Rehydron neo ლიმონის პაკეტი N10
Rehydron neo

ლიმონის პაკეტი N10

ფასი 29.40 ₾ 30.00 ₾-2% 1 აფთიაქში

აღწერა

ბიოლოგიურად აქტიური დანამატი ორგანიზმის დეჰიდრატაციის კომპენსაციისთვის.წამლის ფორმა: ფხვნილი პერორალურად მისაღები ხსნარის მოსამზადებლად.

ათქ კოდი: A07CA.

შემადგენლობა: გლუკოზა – 5გ; ნატრიუმის ქლორიდი – 1,75გ; ნატრიუმის ციტრატი – 1,45გ; კალიუმის ქლორიდი – 1,25გ.

დამხმარე ნივთიერებები: ალუბლის ან ლიმონის არომატიზატორი, სახარინ ნატრიუმი, კოლოიდური სილიციუმის ორჟანგი.

შემადგენლობა რაოდენობა ერთ პაკეტში (500მლ-სთვის) რაოდენობა 1 ჩაის კოვზ ფხვნილში (250მლ-სთვის)

გლუკოზა 5000 მგ 2500 მგ

ნატრიუმი 1075 მგ 537,5 მგ

კალიუმი 654 მგ 327 მგ

ქლორიდი 1657 მგ 828,5 მგ

ფარმაკოლოგიური მოქმედება: პრეპარატის გამოყენების მთავარი დანიშნულებაა მჟავა-ტუტოვანი ბალანსის აღდგენა, რომელიც ირღვევა ღებინებისა და დიარეის დროს ელექტროლიტების დაკარგვით.,,რეჰიდრონი ნეო’’-ს შემადგენლობაში შემავალი გლუკოზა ახდეს მარილებისა და ციტრატების აბსორბციას და ხელს უწყობს მჟავა-ტუტოვანი წონასწორობის შენარჩუნებას.

ფარმაკოკინეტიკა - T1/2 შეადგენს 1 სთ-ს. გამოიყოფა თირკმელებით.

ჩვენება: გაუწყლოვნების პროფილაქტიკა.

მიღების წესი და დოზირება: 1 პაკეტის შიგთავსი იხსნება 0,5ლ ახლად ადუღებულ და ოთახის ტემპერატურამდე გაციებულ წყალში.

ბავშვებისთვის 1 ჩაის კოვზი ,,რეჰიდრონი ნეო’’-ს ფხვნილი უნდა გაიხსნას 250მლ ახლად ადუღებულ და ოთახის ტემპერატურამდე გაციებულ წყალში.

გულისრევისა და ღებინებისას ხსნარი სასურველია მიღებული იქნას გაციებული სახით, მცირე ულუფობით.

ახალშობილებში და ბავშვებში ინიშნება 1-2 ჩაის კოვზი ხსნარი 5-10 წთ-იანი ინტერვალებით 4-6 საათის განმავლობაში.

მოზრდილებში ხსნარი მიიღება ულუფობით (50-100მლ) 3-5წთ-იანი ინტერვალებით 3-5 საათის განმავლობაში.

რეჰიდრატაციისთვის ,,რეჰიდრონი ნეო’’ პირველ 6-10 სთ-ის განმავლობაში მიიღება სხეულის მიერ დაკარგულ წონასთან მიმართებაში ორმაგი რაოდენობით. მაგალითად, თუ წონაში დანაკარგია 400გ, საჭიროა 800მლ ,,რეჰიდრონი ნეო’’-ს ხსნარის მიღება.

დიარეის გაგრძელების შემთხვევაში 24სთ-ის განმავლობაში ,,რეჰიდრონი ნეო’’, წყალი და სხვა სითხეები მიღებული უნდა იყოს შემდეგი სქემის მიხედვით:

სხეულის წონა- კგ საჭირო სითხის საერთო რაოდენობა (ლ) რეჰიდრონი ნეო საბავშვო წყალი(ლ) სხვა სითხეები(ლ)

