Rebioter კაფსულა N30
Rebioter

კაფსულა N30

ფასი 44.09 ₾ 44.99 ₾-2% 1 აფთიაქში

აღწერა

Rebioter

(რებიოტერი)

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

დიარეის საწინააღმდეგო და ნაწლავის მიკროფლორის აღმდგენი ბიოლოგიური წარმოშობის პრეპარატი

შემადგენლობა: Bacillus subtilis, Lactobacillus rhamnosus, Lactobacillus casei, Lactobacillus acidophilus, Lactobacillus plantarum,Bifidobacterium breve, Bifidobacterium longum.(ჯამში 5,75 მილიარდი).

ჩვენება:

ნაწლავის მიკროფლორის დარღვევის (დისბაქტერიოზის ) პროფილაქტიკა და მკურნალობა;

დისპეფსია, დიარეა, ყაბზობა, ღებინება, გულისრევა, ბოყინი, მეტეორიზმი, მუცლის ტკივილი;

კვების რაციონისა და მოგზაურობასთან დაკავშირებული სხვა დარღვევები;

დისბაქტერიოზი ბავშვებსა და მოზრდილებში ( გამოწვეული ანტიბიოტიკო და ქიმიოთერაპიით);

გასტროენტერიტის, კოლიტის, ენტეროკოლიტის მწვავე და ქრონიკული შემთხვევები;

კუჭისა და 12 გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებები;

ლაქტოზას აუტანლობა;

უკუჩვენება:

ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

მიღების წესი და დოზირება:

6 თვიდან 3 წლამდე ასაკის ბავშვებში: ნახევარი კაფსულა დღეში ერთხელ. კაფსულა შეიძლება გაიხსნას და შიგთავსი განზავდეს საკვებში ან რაიმე სითხეში (წყალი, ჩაი, წვენი).

3 წლიდან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში: 1 კაფსულა დღეში ერთხელ, (კაფსულა იყლაპება წყლის მიყოლებით) საჭიროების შემთხვევაში კაფსულა შეიძლება გაიხსნას და შიგთავსი განზავდეს საკვებში ან რაიმე სითხეში (წყალი, ჩაი, წვენი).

12 წლიდან : 1–2 კაფსულა დღეში ერთხელ .

გამოშვების ფორმა:

კაფსულა №30, №60 (საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მისი სახურავის მოხსნა და კვლავ დახურვა) .

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

გაიცემა ურეცეპტოდ.

მწარმოებელი: Nutritera. აშშ

წყარო: Impex (myimpex.ge)

მსგავსი პროდუქტები

კითხვა-პასუხი

კითხვის დასმა

ჯერ არავის უკითხავს. გაქვთ გამოცდილება ან კითხვა? დასვით პირველმა.