აღწერა
Humana - Benelife Iron
ჰუმანა- ბენელაიფ აირონ (რკინა)
ჰუმანას აქვს 20 წლიანი გამოცდილება საკვები დანამატების წარმოებაში, რაც მას სანდო პარტნიორად აქცევს. ჩვენი ასორტიმენტი მოიცავს ვიტამინების, მინერალების, მცენარეული ექსტრაქტებისა და ორგანიზმისთვის საჭირო სხვა პროდუქტების წარმოებას, რაც თავის მხრივ, ფოკუსირებას ახდენს თქვენი და თქვენი პატარას ორგანიზმის ინდივიდუალურ მოთხოვნილებებზე.
• ბენელაიფ რკინა არის საკვები დანამატი, რომელიც შეიცავს რკინის ბისგლიცინატს
• არ შეიცავს გლუტენს
• არ შეიცავს ხელოვნურ კონსერვანტებს, დანამატებს, საღებავებს და არომატიზატორებს
• მოხმარება შეგიძლიათ ჩვილებში დაბადების პირველივე დღიდან
• გამოშვების ფორმა: მუქი ყავისფერი სუსპენზია 20 მლ-იან ფლაკონში, გრადუირებული საწვეთურით; მოტკბო, მცირედად მეტალის სუნითა და გემოთი.
ინგრედიენტები: ფრუქტოზა (64-66%), გაწმენდილი წყალი (25-27%), რკინის ბისგლიცინატი (4-6%), მჟავა: ლიმონმჟავა(3-5%).
დოზირება: 1 მლ (10 წვეთი) ერთხელ დღეში*. არ გადააჭარბოთ დღიურ დოზას
მოხმარების წესი: გამოყენების წინ კარგად შეანჯღრიეთ. შეფუთვაში არსებული გრადუირებული საწვეთურის მეშვეობით ამოიღეთ საჭირო მოცულობის სუსპენზია ფლაკონიდან და ჩააწვეთეთ ბავშვს პირის ღრუში
ნუტრიციული ინფორმაცია და სხვა სუბსტანციები:
• შემცველობა 1 დოზაში (1 მლ): ენერგია — 16 კჯ / 4 კკალ; ცხიმი — 0,0 გ; მათ შორის ნაჯერი — 0,1 გ; ნახშირწყლები — 0,9 გ; მ.შ. შაქრები — 0,9 გ; ცილა — 0,04 გ; მარილი — 0,0 გ; რკინა — 10,4 მგ.
• შემცველობა 100 მლ-ში: ენერგია — 1641 კჯ / 386 კკალ; ცხიმი — 0,0 გ; მათ შორის ნაჯერი — 0,1 გ; ნახშირწყლები — 88,0 გ; მ.შ. შაქრები — 88,0 გ; ცილა — 4,2 გ; მარილი — 0,0 გ; რკინა — 1040 მგ.
შენახვის პირობები: შეინახეთ გრილ და მშრალ ადგილას, არაუმეტეს 25°c ტემპერატურისა, ფარდობითი ტენიანობა არა უმეტეს 70 %-ისა. მოარიდეთ გამათბობლის და მზის სხივების უშუალო ზემოქმედებას. გამოყენების შემდეგ კარგად დალუქეთ და გამოიყენეთ 30 დღის განმავლობაში. გაუხსნელ მდგომარეობაში ინახება შეფუთვის ძირზე მითითებული ვადით.
*თანახმად ევრო-რეგულაციისა EU 1169/2011
წარმოებულია „ჰუმანა გმბჰ“-ის დაკვეთით, „ინფარმა სა"-ს მიერ (27022 კაზორატე პრიმო, იტალია). ოფიციალური დისტრიბუტორი: შპს „ფაინ თრი ინთერნეიშენალ"
მისამართი: დ. აღმაშენებლის ხეივანი მე–12 კმ.
აკონტაქტო ტელეფონები: 2 389 389; 599 982 404
მშობელთა კონსულტაცია: 599 414414
არტიკულის ნომერი: 70666
მსგავსი პროდუქტები
კითხვა-პასუხი
კითხვის დასმაჯერ არავის უკითხავს. გაქვთ გამოცდილება ან კითხვა? დასვით პირველმა.