ულსეპანი 40 მგ
ტაბლეტი, №28 · მოქმედი ნივთიერება: Pantoprazole
ინსტრუქცია
საერთაშორისო დასახელება - pantoprazole
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: გასტროენტეროლოგია, ჰეპატოლოგია → პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები
შემადგენლობა
პრეპარატი პანტოპრაზოლ ნატრიუმი (Pantoprazole Sodium ) აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს პანტაპრაზოლის ნატრიუმის სესკვიჰიდრატს.
ჩვენებები
კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების მკურნალობა და პროფილაქტიკა; არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღებით გამოწვეული კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაზიანებები.
რეფლუქს-ეზოფაგიტი;
ზოლინგერ-ელისონის სინდრომი და სხვა პათოლოგიური მდგომარეობები გამოწვეული კუჭის სეკრეციის მომატებასთან.
Helicobacter pylori–ს ერადიკაცია (ანტიბაქტერიულ მკურნალობასთან კომბინაციაში)
მიღების წესები და დოზები
საშუალო თერაპიული დოზა შეადგენს 40 მგ—ს, დღეში, მაქსიმალური სადღეღამისო დოზაა_ 80 მგ. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ჩვენებაზე, მაგრამ არ უნდა აღემატებოდეს 8 კვირას. მიიღება უზმოზე ან საუზმის დროს.
ორჯერადი მიღებისას მეორე დოზა მიიღება ვახშმის წინ.
გვერდითი მოვლენები
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: დიარეა, გულისრევა, ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში, მეტეორიზმი.
ცნ-სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა,
ალერგიული რეაქციები: იშვიათად – გამონაყარი კანზე, ქავილი, კანის ჰიპერემია, ანაფილაქსური რეაქციები.
სხვადასხვა: მიალგია, სისუსტე, მხედველობის სამკვეთრის დარღვევა, ძალიან იშვიათად ღვიძლის ფუნქციის დაღრვევა, სიყვითლე, ფოტოსენსიბილიზაცია.
უკუჩვენება
ნევროტული გენეზის დისპეფსიები, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ავთვისებიანი დაავადებები, მომატებული მგრძნობელობა პანტოპრაზოლის მიმართ. ბავშვთა ასაკი 16 წლამდე.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობისა და ლაქტაციის დროს პანტოპრაზოლი ინიშნება მხოლოდ მაშინ, როდესაც მოსალოდნელი სარგებელი დედისთვის ჭარბობს შესაძლო რისკს ნაყოფისთვის ან ჩვილისთვის. ლაქტაციის დროს უნდა შეწყდეს ჩვილის ძუძუთი კვება.
განსაკუთრებული მითითებები
ღვიძლის ფუნქციის დარღვევისას პრეპარატის სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 20 მგ-ს. თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში პრეპარატის სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 40 მგ-ს.
ხანდაზმულ პაციენტებში სადღეღამისო დოზა არ უნდა აჭარბებდეს 40 მგ-ს.
პედიატრიულ პრაქტიკაში პანტოპრაზოლის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის. პრეპარატი არ გამოიყენება ბავშვებში.
მკურნალობამდე და მკურნალობის შემდეგ აუცილებელია ენდოსკოპური კონტროლის ჩატარება კუჭნაწლავის სისტემის ავთვისებიანი დაავადების გამოსარიცხად, ვინაიდან პანტოპრაზოლით მკურნალობამ სეიძლება დაფაროს ავთვისებიანი დაავადებების სიმტომატიკა და ხელი შეუშალოს სწორი დიაგნოზის დასმას.
ერთდროული მიღებისას პანტოპრაზოლმა შეიძლება შეცვალოს იმ პრეპარატების შეწოვის ხარისხი, რომელთა ბიოათვისებადობა დამოკიდებულია კუჭის PH -ზე.
რეგისტრაცია
მონაცემები მარეგულირებელი სააგენტოს რეესტრიდან. ბოლო სინქრონიზაცია: 11.11.2026.
რეგისტრაციის თარიღი: 21.03.2025
ანალოგები · Pantoprazole 40 მგ
დალაგებულია: იაფიდან| დასახელება | მწარმოებელი | შეფუთვა | ფასი-დან |
|---|---|---|---|
| პანდევი იაფი | — | №28 | 5.43 ₾ |
| პანტოპრა | WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S., თურქეთი | №28 | 8.80 ₾ |
| ასპანი | Drogsan Ilaclari San. Ve Tic. A.S, თურქეთი | №28 | 9.19 ₾ |
| ნოლპაზა | KRKA tovarna zdravil d.d., Novo mesto, სლოვენია | №28 | 10.00 ₾ |
| პანტაციდი | Ilko Ilac San. Ve Tic. A.S., თურქეთი | №14 | 11.34 ₾ |
| ულსეპანი | WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S., თურქეთი | №14 | 11.34 ₾ |
| ულსეპანი | WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S. (Tekirdag), თურქეთი | №14 | 11.34 ₾ |
| ულსეპანი | WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S., თურქეთი | №14 | 11.34 ₾ |
| ნოლპაზა | KRKA tovarna zdravil d.d., Novo mesto, სლოვენია | №14 | 11.35 ₾ |
| სტამიკი | Helba Ilac Ic ve Dis Sanayi Ticaret Anonim Sirketi, თურქეთი | №14 | 11.35 ₾ |
| სტამიკი | Merkez Laboratuari Ilac Sanayi ve Tic A.S., თურქეთი | №14 | 11.35 ₾ |
| სტამიკი | Merkez Laboratuari Ilac San. ve Tic. A.S., თურქეთი | №14 | 11.35 ₾ |
| პანტოსვასი-40 | Bafna Pharmaceuticals Ltd, ინდოეთი | №30 | 16.90 ₾ |
| პანტოსვასი-40 | Bafna Pharmaceuticals Ltd, ინდოეთი | №30 | 16.90 ₾ |
| ზოლიუმი | Balkanpharma - Dupnitsa AD, ბულგარეთი | №28 | 18.35 ₾ |
| პანტაპი | NOBEL İLAÇ SANAYİİ VE TİCARET A.Ş., თურქეთი | №28 | 18.35 ₾ |
| პანტარონი | Deva Holding A.S., თურქეთი | №28 | 18.39 ₾ |
| პანტო-დენკი | allphamed PHARBIL Arzneimittel GmbH, გერმანია | №28 | 18.39 ₾ |
| პანტოპრაზოლი ნორმონი | LABORATORIOS NORMON, S.A., ესპანეთი | №28 | 18.39 ₾ |
| პანტოსტაბილი | Deva Holding A.S., თურქეთი | №28 | 18.39 ₾ |
რეესტრის მონაცემები
კითხვა-პასუხი
კითხვის დასმაჯერ არავის უკითხავს. გაქვთ გამოცდილება ან კითხვა? დასვით პირველმა.
ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაციას.