ინსტრუქცია
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
ვაზოსერკი BID
ტაბლეტები: შეფუთვაში 60 ც.
ბეტაჰისტინის დიჰიდროქლორიდი 24 მგ
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი
თავბრუსხვევისა და მენიერის სინდრომის სამკურნალო საშუალება.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ბეტაჰისტინი წარმოადგენს ჰისტამინის ანალოგს. პრეპარატი ჰისტამინის H1- და H2-რეცეპტორებზე ზემოქმედების შედეგად იწვევს ვაზოდილატაციას. ბეტაჰისტინი არეგულირებს სისხლის მიმოქცევას ყურის ლაბირინთში და ამცირებს ენდოლიმფურ წნევას.
პრეპარატის შესაბამისი დოზით გამოყენების დროს პაციენტის გამოჯანმრთელება ხდება რამდენიმე დღეში. ზოგიერთ შემთხვევებში შესაძლებელია გამოჯანმრთელების პროცესის უფრო გახანგრძლივება. ზოგადად, მკურნალობა უნდა გაგრძელდეს მყარი შედეგის მიღწევამდე. ოპტიმალური შედეგის მიღება მხოლოდ რამოდენიმე თვის მკურნალობით არის შესაძლებელი.
ფარმაკოკინეტიკა
ბეტაჰისტინი პერორალური მიღების შემდეგ სრულად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. აბსორბირებული ბეტაჰისტინი პლაზმაში გარდაიქმნება ორ მეტაბოლიტად, რომლებიც 3-5 საათში პლაზმური დონის პიკს აღწევენ. მიღებული ბეტაჰისტინი მეტაბოლიტების სახით სრულად ელიმინირდება შარდით 3 დღეში.
ჩვენებები
გამოიყენება მენიერის სინდრომთან ასოცირებული სმენის დაქვეითების დროს, ასევე თავბრუსხვევისა და ყურებში შუილის დროს.
დოზირების რეჟიმი
ჩვეულებრივ, საწყისი დოზა არის 24-48 მგ დღეში, 2-3 ჯერადი მიღებით. სასურველია პრეპარატის საკვებთან ერთად მიღება. შემანარჩუნებელი დოზა განისაზღვრება ინდივიდუალურად და დამოკიდებულია პაციენტის რეაქციაზე მკურნალობის მიმართ.
თუ დღიური დოზა შეადგენს 48 მგ-ს, შესაძლებელია ვაზოსერკი BID 2-ჯერ დღეში გამოყენება: ერთი ტაბლეტი დილით, მეორე - საღამოს. როდესაც დღიური დოზა არის 24 მგ, ინიშნება ერთი ტაბლეტი ვაზოსერკი BID.
ვაზოსერკის 8 მგ-იანი ტაბლეტები გამოიყენება დაბალი დოზებით მკურნალობის დროს.
პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
ვაზოსერკი არ გამოიყენება ბავშვებში საკმარისი ინფორმაციის არ არსებობის გამო.
გვერდითი მოვლენები
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: დისპეფსიური მოვლენები, გულისრევა, ღებინება, გულძმარვა, მჟავიანობის მომატება, დიარეა. სახის ჰიპერემია.
კანის მხრივ: ჰიპერემია, ქავილი, გამონაყარი და ურტიკარია.
უკუჩვენებები
ფეოქრომოციტომა; მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერ შემადგენელ კომპონენტზე.
ორსულობა და ლაქტაცია
მიუხედავად იმისა, რომ ცხოველებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტულმა კვლევებმა აჩვენა ბეტაჰისტინის მაღალი დოზების ტერატოგენური ეფექტის არ არსებობა, ორსულებში მისი გამოყენება არ არის რეკომენდებული.
განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება ბრონქული ასთმის მქონე პაციენტებში. მიუხედავად იმისა, რომ არ არის ნანახი კორელაცია ვაზოსერკით მკურნალობასა და პეპტიური წყლულის რეციდივების განვითარებას შორის, ვაზოსერკი მაინც სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ პეპტიური წყლული.
ვაზოსერკი არ გამოიყენება ორსულებში და ბავშვებში, აღნიშნულ კონტიგენტში პრეპარატის გამოყენების არასაკმარისი ინფორმაციის გამო.
ჭარბი დოზირება
ვაზოსერკის ჭარბი დოზირების დროს შესაძლოა განვითარდეს შემდეგი სიმპტომები: თავის ტკივილი, სახის ჰიპერემია, ტაქიკარდია, ჰიპოტონია, ბრონქოსპაზმი, ზემო სასუნთქი გზების შეშუპება.
ვაზოსერკს სპეციფიკური ანტიდოტი არ გააჩნია, ამიტომ ჭარბი დოზირების დროს გამოიყენება სიმპტომური მკურნალობა.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
მიუხედავად იმისა, რომ თეორიულად მოსალოდნელია ანტაგონიზმი ვაზოსერკსა და ანტიჰისტამინურ პრეპარატებს შორის, ასეთი ურთიერთქმედება პრაქტიკულად არ დადასტურებულა.
შენახვის პირობები და ვადა
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 30°C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა - 2 წელი.
აფთიაქიდან გაცემის პირობები:
პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.
რეგისტრაცია
მონაცემები მარეგულირებელი სააგენტოს რეესტრიდან. ბოლო სინქრონიზაცია: 11.11.2026.
რეგისტრაციის თარიღი: 01.07.2022
ანალოგები · Betahistine 24 მგ
დალაგებულია: იაფიდან| დასახელება | მწარმოებელი | შეფუთვა | ფასი-დან |
|---|---|---|---|
| ბეტასერკი იაფი | — | №20 | 5.42 ₾ |
| ბეტასერკი | Mylan Laboratories SAS, საფრანგეთი | №20 | 5.42 ₾ |
| ვერეზონი | Recordati Ilac San. Ve Tic. A.S., თურქეთი | №30 | 11.39 ₾ |
| ბლესტარი | „AVERSI-RATIONAL“ LTD (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -Geno Pharmaceuticals Pvt. Ltd.(ინდოეთი)), საქართველო | №20 | 13.09 ₾ |
| ანგიობესტი | Merkez Laboratory Pharmaceutical and Trade Co., თურქეთი | №30 | 19.64 ₾ |
| მორესერკი | Merkez Laboratuari Ilac San. ve Tic. A.S., თურქეთი | №30 | 19.64 ₾ |
| მორესერკი | Merkez Laboratuari Ilac Sanayi ve Tic A.S., თურქეთი | №30 | 19.64 ₾ |
| მორესერკი | Helba Ilac Ic ve Dis Sanayi Ticaret Anonim Sirketi, თურქეთი | №30 | 19.64 ₾ |
| ნიუსერკი RN | Saitech Medicare Pvt. Ltd, ინდოეთი | №30 | 19.65 ₾ |
| ნიუსერკი RN | Medochemie Ltd (FACTORY AZ) (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -Farmaceutisch Analytisch Laboratorium Duiven B.V. (FAL B.V)(ნიდერლანდი)), კვიპროსი | №30 | 19.65 ₾ |
| ნიუსერკი RN | Saitech Medicare Pvt. Ltd, ინდოეთი | №30 | 19.65 ₾ |
| ვაზოსერკი | Abdi Ibrahim Ilac San. ve Tic. A.S., თურქეთი | №60 | 20.79 ₾ |
| ბეტაჰისტინი ნორმონი | LABORATORIOS NORMON, S.A., ესპანეთი | №60 | 20.80 ₾ |
| ბეტასერკი | Mylan Laboratories SAS, საფრანგეთი | №60 | 41.69 ₾ |
| ბეტასერკი | Mylan Laboratories SAS, საფრანგეთი | №60 | 41.69 ₾ |
| ბეტაჰისტინი MCC | MAGISTRA C&C S.R.L.,, რუმინეთი | №60 | — |
| მორესერკი | Helba Ilac Ic ve Dis Sanayi Ticaret Anonim Sirketi, თურქეთი | №100 | — |
რეესტრის მონაცემები
კითხვა-პასუხი
კითხვის დასმაჯერ არავის უკითხავს. გაქვთ გამოცდილება ან კითხვა? დასვით პირველმა.
ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაციას.