პაკისტანი №24 —
ნოვექსი Herbion Pakistan (Pvt) Ltd., პაკისტანი №24 —
ტაიქოლდ ლორი თაფლისა და ლიმონის არომატით Millimed BFS Co., Ltd, ტაილანდი №24 —
ტაიქოლდ ლორი თაფლისა და ლიმონის არომატით Millimed Co., Ltd, ტაილანდი №24 —
ტაიქოლდ ლორი მენთოლის არომატით Millimed BFS Co., Ltd, ტაილანდი №24 —

რეესტრის მონაცემები

სარეგისტრაციო ნომერირ-041830
მოქმედების ვადა08.08.2029
რეგისტრაციის მფლობელი„AVERSI-RATIONAL“ LTD (საქართველო)
მწარმოებელი„AVERSI-RATIONAL“ LTD (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -Sava Healthcare Limited(ინდოეთი)), საქართველო
გაცემის წესიურეცეპტოდ (III ჯგუფი)
ფორმა, დოზა, შეფუთვა1,2მგ + 0,6მგ საწუწნი ტაბლეტი თაფლისა და ლიმონის არომატით №16 (4X4)
ფარმაკო-თერაპიული ჯგუფიყელის პრეპარატები, ანტისეპტიკური საშუალებები
რეგისტრაციის რეჟიმიეროვნული
GMP სერტიფიკატიაქვს · ვადა 06.08.2029

კითხვა-პასუხი

კითხვის დასმა

ჯერ არავის უკითხავს. გაქვთ გამოცდილება ან კითხვა? დასვით პირველმა.

ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაციას.