მორესერკი 24 მგ
ურეცეპტოდ · OTC რეგისტრირებული GMP აფთიაქებში არ იყიდება

მორესერკი 24 მგ

ტაბლეტი, №100 · მოქმედი ნივთიერება: Betahistine

ფასების შედარება ანალოგები
ყველაზე დაბალი ფასი — აფთიაქებში არ იყიდება

ინსტრუქცია

მორესერკი გამოიყენება: - თავბრუსხვევის (ვერტიგო) - ყურებში ხმაურის (ტინიტუსი) - მენიერის დაავადების მქონე ადამიანებში სმენის დაქვეითების სამკურნალოდ.

პრეპარატის გამოყენებამდე გულდასმით წაიკითხეთ ეს დანართი ფურცელი

- შეინახეთ ეს დანართი ფურცელი. შესაძლოა დაგჭირდეთ მისი ხელმეორედ წაკითხვა.

- დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

- ეს პრეპარატი დაგენიშნათ პირადად თქვენ და ამიტომ არ უნდა გადასცეთ ის სხვა პირებს. ამან შესაძლოა ზიანი მოუტანოს მათ, იმ შემთხვევაშიც კი თუ მათი სიმპტომები წააგავს თქვენსას.

- თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა გახდება სერიოზული, ან შეამჩნევთ ისეთ მოვლენას, რომელიც ამ დანართ ფურცელში არ არის აღწერილი, მიმართეთ ექიმს, ან ფარმაცევტს.

ამ დანართ ფურცელში:

1. რისთვის გამოიყენება მორესერკის გელი?

2. მორესერკის გამოყენებამდე

3. როგორ გამოვიყენოთ მორესერკი

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები

5. მორესერკის შენახვის პირობები

6. დამატებითი ინფორმაცია

1. რას წარმოადგენს მორესერკის ტაბლეტი და რისთვის გამოიყენება მორესერკი შეიცავს ბეტაჰისტინს. ამ პრეპარატს უწოდებენ ჰისტამინის ანალოგს.

ის გამოიყენება:

- თავბრუსხვევის (ვერტიგო)

- ყურებში ხმაურის (ტინიტუსი)

- მენიერის დაავადების მქონე ადამიანებში სმენის დაქვეითების სამკურნალოდ.

ეს პრეპარატი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას შუა ყურში. ის ამცირებს მომატებულ წნევას.

2. მორესერკის ტაბლეტების მიღებამდე: არ მიიღოთ ბეტაჰისტინის ტაბლეტები

თუ:

· გაქვთ მომატებული ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) ტაბლეტის რომელიმე კომპონენტის მიმართ (იხ. ნაწილი 6 დეტალური ინფორმაცია).

· გაქვთ მაღალი წნევა თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნის გამო (ფეოქრომოციტომა). თუ რომელიმე ზემოთჩამოთვლილი გეხებათ თქვენ, არ მიიღოთ ეს პრეპარატი და მიმართეთ თქვენს ექიმს. თუ ეს გეხებათ თქვენ, არ მიიღოთ ეს პრეპარატი და მიმართეთ თქვენს ექიმს.

გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე და მიმართეთ ექიმს თუ:

· გაქვთ კუჭის წყლული

· გაქვთ ასთმა

· ხართ ფეხმძიმედ ან აპირებთ დაორსულებას

· ხართ მეძუძური დედა

თუ რომელიმე ზემოთჩამოთვლილი გეხებათ თქვენ, მიმართეთ ექიმს ამ პრეპარატის მიღებამდე. თქვენი ექიმი გირჩევთ რამდენად უსაფრთხოა თქვენთვის ამ პრეპარატის მიღება. ასევე თქვენმა ექიმმა შესაძლოა მოახდინოს ასთმის მონიტორინგი მორესერკის მიღებისას.

სხვა პრეპარატების მიღება არ არის ცნობები მორესერკის სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედების შესახებ. თუ შეამჩნევთ რამე არასასურველ მოვლენას მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

აცნობეთ ექიმს, ან ფარმაცევტს თუ იღებთ ან იღებდით სხვა პრეპარატებს, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემი პრეპარატების შესახებ. ეს ეხება მცენარეულ პრეპარატებსაც.

მორესერკის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად შეგიძლიათ მიიღოთ ალკოჰოლური სასმელი მორესერკთან ერთად.

მორესერკის მიღება შეგიძლიათ საკვებთან ერთად, ან მისგან დამოუკიდებლად.