5 0,83 0,35 0,21 0,27

6 1 0,42 0,25 0,33

7 1,05 0,44 0,26 0,35

8 1,1 0,46 0,28 0,36

9 1,15 0,48 0,29 0,38

10 1,2 0,5 0,3 0,4

12 1,3 0,54 0,32 0,44

14 1,4 0,58 0,35 0,47

16 1,5 0,62 0,37 0,51

18 1,6 0,66 0,4 0,54

20 1,7 0,7 0,42 0,58

25 1,8 0,75 0,45 0,6

30 1,9 0,8 0,48 0,62

40 2,1 0,9 0,54 0,66

50 2,3 1,0 0,6 0,7

70 2,7 1,2 0,72 0,78

დეჰიდრატაციის მოვლენების შემცირების შემდეგ ,,რეჰიდრონი ნეო”-ს დოზა შეიძლება შემცირდეს 5-10მლ/კგ-მდე, რომელიც მიიღება ყოველი შემდგომი კუჭში თხლად გასვლის შემდეგ, ასევე, ყოველი ღებინების შემდეგ დამატებით აძლევენ ,,რეჰიდრონი ნეო”-ს 10მლ/კგ-ზე დოზით.

ჩვეულებრივ, პრეპარატი მიიღება არა უმეტეს 3-4 დღის განმავლობაში.

უკუჩვენება: თირკმელების ფუნქციის დარღვევები; შაქრიანი დიაბეტი; გონების დაკარგვა; გაუვალობა; მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტებისადმი;

გვერდითი მოვლენები: რეკომენდირებული დოზებით მიღებისას არ იწვევს გვერდით ეფექტებს. არსებობს ალერგიული რეაქციების განვითარების პოტენციური შესაძლებლობა.

დოზის გადაჭარბება: სიმპტომები: ,,რეჰიდრონი ნეო’’-ს ხსნარის დიდი მოცულობით ან ძალიან მაღალი კონცენტრაციით მიღებისას შესაძლებელია ჰიპერნატრიემიის განვითარება (სისუსტე, ძილიანობა, გონების დაბინდვა, კომა, ზოგჯერ შესაძლოა სუნთქვის გაჩერებაც); პაციენტებში თირკმელების ფუნქციის დარღვევებით შეიძლება მეტაბოლური ალკალოზის განვითარება, რაც ვლინდება ფილტვების ვენტილაციის დაქვეითებაში.

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი: ,,რეჰიდრონი ნეო’’ ფეხმძიმობისა და ლაქტაციის პერიოდში გამოიყენება რეკომენდირებულ დოზებში.

გავლენა ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: არ ახდენს ზემოქმედებას ავტომობილის მართვისა და ტექნიკასთან მუშაობის უნარზე.

სიფრთხილე: ღებინებისა და დიარეის დროს ,,რეჰიდრონი ნეო’’-ს გამოყენებით მკურნალობა დაწყებული უნდა იქნეს რაც შეიძლება დროულად და პრეპარატის მიღება უნდა გაგრძელდეს დიარეის შეწყვეტამდე (ჩვეულებრივ, არა უმეტეს 3-4 დღის განმავლობაში). ხსნარში არ შეიძლება სხვა კომპონენტების დამატება, რათა არ შეიცვალოს პრეპარატის მოქმედება.

თუ ,,რეჰიდრონი ნეო’’-ს მიღებისას განვითარდება ძილიანობა, დეზორიენტაცია, მაღალი ტემპერატურა, ანურია (შარდის გამოყოფის შეფერხება), სისხლის გამოვლენა ექსკრემენტში, ან დიარეა გახანგრძლივდება 5 დღეზე დიდხანს, აუცილებელია, დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან: ,,რეჰიდრონი ნეო’’-ს აქვს ტუტე რეაქცია, რაც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ მისი ერთდროული დანიშვნისას ისეთ პრეპარატებთან ერთად, რომელთა აბსორბცია ხორციელდება pH–ის განსაზღვრული მნიშვნელობისას.

შეფუთვა: 10გ ფხვნილი პაკეტში. 10 პაკეტი თავსდება მუყაოს კოლოფში ინსტრუქციასთან ერთად.

შენახვა: პრეპარატი ინახება არა უმეტეს 25ºc ტემპერატურის პირობებში, მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილზე.

მომზადებული ხსნარი ინახება მაცივარში (2-8 ºc ტემპერატურაზე) არა უმეტეს 24 სთ-ის განმავლობაში.

გაცემის წესი: გაიცემა რეცეპტის გარეშე.

ვარგისობის ვადა: 3 წელი.

მწარმოებელი: შპს ,,ნეოფარმი''.

წყარო: Impex (myimpex.ge)

მსგავსი პროდუქტები

კითხვა-პასუხი

კითხვის დასმა

ჯერ არავის უკითხავს. გაქვთ გამოცდილება ან კითხვა? დასვით პირველმა.