Donormyl 15 мг
Без рецепта · OTC Зарегистрировано GMP

Donormyl 15 мг

Таблетки, №20 · Действующее вещество: Doxylamine

Сравнить цены Аналоги
Самая низкая цена 15.82 ₾ в 3 аптечных сетях

Инструкция

დონორმილი

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება

დოქსილამინი

სამკურნალო ფორმა, დოზირება

შუშხუნა ტაბლეტები 15 მგ

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

სასუნთქი სისტემა. სისტემური მოქმედების ანტიჰისტამინური პრეპარატები. ამინოალკილის ეთერები. დოქსილამინი.

ATC კოდი R06AA09

გამოყენების ჩვენებები

- პერიოდული და ტრანზიტორული უძილობა.

პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე საჭირო ინფორმაციის სია

უკუჩვენებები

- ჰიპერმგრძნობელობა ანტიჰისტამინური პრეპარატების, აქტიური ნივთიერების ან დამხმარე ნივთიერების მიმართ, რომელიც შედის პრეპარატის შემადგენლობაში

- დახურულკუთხოვანი გლაუკომა ოჯახურ ან პაციენტის ანამნეზში

- ურეთროპროსტატული დარღვევები შარდის შეკავების რისკით

- ბავშვთა ასაკი 15 წლამდე.

პრეპარატის გამოყენებისას აუცილებელი სიფრთხილის ზომები

უძილობა შეიძლება გამოწვეული იყოს სხვადასხვა ფაქტორებით, რომლებიც შეიძლება არ საჭიროებდეს მედიკამენტებს.

სიფრთხილეა საჭირო ამ პრეპარატის დანიშვნისას ხანდაზმულ პაციენტებში კოგნიტური დარღვევების, სედაციის ან/და თავბრუსხვევის შეგრძნების რისკის გამო, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დაცემა (მაგ., როდესაც ადამიანები ადგებიან ღამით), ხშირად სერიოზული შედეგებით ამ კატეგორიის პაციენტებისთვის.

დოქსილამინის სუქცინატს, ისევე როგორც ყველა საძილე ან სედატიურ საშუალებას, შეუძლია გაამწვავოს ღამის აპნოეს სინდრომი (სუნთქვის გაჩერებების რაოდენობისა და ხანგრძლივობის ზრდა).

სამკურნალო პრეპარატის მიღების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 5 დღეს. გამოავლინეთ ამ პრეპარატის ბოროტად გამოყენების ან დამოკიდებულების ნიშნები. დონორმილი არ არის რეკომენდებული ფსიქოაქტიური ნივთიერებების (ალკოჰოლი, სამკურნალო საშუალებები და სხვა) მოხმარებით გამოწვეული დარღვევების არსებობისას.

მკურნალობის დროს კატეგორიულად არ არის რეკომენდებული ალკოჰოლის მიღება.

აცნობეთ ექიმს თუ ორსულად ხართ.

ღვიძლის ან თირკმელების ხანგრძლივი დაავადების შემთხვევაში გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან, რათა მან შეძლოს დოზის კორექტირება.

წამალთაშორისი ურთიერთქმედება

აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ ამჟამად იღებთ ან ახლახან იღებდით ან შესაძლოა მიიღოთ სხვა პრეპარატები.

ეს პრეპარატი შეიცავს დოქსილამინს, ანტიჰისტამინურ საშუალებას.

სხვა სამკურნალო საშუალებებიც შეიძლება შეიცავდეს ამ ნივთიერებას. არ მიიღოთ ეს პრეპარატები ერთდროულად, რათა არ გადააჭარბოთ მაქსიმალურ რეკომენდებულ დოზას.

არ მიიღოთ ეს პრეპარატი ნატრიუმის ოქსიბატთან ან ალკოჰოლის შემცველ მედიკამენტებთან ერთად კომბინაციაში.

ფრთხილად იყავით დონორმილის მიღებისას შემდეგ სამკურნალო საშუალებებთან ერთად:

• ანტიქოლინესთერაზას საშუალებები,

• ატროპინის მსგავსი სხვა პრეპარატები,

• სხვა სედატიური საშუალებები,

• სხვა საძილე საშუალებები,

• მორფინის ჯგუფის პრეპარატები.

