Krepaxol სუსპენზია პაკეტი 15მლ N12
Krepaxol

სუსპენზია პაკეტი 15მლ N12

ფასი 22.08 ₾ 24.00 ₾-8% 1 აფთიაქში

აღწერა

კრეპაქსოლი 15მლ. სუსპ. პაკ.N12

არის სამედიცინო გამოყენების პროდუქტი, რომელიც გამოიყენება გასტროეზოფაგურ

რეფლუქსთან დაკავშირებული ყველა მდგომარეობის სიმპტომური მკურნალობისთვის (NERD,

ფუნქციური გულძმარვა, ჰიპერმგრძნობელობა საყლაპავის მჟავა და არამჟავა რეფლუქსის მიმართ).

მისი ბლანტი ფორმულა ეკვრის და ფარავს საყლაპავის ლორწოვან გარსს და ქმნის დამცავ

ბარიერს. ჰიალურონის მჟავა, ჩვენი სხეულის უჯრედგარე მატრიქსებში ბუნებრივად არსებული

კომპონენტი, ატენიანებს და იცავს გასტრო-ეზოფაგური ტრაქტის ლორწოვან გარსს და ხელს

უწყობს დაზიანებული ეპითელიუმის აღდგენის პროცესს. აპკის წარმომქმნელი თვისებების

წყალობით, მაგნიუმის ალგინატი ამოფენს ლორწოვან გარსს და იცავს მას კუჭის წვენისგან, ხელს

უწყობს მისი მავნე ეფექტების შემცირებას და აქვეითებს რეფლუქსის ეპიზოდებით გამოწვეულ წვის

შეგრძნებასა და გაღიზიანებას.

შემადგენლობა

დაბალმოლეკულური ჰიალურონის მჟავას ნატრიუმის მარილი, მაგნიუმის ალგინატი, მირის

მშრალი ექსტრაქტი, სტანდარტიზებული 30% პოლისაქარიდებით, წყალი, კალიუმის სორბატი,

ნატრიუმის ბენზოატი, გუარის თესლის ფქვილი, არაბული ფისი, ქსანტანის ფისი, სუკრალოზა,

არომატიზატორი, ლიმონმჟავა.

კრეპაქსოლის გამოშვების ფორმა:

- შეფუთვა 15 მლ-იანი 12 სტიკ-პაკეტით;

- შეფუთვა 15 მლ-იანი 24 სტიკ-პაკეტით;

როგორ გამოვიყენოთ

სტიკ-პაკეტები

მოზრდილებისთვის:

რეკომენდებულია 1 სტიკ-პაკეტის მიღება 2-3-ჯერ დღეში, სასურველია ჭამის

შემდეგ, საჭიროებისამებრ ან ექიმის დანიშნულების მიხედვით.

სიფრთხილის ზომები

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. შეინახეთ პროდუქტი მჭიდროდ თავდახურულ

მდგომარეობაში, სინათლისა და სითბოს წყაროებისგან მოშორებით. მოერიდეთ თვალებთან

კონტაქტს. სხვა პრეპარატებთან და/ან სამკურნალო საშუალებებთან ერთად თერაპიის

შემთხვევაში, პროდუქტის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს. არ გამოიყენოთ პროდუქტი ვარგისობის

ვადის გასვლის შემდეგ; ვარგისობის ვადა ვრცელდება დაუზიანებელ და სათანადოდ შენახულ

პროდუქტზე. ორსულ და მეძუძურ ქალებში პროდუქტის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ

აუცილებელი საჭიროების შემთხვევაში და ექიმის უშუალო მეთვალყურეობის ქვეშ. არ გამოიყენოთ

პროდუქტი შემადგენელი კომპონენტების მიმართ ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობის

შემთხვევაში. ნუ გამოიყენებთ მეოთხეული ამონიუმის ნაერთებთან ერთად. არ გამოიყენოთ

პროდუქტი ზედიზედ 30 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში.

პროდუქტი არის ერთჯერადი გამოყენებისთვის და უნდა იქნას გამოყენებული ერთ მიღებაზე.

გაფრთხილებებისა და გამოყენების მეთოდების არასწორმა დაცვამ, ასევე პროდუქტის

ნაწილობრივი დოზის გამოყენებამ, შეიძლება შეაფერხოს მისი ეფექტურობა ან გახდეს არსებული

პათოლოგიური სიტუაციის გამწვავების მიზეზი.

გვერდითი მოვლენები

ნორმალურ და გონივრულად პროგნოზირებად გამოყენების პირობებში, ამ ეტაპზე კონკრეტულად

პროდუქტის გამოყენებასთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები, ცნობილი არ არის. მისი

თავსებადობა დადასტურებულია, მაგრამ გაღიზიანების ან ალერგიული სიმპტომების გამოვლენის

შემთხვევაში, შეწყვიტეთ პროდუქტის გამოყენება და მიმართეთ ექიმს.

წყარო: Impex (myimpex.ge)

მსგავსი პროდუქტები

კითხვა-პასუხი

კითხვის დასმა

ჯერ არავის უკითხავს. გაქვთ გამოცდილება ან კითხვა? დასვით პირველმა.