Neo peques ს კალციუმი+გამი საღეჭი ტაბლეტი 5გრ N30
Neo peques

ს კალციუმი+გამი საღეჭი ტაბლეტი 5გრ N30

ფასი 39.08 ₾ 39.88 ₾-2% 1 აფთიაქში

აღწერა

ნეო პეკეს კალციუმ + გამი

neo peques K2ALCIUM+ GUMMIES

კლინიკურ - ფარმაკოლოგიური ჯგუფი : ფოსფორისა და კალციუმის ცვლაზე მოქმედი, კალციუმის დეფიციტის შემავსებელი კომბინირებული შემადგენლობის პრეპარატები (ბადი)

შემადგენლობა: Ca ტრიფოსფატი Ca3(PO4)2 - 588,25 მგ, ვიტამინი D3, ქოლეკალციფეროლი – 0,85მგ, მენაქინონი K2 – 6,25მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ძლიერი ძვლებისა და ჯანსაღი კბილების განვითარებაში პრეპარატის მონაწილეობას განაპირობებს შემადგენლობაში არსებული Ca3(PO4)2, რომელიც იდენტურია ძვალში არსებული Ca-სა.

Ca ტრიფოსფატი Ca3(PO4)2:

მნიშვნელოვანი კომპონენტია ჩონჩხის ძვლებისა და კბილის ემალის მინერალიზაციისთვის

მონაწილეობს ნერვული იმპულსების გადაცემის პროცესში

მნიშვნელოვანი კომპონენტია მიოკარდიუმის და გლუვი კუნთების აღგზნება შეკავების პროცესის რეგულირებაში

მონაწილეობს სისხლის შედედების პროცესში

ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი) – არეგულირებს ფოსფორ–კალციუმისა და ძვლების მინერალიზაციის პროცესებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში კალციუმის ადსორბციის მომატების ხარჯზე, აქვეითებს თირკმელებიდან ფოსფატების გამოყოფას; განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოზარდი ორგანიზმის ძვალ-სახსროვანი სისტემისა და კბილების ფორმირებისთვის

ვიტამინი K2(MK-7) (მენაქინონი) - ოსტეოკალცინის გააქტიურების ხარჯზე მიმართავს Ca ++ ძვლებში და კბილის ემალში, ხელს უწყობს ძვლის ქსოვილის წარმოქმნას და რეგენერაციას; მონაწილეობს პროტეინი GLA მატრიქსის ჩამოყალიბების პროცესში და განაპირობებს სისხლძარღვებში და ნერწყვში Ca ++ შებოჭვას, რაც იცავს სისხლძარღვის კედელს კალციფიკატების წარმოქმნისგან და კბილზე ნადების განვითარებას უშლის ხელს

ჩვენება:

Ca++ დეფიციტის პროფილაქტიკა და მკურნალობა ბაღისა და სკოლის ასაკის ბავშვებში

Ca ++ და ვიტამინი D3 დეფიციტი არაბალანსირებული კვების დროს

Ca ++, D3 და K2 დეფიციტი კუჭ-ნაწლავის დაავადებების დროს არასაკმარისი შეწოვის შედეგად განპირობებული

ინტენსიური ზრდის პერიოდი

კარიესის პროფილაქტიკა ბავშვთა ასაკში

მოტეხილობის კომპლექსური მკურნალობა

მიღების წესი და დოზირების მეთოდი:

4 წლ - 10 წლ: 1 გამი 1 X დღეში

10 წლ - 18 წლ: 1 გამი 2 X დღეში

მიიღება კვებისგან დამოუკიდებლად. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა 20 -30 დღე. კურსის განმეორებას განსაზღვრავს მკურნალი ექიმი

უკუჩვენება:

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ

გამოშვების ფორმა:

5გ. საღეჭი ტაბლეტი, კარამელის არომატით №30. 150 გ

შენახვის პირობები და ვადები:

პრეპარატი ინახება თავდახურულ მდგომარეობაში 250C ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ფლაკონი გამოიყენება გახსნიდან 1 თვის მანძილზე

პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც აღნიშნულია ფლაკონზე

მწარმოებელი: NEOVITAL DISTRIBUCION SL, ბარსელონა, ესპანეთი

კომპანია: ფარდიმედიქალსი, გაერთიანებული სამეფო, დიდი ბრიტანეთი

წყარო: Impex (myimpex.ge)

მსგავსი პროდუქტები

-12% Neo Peques მოსამსიროფი 150მლ 43.90 ₾ 38.63 ₾ -2% Neo peques ს იმუნო+ სიროფი 150მლ 43.90 ₾ 43.02 ₾ -1% Neo peques ს Omega-3-თევზის ქონი სიროფი 150მლ 43.70 ₾ 42.83 ₾ -2% Neo peques ს ომეგა 3 DHA გამი N30 43.88 ₾ 43.00 ₾ -12% Neo peques ს Crecimiento-ზრდის და სიმაღლის სიროფი 150მლ 43.90 ₾ 38.63 ₾ -15% Calcerone კალცერონი 20 შუშხუნა ტაბლეტი 27.00 ₾ 22.95 ₾ 2 აფთიაქში -2% Ramno D3 რამნო D3 2000სე 30 ტაბლეტი 38.85 ₾ 38.07 ₾ 2 აფთიაქში -50% Solgar ვიტამინი E 100სე 50 კაფსულა 49.00 ₾ 24.50 ₾

კითხვა-პასუხი

კითხვის დასმა

ჯერ არავის უკითხავს. გაქვთ გამოცდილება ან კითხვა? დასვით პირველმა.