Описание
შამპუნი სკინ-კაპი - Skin-Cap
შამპუნის აქტიური ნივთიერებაა აქტივირებული თუთიის პირიტიონატი, რომელსაც გააჩნია ანტიმიკრობული და სოკოს საწინააღმდეგო აქტივობა. მაღალი აქტივობა გააჩნია პრეპარატს Pytyrosporum ovale და PPytyrosporum orbiculare-ის მიმართ, რომლებიც იწვევენ ანთებას და აქერცვლას ფსორიაზის და სებორეის დროს. შამპუნის სპეციალური შემადგენლობა, რომელიც შეიცავს ზედაპირულად აქტიურ ნივთიერებებს, აძლიერებს თუთიის პირიტიონატის ანტიმიკრობულ და სოკოს საწინააღმდეგო მოქმედებას; ქმნის მძლავრ გარემოს,თავის კანის ქერქოვან შრეში, ჩვეულებრივი საპროფიტული ფლორის წინააღმდეგ, ეხმარება წვის და ქავილის მოხსნაში. შამპუნში შემავალი აქტივირებული თუთიის პირიტიონატი თრგუნავს კანის ზედა შრეების პათოლოგიურ ზრდას, ამის გამო ამცირებს ზედმეტ აქერცვლას ფსორიაზის, სებორეის და ქერტლის დროს.
ჩვენებათავის თმიანი საფარის ნაწილის ფსორიაზი და დერმატიტი. მშრალი და ცხიმოვანი სებორეა, სეროზული ეკზემა, ქავილი, ქერტლი. შამპუნი ზრდის კანის ჰიდრატაციას, ამცირებს მის ცხიმიანობას, იწვევს გამწმენდ მოქმედებას და თმის ფოლიკულების ფუნქციის ნორმალიზაციას.
შემადგენლობათუთიის პირიტიონატი…..1%
გამოყენების წესიგამოყენების წინ ფლაკონი ინტენსიურად უნდა შეანჯღრიოთ. დაასველეთ თმები. შამპუნის მცირე რაოდენობა წაისვით თმაზე და კარგად შეიზილეთ.
ჩამოიბანეთ და წაისვით ისევ. გააჩერეთ 5 წუთის განმავლობაში. კარგად ჩამოიბანეთ წყლით. გამოიყენეთ 2-3 ჯერ კვირაში 2 კვირის მანძილზე. საჭიროების დროს გაიმეორეთ იგივე დოზებით.
შამპუნის დამარბილებელი მოქმედება გვაძლევს საშუალებას ხშირად დავიბანოთ თავი მგრძნობიარე კანით. არ მოქმედებს თმის ბუნებრივ ფერზე.
შამპუნის ზოგიერთი კომპონენტებისადმი ზედმეტი მგრძნობელობა.
გაფრთხილება:
ავიცილოთ პრეპარატის მოხვედრა თვალებში და ლორწოვან გარსზე.
150 მლ.
დამატებითი მონაცემებიშამპუნი კარგად გადაიტანება. იშვითად აღინიშნება ალერგიული რეაქციები, ამ დროს საჭიროა პრეპარატის გამოყენების შეწყვეტა.
შენახვის პირობებიინახება 4-30°C ტემპერატურაზე.
Похожие товары
Вопросы и ответы
Задать вопросПока никто не спрашивал. Есть опыт или вопрос? Будьте первым.