Donormyl 15 мг
Таблетки, №10 · Действующее вещество: Doxylamine
Инструкция
საერთაშორისო დასახელება:
DOXYLAMINE
მწარმოებელი: UPSA Laboratories a division
of BRISTOL-MYERS SQUIBB, საფრანგეთი
მოქმედი ნივთიერება: დოქსილამინი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
საძილე საშუალება. ჰისტამინური H1-რეცეპტორების ბლოკატორი.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
შემოგარსული ტაბლეტები: ტუბში 30 ტაბ., შეფუთვაში 1 ტუბი.
1 ტაბ.
დოქსილამინის სუქცინატი .................... 15 მგ
შუშხუნა ტაბლეტები: ტუბში 30 აბ., შეფუთვაში 2 ტუბი.
1 ტაბ.
დოქსილამინის სუბცინატი .................. 15 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
ლაქტოზა, კარბოქსიმეთილცელულოზას ნატრიუმის მარილი, მიკროკრისტალური ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი, ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა, ტიტანის დიოქსიდი, პოლიეთილენგლიკოლი.
ჩვენებები:
ძილის დარღვევა, უძილობა.
მიღების წესები და დოზირება:
·პრეპარატი ნაჩვენებია 15 წლის ასაკის ზევით.;
·1/2-1 შემოგარსული ტაბლეტები მიიღება მცირე რაოდენობის წყალთან ერთად.
·1/2-1 შუშხუნა ტაბლეტი იხსნება ჭიქა წყალში.
მიღების და დროის სიხშირე: მიიღება ძილის წინ 15-30 წუთით ადრე.
მკურნალობის ხანგრძლივობა: მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 2 კვირას. პრეპარატის შემდგომი მიღების შესახებ საჭიროა ექიმის კონსულტაცია.
გვერდითი მოვლენები:
·ძილიანობა დღის განმავლობაში;
·ყაბზობა;
·პირის სიმშრალე;
·აკომოდაციის დარღვევა;
·გაძნელებული შარდვა.
ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენების ან სხვა რომელიმე გვერდითი მოვლენის შემთხვევაში, რომელიც აქ არაა აღნიშნული აუცილებელია ექიმის კონსულტაცია.
უკუჩვენებები:
*გლაუკომა,
*გაძნელებული შარდვა დაკავშირებული წინამდებარე ჯირკვლის ადენომასთან,
*15 წლამდე ასაკი,
*მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ.
*ორსულობა და ლაქტაცია გაურკვეველ შემთხვევაში რეკომენდებულია ექიმთან კონსულტაცია.
განსაკუთრებული მითითებები:
მკურნალობის დროს არ არის რეკომენდებული ალკოჰოლის მიღება.
სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მუშაობა მანქანა-მექანიზმებთან: მძღოლები და პირები, რომლებიც მუშაობენ მანქანა-მექანიზმებთან პრეპარატის მიღებისას ყურადღებით უნდა იყვნენ ძილიანობის განვითარების რისკის არსებობის გამო.
ჭარბი დოზირება:
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედების თავიდან აცილების მიზნით, რეკომენდებულია ექიმის კონსულტაცია სხვა პრეპარატების ერთდროულ მიღებასთან დაკავშირებით.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება 15-25 C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: მითითებულია შეფუთვაზე.
Регистрация
Данные из реестра регулирующего агентства. Последняя синхронизация: 11.11.2026.
Дата регистрации: 06.12.2023
Аналоги · Doxylamine 15 мг
Сортировка: от дешёвыхДанные реестра
Вопросы и ответы
Задать вопросПока никто не спрашивал. Есть опыт или вопрос? Будьте первым.
Информация носит справочный характер и не заменяет консультацию врача или фармацевта.