ორსულობა და ძუძუთი კვება

არ მიიღოთ მორესერკი თუ ხართ ორსულად, თუ თქვენი ექიმი არ გადაწყვეტს, რომ მისი მიღება აუცილებელია თქვენთვის. მიმართეთ რჩევისათვის ექიმს. მორესერკის მიღებისას შეწყვიტეთ ძუძუთი კვება, თუ სხვაგვარად არ გირჩიათ ექიმმა. არ არის ცნობილი გამოიყოფა თუ არა მორესერკი დედის რძეში.

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა მორესერკის მიღებისას შეგიძლიათ მართოთ სატრანსპორტო საშუალება და იმუშაოთ მექანიზმებთან, თუ პრეპარატი არ იწვევს ძილიანობას. სატრანსპორტო საშუალებების მართვამდე და მექანიზმებთან მუშაობამდე დაადგინეთ თუ როგორ მოქმედებს ეს პრეპარატი თქვენზე.

3. როგორ უნდა მიიღოთ მორესერკის ტაბლეტები

- გადაყლაპეთ ტაბლეტები წყალთან ერთად

- მიიღეთ ტაბლეტები ჭამის დროს ან შემდეგ

რამდენი ტაბლეტი უნდა მიიღოთ ყოველთვის დაიცავით ექიმის მიერ მოცემული მითითებები, რადგან ექიმი დაარეგულირებს პრეპარატის დოზას.

- მორესერკი გამოდის ორი დოზის სახით, 16 მგ და 24მგ ტაბლეტები.

- ჩვეული საწყისი დოზა არის 16მგ დღეში სამჯერ (48მგ)

- ექიმმა შესაძლოა შეამციროს დოზა 8მგ-მდე სამჯერ დღეში (24მგ).

8მგ ტაბლეტები 16მგ ტაბლეტები 24მგ ტაბლეტები 1-2 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში 1/2-1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში 1 ტაბლეტი 2-ჯერ დღეში

არ შეწყვიტოთ ტაბლეტების მიღება. ეფექტის გამოსავლენად საჭიროა გარკვეული დრო.

მორესერკის გამოყენება არ არის რეკომენდირებული ბავშვებში. მორესერკის მიღების შეწყვეტა არ შეწყვიტოთ პრეპარატის მიღება, სანამ ექიმი არ გირჩევთ ამას. იმ შემთხვევაშიც თუ თავს უკეთ გრძნობთ, მკურნალობის საბოლოო ეფექტისათვის შესაძლოა ექიმმა გირჩიოთ მკურნალობის გაგრძელება გარკვეული დროით.

მორესერკის საჭიროზე მეტი დოზის მიღება თუ მიიღეთ მორესერკის ჭარბი დოზა, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, ან საავადმყოფოს. თან იქონიეთ პრეპარატის შეფუთვა.

თუ დაგავიწყდათ მორესერკის მიღება

თუ დაგავიწყდათ წამლის მიღება დაიცადეთ შემდეგი დოზის მიღებამდე. არ მიიღოთ მეტი დოზა გამოტოვებულის საკომპენსაციოდ.

ამ პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს, ან ფარმაცევტს.

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები

სხვა პრეპარატების მსგავსად, მორესერკის ტაბლეტებმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, მაგრამ არა ყველა ადამიანში.

მორესერკით მკურნალობისას შესაძლოა გამოვლინდეს შემდეგი სახის

გვერდითი მოვლენები:

ზოგადი გვერდითი მოვლენები მორესერკის მიღებისას: გულისრევა და დისპეფსია, მომატებული მგრძნობელობის რეაქციები (მაგ. ანაფილაქსიური რეაქციები), მსუბუქი ჩივილები კუჭის მხრივ (ღებინება, ტკივლი კუჭ-ნაწლავის არეში, მუცლის შებერვა), თავის ტკივილი, კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ მომატებული მგრძნობელობის რეაქციები განსაკუთრებით ანგიონევროზული

შეშუპება, ურტიკარია, გამონაყარი და პრურიტუსი. თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა გახდება სერიოზული, ან თუ გამოგივლინდათ ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღწერილი ამ დანართ ფურცელში, მიმართეთ ექიმს, ან ფარმაცევტს.

5. მორესერკის შენახვის პირობები

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურის პირობებში.

არ გამოიყენოთ ბლისტერზე და შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ეხება თვის ბოლო დღეს.

გამოუსადეგარი ტაბლეტები არ ჩააგდოთ საკანალიზაციო წყლებში, ან საყოფაცხოვრებო ნარჩენების ურნაში. წაუღეთ წამალი უკან ფარმაცევტს, რომელიც გაანადგურებს მას ისე, რომ ზიანი არ მიადგეს გარემოს.

6. დამატებითი ინფორმაცია

რას შეიცავს მორესერკის ტაბლეტები

მოქმედი ნივთიერება (პრეპარატის ძირითადი ნივთიერება) არის ბეტაჰისტინის დიჰიდროქლორიდი.

თითოეული ტაბლეტი შეიცავს 24მგ მოქმედ ნივთიერებას.

დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, მანიტოლი DC, ჰიდროქსი პროპელ-ცელულოზა, ტალკი, კოლოიდური უწყლო კვარცი.

მორესერკის ტაბლეტების აღწერა და შეფუთვის შემადგენლობა:

მორესერკის 24მგ ტაბლეტები არის თეთრი ფერის, მრგვალი, ერთ მხარეს ღარით.

ხელმისაწვდომი შეფუთვა მოიცავს 30, 100 ტაბლეტს.

გაცემის რეჟიმი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II – გამოიყენება ექიმის დანიშნულებით.

წყარო: Impex (myimpex.ge)

რეგისტრაცია

მონაცემები მარეგულირებელი სააგენტოს რეესტრიდან. ბოლო სინქრონიზაცია: 11.11.2026.

რეგისტრაციის თარიღი: 30.01.2025

ანალოგები · Betahistine 24 მგ

დალაგებულია: იაფიდან
დასახელება მწარმოებელი შეფუთვა ფასი-დან
ბეტასერკი იაფი — №20 5.42 ₾
ბეტასერკი Mylan Laboratories SAS, საფრანგეთი №20 5.42 ₾
ვერეზონი Recordati Ilac San. Ve Tic. A.S., თურქეთი №30 11.39 ₾
ბლესტარი „AVERSI-RATIONAL“ LTD (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -Geno Pharmaceuticals Pvt. Ltd.(ინდოეთი)), საქართველო №20 13.09 ₾
ანგიობესტი Merkez Laboratory Pharmaceutical and Trade Co., თურქეთი №30 19.64 ₾
მორესერკი Merkez Laboratuari Ilac San. ve Tic. A.S., თურქეთი №30 19.64 ₾
მორესერკი Merkez Laboratuari Ilac Sanayi ve Tic A.S., თურქეთი №30 19.64 ₾
მორესერკი Helba Ilac Ic ve Dis Sanayi Ticaret Anonim Sirketi, თურქეთი №30 19.64 ₾
ნიუსერკი RN Saitech Medicare Pvt. Ltd, ინდოეთი №30 19.65 ₾
ნიუსერკი RN Medochemie Ltd (FACTORY AZ) (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -Farmaceutisch Analytisch Laboratorium Duiven B.V. (FAL B.V)(ნიდერლანდი)), კვიპროსი №30 19.65 ₾
ნიუსერკი RN Saitech Medicare Pvt. Ltd, ინდოეთი №30 19.65 ₾
ვაზოსერკი Abdi Ibrahim Ilac San. ve Tic. A.S., თურქეთი №60 20.79 ₾
ვაზოსერკი Abdi Ibrahim Ilac San. ve Tic. A.S., თურქეთი №60 20.79 ₾
ბეტაჰისტინი ნორმონი LABORATORIOS NORMON, S.A., ესპანეთი №60 20.80 ₾
ბეტასერკი Mylan Laboratories SAS, საფრანგეთი №60 41.69 ₾
ბეტასერკი Mylan Laboratories SAS, საფრანგეთი №60 41.69 ₾
ბეტაჰისტინი MCC MAGISTRA C&C S.R.L.,, რუმინეთი №60 —

რეესტრის მონაცემები

სარეგისტრაციო ნომერირ-042713
მოქმედების ვადა30.01.2030
რეგისტრაციის მფლობელიHelba Ilac Ic ve Dis Sanayi Ticaret Anonim Sirketi (თურქეთი)
მწარმოებელიHelba Ilac Ic ve Dis Sanayi Ticaret Anonim Sirketi, თურქეთი
იმპორტიორი შპს „ჯი.დი.ერ.ეს“ →
გაცემის წესიურეცეპტოდ (III ჯგუფი)
ფორმა, დოზა, შეფუთვა24მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №100 (10X10)
ფარმაკო-თერაპიული ჯგუფინერვული სისტემის სამკურნალო სხვა პრეპარატები, თავბრუსხვევის საწინააღმდეგო პრეპარატები
რეგისტრაციის რეჟიმიეროვნული
GMP სერტიფიკატიაქვს · ვადა 18.02.2028

კითხვა-პასუხი

კითხვის დასმა

ჯერ არავის უკითხავს. გაქვთ გამოცდილება ან კითხვა? დასვით პირველმა.

ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაციას.