Granions პრო კერატინი კოლაგენი თმის ფხვნილი 300გ
Granions

პრო კერატინი კოლაგენი თმის ფხვნილი 300გ

ფასი 75.00 ₾ 150.00 ₾-50% 1 აფთიაქში

აღწერა

პრო კერატინი კოლაგენი თმის ფხვნილი 300გ გრანიო - Granions

კლინიკურად დადასტურებული შედეგი: + 49% თმის ზრდა, +14% სიმკვრივე, +22% სისქე, - 21% მტვრევადობა

ლაბორატორია გრანიომ შეიმუშავა უნიკალური ფორმულა ჯანსაღი თმისთვის. ჰიდროლიზებული ზღვის კოლაგენის, კერატინის და სხვა ბუნებრივი კომპონენტების კომბინაცია აღადგენს თმის სტრუქტურას, აძლიერებს და ასტიმულირებს მის ზრდას.

ზღვის კოლაგენი - (ჰიდროლიზებული, დენატურირებული, დაბალმოლეკულური მასის კოლაგენი (2000 დალტონი)) ხასიათდება მაღალი ბიოშეღწევადობით, ხელს უწყობს თმის ბოჭკოების რეგენერაციას, ანიჭებს თმას სისქეს და სიძლიერეს.

ბიოტინი მონაწილეობს თმის ძირითადი სტრუქტურული ერთეულის კერატინის და კოლაგენის სინთეზში, განაპირობებს ბუნებრივ, რეგენერაციულ პროცესებს თმის ძირებში, ხელს უწყობს კანქვეშა ცხიმის სინთეზს, შესაბამისად გავლენას ახდენს კანის და თმის ცხიმიანობის დაბალანსება - დარეგულირებაზე, ახდენს ქერტლის პრევენციას, აუმჯობესებს თმის სტრუქტურას, ხელს უწყობს თმის ზრდას, ამაგრებს ფოლიკულებს, აფერხებს თმის ცვენას, ანიჭებს მას ბზინვარებას და სისქეს.

კერატინი - ანიჭებს თმას ბზინვარებას და სიმტკიცეს, იცავს გარეგანი დამაზიანებელი ფაქტორებისგან (დაბინძურება, ულტრაიისფერი სხივები,ზღვის წყალი და სხვა).

მოცვის ექსტრაქტი - ეფექტური ინგრედიენტია თმის მოვლისთვის. ის მდიდარია ანტიოქსიდანტებით, ვიტამინებით (განსაკუთრებით, ვიტამინი C და E), ასევე ბუნებრივი მჟავებით, რაც სასარგებლოა თავის კანის და თმისთვის. მოცვის ექსტრაქტი აჩქარებს თმის ზრდას, ამცირებს თმის ცვენას, ქერტლის წარმოქმნას, აძლიერებს თმის ფოლიკულებს, იცავს მათ დაზიანებისგან.

რუკოლას და ბამბუკის ბუნებრივი ექსტრაქტები აძლიერებს თმის სტრუქტურას, ხელს უწყობს თმის სიმკვრივისა და სისქის ზრდას. რუკოლა შეიცავს დიდი რაოდენობით ვიტამინ C, A და K-ს, რკინას და თუთიას, ომეგა-მჟავებს, ხელს უწყობს თმის ზრდის სტიმულაციას, ამცირებს თმის ცვენას. ბამბუკი ძირითადად გამოიყენება თმის მოვლის საშუალებებში სილიციუმის მაღალი შემცველობის გამო - ეს მინერალი უმნიშვნელოვანესია თმის სტრუქტურისთვის. სილიციუმი ასტიმულირებს კოლაგენის წარმოებას, რომელიც აძლიერებს თმის ღერს მთელს სიგრძეზე, დაზიანებული თმა ხდება უფრო გლუვი, ბამბუკის ექსტრაქტი აცილებს სკალპს ზედმეტ ცხიმს, აქვს კარგად გამოხატული ანტიბაქტერიული მოქმედება - ამცირებს სოკოვან ინფექციებს, ქერტლს და ანთებას.

თუთია, ვიტამინი B6 და სელენი - უძლიერესი ანტიოქსიდანტებია, მონაწილეობენ ნივთიერებათა ცვლაში, მნიშვნელოვანი კოფერმენტებია ორგანიზმში კოლაგენის და კერატინის ფორმირებისთვის, ხელს უწყობენ ჯანსაღი თმის შენარჩუნებას.

რეკომენდებულია (კომპლექსურ თერაპიაში):

· თმის სტრუქტურის დაზიანება (თხელი, მტვრევადი, უსიცოცხლო, გამომშრალი, სუსტი თმა)

· სხვადასხვა ეტიოლოგიის თმის ცვენა (ჰორმონალური, მედიკამენტოზური, ორსულობის შემდგომი, უცნობი ეტიოლოგიის)

შემადგენლობა

სადღეღამისო დოზა 10გ (2 საზომი კოვზი) შეიცავს: ზღვის (თევზის) ჰიდროლიზირებული კოლაგენის პეპტიდს ტიპი I - 2500 მგ, ჰიდროლიზირებული კერატინი - 500 მგ, რუკოლას ექსტრაქტი - 100 მგ, მოცვის ექსტრაქტი - 100 მგ, მათ შორის ანთოციანინი - 1მგ, ბამბუკის ექსტრაქტი 40 მგ, მათ შორის L ცისტეინი - 100 მგ, თუთია - 10 მგ, ბიოტინი - 10 მგ, ვიტამინი B6 - 1.4 მგ, სპილენძი - 1000 მკგ, სელენი - 55 მკგ.

გამოყენების წესი

მიიღება 2 საზომი კოვზი (10 გ) დღეში, უმჯობესია დღის პირველ ნახევარში, ფხვნილი იხსნება 200 მლ წყალში. ერთი კოლოფი განკუთვნილია მიღების ერთ თვიან კურსზე. საჭიროების შემთხვევაში კურსი გაიმეორეთ.

გაფრთხილება: 18 წლამდე ასაკის პირებში, ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას.

შენახვის პირობები

გახსნილ მდგომარეობაში ინახება ერთი თვე. კოლოფი შეინახეთ მშრალ, გრილ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

გამოშვების ფორმა: 300 გ ფხვნილი ბროწეულის ნატურალური გემოთი. არ შეიცავს ხელოვნურ საღებავებს, კონსერვანტებს, არ შეიცავს გლუტენს, ლაქტოზას.

მწარმოებელი: ლაბორატორია გრანიო/ Granions Laboratoire - საფრანგეთი.

ლაბორატორია გრანიო - ლიდერი ოლიგოთერაპიაში

ფრანგული ფარმაცევტული კომპანია გრანიო 75 წელზე მეტია ქმნის და ავითარებს ინოვაციურ, პრემიუმ ხაზის პროდუქტებს. კომპანიის საქმიანობა ეფუძნება ისეთ საერთო ღირებულებებს, როგორიცაა: ინოვაცია, სრულყოფილება, ხარისხი, გამჭვირვალობა და მომსახურების მაღალი სტანდარტი, ფოკუსირებულია მიკროელემენტების დოზირებაზე, მათ ურთიერთქმედებაზე და შეწოვის მექანიზმებზე, რამაც განაპირობა მისი ლიდერობა ოლიგოთერაპიის მიმართულებით. ლაბორატორია გრანიოს პროდუქცია დამზადებულია (GMP) საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით, რაც უზრუნველყოფს ხარისხის მაღალ დონეს და უსაფრთხოებას.

წყარო: PSP (psp.ge)

მსგავსი პროდუქტები

-50% Granions ავტორუჯი Oligo Sun 2In1 60 კაფსულა 120.00 ₾ 60.00 ₾ -50% Granions კოლაგენი მულტი 60 ტაბლეტი 90.00 ₾ 45.00 ₾ -50% Granions ვენომიქსი 60 ტაბლეტი 65.00 ₾ 32.50 ₾ -50% Granions ვენომიქსი ფლეში 1200მგ 30 ტაბლეტი 50.00 ₾ 25.00 ₾ -50% Granions ვენომიქსი ფორტე 30 ტაბლეტი 55.00 ₾ 27.50 ₾ -50% Granions ვენომიქსი ფორტე ფხვნილი 200გ 80.00 ₾ 40.00 ₾ -50% Granions თმა კანი და ფრჩხილი 60 ტაბლეტი 70.00 ₾ 35.00 ₾ -50% Granions კუნთების მიორელაქსანტი დასალევი ამპულა 30 ცალი 42.00 ₾ 21.00 ₾

კითხვა-პასუხი

კითხვის დასმა

ჯერ არავის უკითხავს. გაქვთ გამოცდილება ან კითხვა? დასვით პირველმა.