სტრეპსილსი საბავშვო მარწყვით უშაქრო საწუწნი 1,2 მგ + 0,6 მგ
ურეცეპტოდ · OTC რეგისტრირებული GMP

სტრეპსილსი საბავშვო მარწყვით უშაქრო საწუწნი 1,2 მგ + 0,6 მგ

ტაბლეტი, №16 · მოქმედი ნივთიერება: 2 + 4-dichlorobenzyl alcohol + Amylmetacresol

ფასების შედარება ანალოგები
ყველაზე დაბალი ფასი 9.32 ₾ 3 აფთიაქში

ინსტრუქცია

საერთაშორისო დასახელება - amylmetacresol, dichlorobenzyl alcohol

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტისეპტიკური საშუალებები → ანტისეპტიკური საშუალებები ადგილობრივი გამოყენებისათვის

შემადგენლობა

ერთი ტაბლეტი შეიცავს აქტიურ ნივთიერებებს: 2,4-დიქლორბენზილის სპირტს – 1,2 მგ. ამილმეტაკრეზოლს – 0,6 მგ.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტისეპტიკური საშუალება.

ფარმაკოლოგიური მოქმედება

პრეპარატი ახდენს ანტისეპტიკურ მოქმედებას, აქტიურია გრამდადებითი და გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების მიმართ, გააჩნია ანტიმიკოზური მოქმედება.

გამოყენების ჩვენებები

პირის ღრუს და ხახის ინფექციურ-ანთებითი დაავადებები (ამსუბუქებს ტკივილს და არბილებს გაღიზიანებას ყელში).

პრეპარატის გამოყენება შეიძლება პირებში შაქრიანი დიაბეტით (არ შეიცავს შაქარს).

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ: საქაროზა/იზომალტაზას დეფიციტი, ფრუქტოზას აუტანლობა, გლუკოზო-გალაქტოზური მალაბსორბცია.

საბავშვო ასაკი (6 წლამდე).

გამოყენება ორსულობის და ძუძუთი კვების დროს

ორსულებმა და მეძუძურ დედებმა პრეპარატის გამოყენების წინ უნდა ჩაიტარონ კონსულტაცია ექიმთან.

გამოყენების წესი და დოზირება

ადგილობრივად. მოზრდილებმა და 6 წელზე უფროსმა ბავშვებმა ნელა უნდა გაწუწნონ თითო ტაბლეტი 2-3 საათში ერთხელ.

ნუ მიიღებთ 8 ტაბლეტზე მეტს 24 საათის განმავლობაში, თერაპიის კურსის ხანგრძლივობა – 3 დღე.

გვერდითი მოქმედებები

ალერგიული რეაქციები.

ჭარბი დოზირება

ნაკლებად სავარაუდოა, შესაძლო ჭარბმა დოზირებამ შეიძლება გამოიწვიოს დისკომფორტის სიმპტომები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ. მკურნალობა სიმპტომატური.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედებები სხვა პრეპარატებთან გამოვლენილი არ არის.

განსაკუთრერბული მითითებები

არ არის რეკომენდირებული პრეპარატის გამოყენება პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ნებისმიერი კომპონენტის მიმართ მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობის არსებობის შემთხვევაში.

პრეპარატის შემადგენლობაში შედის იზომალტაზა და მალტიტოლის სიროფი, რომელსაც შეუძლია მსუბუქი საფაღარათო მოქმედების მოხდენა. არ არის რეკომენდირებული პრეპარატის გამოყენება პაციენტებში ფრუქტოზას მემკვიდრეობითი აუტანლობით.

სიმპტომების შენარჩუნებისას ან სხეულის ტემპერატურის აწევის შემთხვევაში ან თავის ტკივილის დროს საჭიროა ექიმთან მიმართვა.

ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებების, მექნიზმების მართვის უნარზე

პრეპარატი არ ახდენს გავლენას ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვის უნარზე, ასევე საქმიანობის სხვა პოტენციურად საშიში სახეობებით დაკავებაზე, რომლებიც საჭიროებენ ყურადღების მომატებულ კონცენტრაციას და ფსიქომოტორული რეაქციებია სისწრაფეს.

წყარო: Impex (myimpex.ge)

რეგისტრაცია

მონაცემები მარეგულირებელი სააგენტოს რეესტრიდან. ბოლო სინქრონიზაცია: 11.11.2026.

რეგისტრაციის თარიღი: 09.12.2025

ანალოგები · 2 + 4-dichlorobenzyl alcohol + Amylmetacresol 1,2 მგ + 0,6 მგ

დალაგებულია: იაფიდან
დასახელება მწარმოებელი შეფუთვა ფასი-დან
სტრეპსილსი თაფლი და ლიმონი საწუწნი იაფი Reckitt Benckiser Healthcare International Limited, დიდი ბრიტანეთი №24 8.84 ₾
სტრეპსილსი თაფლი და ლიმონი საწუწნი Reckitt Benckiser Healthcare International Limited, დიდი ბრიტანეთი №24 8.84 ₾
სტრეპსილსი საბავშვო მარწყვით უშაქრო საწუწნი Reckitt Benckiser Healthcare International Limited, დიდი ბრიტანეთი №16 9.32 ₾
ლივ-ანგინი საწუწნი „AVERSI-RATIONAL“ LTD (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -Sava Healthcare Limited(ინდოეთი)), საქართველო №16 11.21 ₾
ლივ-ანგინი საწუწნი „AVERSI-RATIONAL“ LTD (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -Sava Healthcare Limited(ინდოეთი)), საქართველო №16 11.21 ₾
ნოვექსი Herbion Pakistan (Pvt) Ltd., პაკისტანი №24 —
ნოვექსი Herbion Pakistan (Pvt) Ltd., პაკისტანი №24 —
ნოვექსი Herbion Pakistan (Pvt) Ltd., პაკისტანი №24 —
ტაიქოლდ ლორი თაფლისა და ლიმონის არომატით Millimed BFS Co., Ltd, ტაილანდი №24 —
ტაიქოლდ ლორი თაფლისა და ლიმონის არომატით Millimed Co., Ltd, ტაილანდი №24 —
ტაიქოლდ ლორი მენთოლის არომატით Millimed BFS Co., Ltd, ტაილანდი №24 —

რეესტრის მონაცემები

სარეგისტრაციო ნომერირ-044445
მოქმედების ვადა09.12.2030
რეგისტრაციის მფლობელიReckitt Benckiser Healthcare International Ltd (დიდი ბრიტანეთი)
მწარმოებელიReckitt Benckiser Healthcare International Limited, დიდი ბრიტანეთი
გაცემის წესიურეცეპტოდ (III ჯგუფი)
ფორმა, დოზა, შეფუთვა1,2მგ + 0,6მგ უშაქრო საწუწნი ტაბლეტი (6 წლის ასაკიდან) მარწყვის გემოთი №16 (2X8)
ფარმაკო-თერაპიული ჯგუფიყელის პრეპარატები, ანტისეპტიკური საშუალებები
რეგისტრაციის რეჟიმიეროვნული
GMP სერტიფიკატიაქვს · ვადა 25.11.2027

კითხვა-პასუხი

კითხვის დასმა

ჯერ არავის უკითხავს. გაქვთ გამოცდილება ან კითხვა? დასვით პირველმა.

ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაციას.