აღწერა
Humana – Benelife Vitamin D 1000
ჰუმანა - ბენელაიფ ვიტამინი D 1000-იანი
ჰუმანას აქვს 20 წლიანი გამოცდილება საკვები დანამატების წარმოებაში, რაც მას სანდო პარტნიორად აქცევს. ჩვენი ასორტიმენტი მოიცავს ვიტამინების, მინერალების, მცენარეული ექსტრაქტებისა და ორგანიზმისთვის საჭირო სხვა პროდუქტების წარმოებას, რაც თავის მხრივ, ფოკუსირებას ახდენს თქვენი და თქვენი პატარას ორგანიზმის ინდივიდუალურ მოთხოვნილებებზე.
• საკვები დანამატი თავისუფალია ზედმეტი მინარევებისგან
• არ შეიცავს გლუტენს
• მოხმარება შეგიძლიათ ჩვილებში სიცოცხლის პირველივე დღიდან
• ვიტამინი D-ხელს უწყობს კალციუმის შეწოვას და ძლიერი ძვლების ფორმირებას
• გამოშვების ფორმა: გამჭვირვალე ზეთხსნარი 5,5 მლ-იან ფლაკონში გრადუირებული საწვეთურით
არ გადააჭარბოთ დღიურ დოზას, პროდუქტი არ გამოიყენება ჯანსაღი კვების შემცვლელად.
ინგრედიენტები: ქოქოსის ზეთი (98%); ვიტამინი D3 (<2%); ანტიოქსიდანტი: ტოკოფეროლით გამდიდრებული ექსტრაქტი (<2%).
დოზირება: 0,19მლ (5 წვეთი) დღეში ერთხელ, ყოველდღიურად (თუ პედიატრის სხვა რეკომენდაცია არ არსებობს). 1 წვეთი=200 IU D3 ( IU-საერთაშორისო ერთეული).
მოხმარების წესი: შეფუთვაში არსებული გრადუირებული საწვეთურის მეშვეობით ამოიღეთ ბოთლიდან საჭირო მოცულობის ხსნარი და ჩააწვეთეთ ბავშვს პირის ღრუში. გამოყენების შემდეგ კარგად დალუქეთ ბოთლი საწვეთურის მეშვეობით და შეინახეთ მაცივარში. ბოთლი მოიცავს 30 დოზას. ნეტო მასა: 5,5 მლ
ნუტრიციული ინფორმაცია და სხვა სუბსტანციები:
• ერთ დოზაში (0.19 ml) შედის: ენერგია — 6 კჯ / 2 კკალ; ცხიმი — 0.2 გ (მათ შორის ნაჯერი — 0.2 გ); ნახშირწყლები — 0.0 გ (მათ შორის შაქრები — 0.0 გ); ცილა — 0.0 გ; მარილი — 0.0 გ; ვიტამინი D — 25.0 µg; ვიტამინი D — 1,000.0 IE/EU.
• 100 ml ხსნარში შედის: ენერგია — 3478 კჯ / 846 კკალ; ცხიმი — 94.0 გ (მათ შორის ნაჯერი — 94.0 გ); ნახშირწყლები — 0.0 გ (მათ შორის შაქრები — 0.0 გ); ცილა — 0.0 გ; მარილი — 0.0 გ; ვიტამინი D — 13440 µg; ვიტამინი D — 537600 IE/EU.
*IE/EU - საერთაშორისო ერთეული
შენახვის პირობები: გაუხსნელ მდგომარეობაში ინახება შეფუთვის ძირზე მითითებული ვადით, გრილ და მშრალ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურისა. მოარიდეთ გამათბობელს და მზის სხივების პირდაპირ ზემოქმედებას.
წარმოებულია „ჰუმანა გმბჰ“-ის დაკვეთით, „ინფარმა სა"-ს მიერ (27022 კაზორატე პრიმო, იტალია). ოფიციალური დისტრიბუტორი: შპს „ფაინ თრი ინთერნეიშენალ“
მისამართი: დ. აღმაშენებლის ხეივანი მე–12 კმ.
მსგავსი პროდუქტები
კითხვა-პასუხი
კითხვის დასმაჯერ არავის უკითხავს. გაქვთ გამოცდილება ან კითხვა? დასვით პირველმა.