Neo Peques მოსამსიროფი 150მლ
Neo Peques

მოსამსიროფი 150მლ

ფასი 38.63 ₾ 43.90 ₾-12% 1 აფთიაქში

აღწერა

ნეო პეკეს APETITO მადის მოსამატენელი სიროფი 150მლ

კლინიკურ - ფარმაკოლოგიური ჯგუფი

მადის მასტიმულირებელი საშუალებები / ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატი

შემადგენლობა:

ვარდკაჭაჭა (Cichorium intybus), წყლის წიწმატი (Nasturtium officinale), სპირულინა (Spirulina maxima), შვრია (Avena sativa), ულუმბო (Trigonella foenum graecum), წითელი ქინინი (Cinchona pubescens), ჟოლოს კონცენტრირებული ექსტრაქტი, აჰავას სიროფი

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ნეო პეკეს აპეტიტო - კუჭის წვენის სეკრეციის გაძლიერების, ნაწლავების პერისტალტიკის გააქტიურების და საჭმლის მონელების გაუმჯობესების ხარჯზე უმატებს მადას, რომელიც მკურნალობის კურსის დამთავრების შემდეგაც გრძელდება ხანგრძლივად

ვარდკაჭაჭა, წყლის წიწმატი - ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტებია ფიზიოლოგიურ დონეზე მადის მოსამატებლად. აძლიერებენ კუჭის წვენის სეკრეციას, ააქტიურებენ ნაწლავების პერისტალტიკას, არეგულირებენ დეფეკაციის პროცესს და ამ ყველაფრის ხარჯზე ფიზიოლოგიური გზით უმატებს მადას.

სპირულინა - - ბუნებრივად დაბალანსებული ვიტამინები, მინერალები და ამინომჟავებია. სპირულინაში შემავალი მინერალური მარილები არ იშლება 5 წლის მანძილზე. მდიდარია ვიტამინებით და მინერალებით: A, B1, B2, B6, B12, B5, B9, E, H, Fe, Mn, Cu, Zn, Mo, Se.

შვრია, ულუმბო, წითელი ქინინი - მნიშვნელოვნად ზრდიან ლაქტობაქტერიებისა და ბიფიდობაქტერიების პოპულაციებს ნაწლავში და ხელს უწყობენ მონელების პროცესს, ულუმბო წარმოადგენს ცილების ფასეულ წყაროს ორგანიზმში.

ჩვენება:

• მადის დაქვეითება

• საჭმლის მომნელებელი წვენების არასაკმარისი სეკრეცია

• მწვავე და ქრონიკული ინფექციური დაავადებების შემდგომი პერიოდი

• წონის დეფიციტი

მიღების წესი და დოზირების მეთოდი:

0-2 წელი: 5 მლ 1X დღეში;

2-5 წელი: 5 მლ 2X დღეში ან 10 მლ 1X დღეში ;

5 წლის ზემოთ ბავშვები- 10 მლ 2X დღეში.

მიიღება კვებისგან დამოუკიდებლად. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა 1 თვე. კურსის განმეორებას განსაზღვრავს მკურნალი ექიმი.

უკუჩვენება:

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ

ცელიაკიით დაავადებულ პაციენტებში უკუნაჩვენებია გლუტეინის მაღალი შემცველობის გამო

გამოშვების ფორმა:

150 მლ სიროფი მზომი ჭიქით, ჟოლოს არომატით №1

შენახვის პირობები და ვადები:

პრეპარატი ინახება თავდახურულ მდგომარეობაში 25°C ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ფლაკონი გამოიყენება გახსნიდან 1 თვის მანძილზე

პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც აღნიშნულია ფლაკონზე და კოლოფზე

წყარო: Impex (myimpex.ge)

მსგავსი პროდუქტები

-1% Neo peques ს Omega-3-თევზის ქონი სიროფი 150მლ 43.70 ₾ 42.83 ₾ -12% Neo peques ს Crecimiento-ზრდის და სიმაღლის სიროფი 150მლ 43.90 ₾ 38.63 ₾ -2% Neo peques ს იმუნო+ სიროფი 150მლ 43.90 ₾ 43.02 ₾ -2% Neo peques ს კალციუმი+გამი საღეჭი ტაბლეტი 5გრ N30 39.88 ₾ 39.08 ₾ -2% Neo peques ს ომეგა 3 DHA გამი N30 43.88 ₾ 43.00 ₾ -15% Calcerone კალცერონი 20 შუშხუნა ტაბლეტი 27.00 ₾ 22.95 ₾ 2 აფთიაქში -2% Ramno D3 რამნო D3 2000სე 30 ტაბლეტი 38.85 ₾ 38.07 ₾ 2 აფთიაქში Solgar ვიტამინი E 100სე 50 კაფსულა 49.00 ₾

კითხვა-პასუხი

კითხვის დასმა

ჯერ არავის უკითხავს. გაქვთ გამოცდილება ან კითხვა? დასვით პირველმა.