შამპუნი 150 მლ სკინ-კაპი - Skin-Cap

შამპუნი 150 მლ სკინ-კაპი - Skin-Cap

ფასი 77.99 ₾ 82.10 ₾-5% 1 აფთიაქში

აღწერა

შამპუნი სკინ-კაპი - Skin-Cap

შამპუნის აქტიური ნივთიერებაა აქტივირებული თუთიის პირიტიონატი, რომელსაც გააჩნია ანტიმიკრობული და სოკოს საწინააღმდეგო აქტივობა. მაღალი აქტივობა გააჩნია პრეპარატს Pytyrosporum ovale და PPytyrosporum orbiculare-ის მიმართ, რომლებიც იწვევენ ანთებას და აქერცვლას ფსორიაზის და სებორეის დროს. შამპუნის სპეციალური შემადგენლობა, რომელიც შეიცავს ზედაპირულად აქტიურ ნივთიერებებს, აძლიერებს თუთიის პირიტიონატის ანტიმიკრობულ და სოკოს საწინააღმდეგო მოქმედებას; ქმნის მძლავრ გარემოს,თავის კანის ქერქოვან შრეში, ჩვეულებრივი საპროფიტული ფლორის წინააღმდეგ, ეხმარება წვის და ქავილის მოხსნაში. შამპუნში შემავალი აქტივირებული თუთიის პირიტიონატი თრგუნავს კანის ზედა შრეების პათოლოგიურ ზრდას, ამის გამო ამცირებს ზედმეტ აქერცვლას ფსორიაზის, სებორეის და ქერტლის დროს.

ჩვენება

თავის თმიანი საფარის ნაწილის ფსორიაზი და დერმატიტი. მშრალი და ცხიმოვანი სებორეა, სეროზული ეკზემა, ქავილი, ქერტლი. შამპუნი ზრდის კანის ჰიდრატაციას, ამცირებს მის ცხიმიანობას, იწვევს გამწმენდ მოქმედებას და თმის ფოლიკულების ფუნქციის ნორმალიზაციას.

შემადგენლობა

თუთიის პირიტიონატი…..1%

გამოყენების წესი

გამოყენების წინ ფლაკონი ინტენსიურად უნდა შეანჯღრიოთ. დაასველეთ თმები. შამპუნის მცირე რაოდენობა წაისვით თმაზე და კარგად შეიზილეთ.
ჩამოიბანეთ და წაისვით ისევ. გააჩერეთ 5 წუთის განმავლობაში. კარგად ჩამოიბანეთ წყლით. გამოიყენეთ 2-3 ჯერ კვირაში 2 კვირის მანძილზე. საჭიროების დროს გაიმეორეთ იგივე დოზებით.
შამპუნის დამარბილებელი მოქმედება გვაძლევს საშუალებას ხშირად დავიბანოთ თავი მგრძნობიარე კანით. არ მოქმედებს თმის ბუნებრივ ფერზე.

უკუჩვენებები

შამპუნის ზოგიერთი კომპონენტებისადმი ზედმეტი მგრძნობელობა.
გაფრთხილება:
ავიცილოთ პრეპარატის მოხვედრა თვალებში და ლორწოვან გარსზე.

მოცულობა

150 მლ.

დამატებითი მონაცემები

შამპუნი კარგად გადაიტანება. იშვითად აღინიშნება ალერგიული რეაქციები, ამ დროს საჭიროა პრეპარატის გამოყენების შეწყვეტა.

შენახვის პირობები

ინახება 4-30°C ტემპერატურაზე.

წყარო: PSP (psp.ge)

მსგავსი პროდუქტები

-40% Pantene ბამბუკის შამპუნი 250 მლ 19.99 ₾ 11.99 ₾ 2 აფთიაქში -50% Bioderma შამპუნი FLUID Node 400 მლ 88.00 ₾ 44.00 ₾ 2 აფთიაქში -40% Head & Shoulders შამპუნი 2/1 200 მლ 13.99 ₾ 8.39 ₾ 2 აფთიაქში -20% Taft თმის ცვილი 75მლ 18.93 ₾ 15.14 ₾ 2 აფთიაქში -9% Clear შამპუნი სისუფთავე 180 მლ 11.00 ₾ 9.99 ₾ 2 აფთიაქში -30% Klorane შამპუნი ქერა თმისთვის 200მლ 41.00 ₾ 28.70 ₾ 2 აფთიაქში -8% Clear შამპუნი ციტრუსი 180მლ 10.95 ₾ 9.99 ₾ 2 აფთიაქში Pantene კონდიციონერი აღდგენა და დაცვა 220 მლ ფასი-დან 21.95 ₾ 2 აფთიაქში

კითხვა-პასუხი

კითხვის დასმა

ჯერ არავის უკითხავს. გაქვთ გამოცდილება ან კითხვა? დასვით პირველმა.