სპეციალური გაფრთხილებები

დონორმილის ტაბლეტი შეიცავს 563 მგ ნატრიუმს (სუფრის მარილის ძირითად კომპონენტს). ეს რაოდენობა ეკვივალენტურია საკვებ პროდუქტებთან ერთად ზრდასრულთათვის რეკომენდებული მაქსიმალური დღიური ნატრიუმის მოხმარების 28,15%-ს. გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან, თუ გჭირდებათ დღეში ერთი ან მეტი შუშხუნა ტაბლეტი დიდი ხნის განმავლობაში, განსაკუთრებით თუ თქვენ იცავთ დაბალი შემცველობის მარილის (ნატრიუმის) დიეტას.

ამ პრეპარატის ერთი შუშხუნა ტაბლეტი შეიცავს 75 მგ ნატრიუმის ბენზოატს.

ხანდაზმული პაციენტები და პირები თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობით

პლაზმური კონცენტრაციის გაზრდით და პლაზმური კლირენსის შემცირებით, რეკომენდებულია დოზის შემცირება.

გამოყენება ბავშვებში

უკუნაჩვენებია 15 წლამდე ასაკის ბავშვებში.

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში

თუ თქვენ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებაზე, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ დაორსულებას, ამ პრეპარატის მიღებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს.

სწორად მიღების შემთხვევაში, ეს პრეპარატი შეიძლება გამოიყენონ ორსულობის დროს. თუმცა მის მიღებამდე უნდა გაიაროთ კონსულტაცია ექიმთან. აკრძალულია რეკომენდებული დოზის გადაჭარბება.

ეს პრეპარატი გადადის დედის რძეში. არ არის რეკომენდებული ამ პრეპარატის მიღება ძუძუთი კვების დროს, რადგან მას აქვს სედატიური ეფექტი (ლეთარგია, ენერგიის დაკარგვა) ან პირიქით - მასტიმულირებელი ეფექტი (უძილობა), რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენს ბავშვზე.

პრეპარატის მოქმედების თავისებურებები სატრანსპორტო საშუალების ან პოტენციურად სახიფათო მექანიზმების მართვის უნარზე

ყურადღება უნდა მიექცეს დღის მანძილზე ძილიანობის წარმოქმნის რისკს იმ პირებში, რომლებიც მართავენ სატრანსპორტო საშუალებებს და მუშაობენ მექანიზმებთან პრეპარატის მიღებისას.

სხვა სედატიურ საშუალებებთან, ნატრიუმის ოქსიბატთან, ალკოჰოლურ სასმელებთან ან ალკოჰოლის შემცველ მედიკამენტებთან კომბინაცია არ არის რეკომენდებული ან მხედველობაში უნდა იქნას მიღებული სატრანსპორტო საშუალების ან პოტენციურად საშიში მექანიზმების მართვისას.

თუ ძილის ხანგრძლივობა არასაკმარისია, არსებობს სიფხიზლის გაზრდის რისკი.

პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებული რეკომენდაციები

პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ მოზრდილებისთვის.

დოზირების რეჟიმი

რეკომენდებული დოზაა 7,5-15 მგ დღეში, ანუ ½-1 ტაბლეტი დღეში. საჭიროების შემთხვევაში დოზა შეიძლება გაიზარდოს 30 მგ-მდე დღეში, ანუ 2 ტაბლეტი დღეში.

ხანდაზმული პაციენტებისთვის და თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის რეკომენდებულია მინიმალური დო ზა.

პრეპარატის მიღების მეთოდი და გზა

პრეპარატი მიიღება პერორალურად ტაბლეტის გახსნით ჭიქა წყალში.

გამოყენების სიხშირე მიღების დროის მითითებით

დღეში ერთხელ, საღამოს ძილის წინ 15-30 წუთით ადრე.

მკურნალობის ხანგრძლივობა

მკურნალობის ხანგრძლივობაა 2-5 დღე.

ექიმის რეკომენდაციის არარსებობის შემთხვევაში არ გააგრძელოთ მკურნალობა 5 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში.

ზომები, რომელთა მიღება საჭიროა ჭარბი დოზირების შემთხვევაში

თუ მიიღეთ პრეპარატ დონორმილის 15 მგ შუშხუნა ტაბლეტები, საჭიროზე მეტი რაოდენობა, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

სიმპტომები

ინტოქსიკაციის პირველი ნიშნებია ძილიანობა და ანტიქოლენერგული სიმპტომები: აგზნება, გუგების გაფართოება, აკომოდაციის დამბლა, პირის სიმშრალე, სახის და კისრის სიწითლე, ჰიპერთერმია, სინუსური ტაქიკარდია. დელირიუმი, ჰალუცინაციები და ათეტოზური მოძრაობები უფრო ხშირად აღინიშნება ბავშვებში, ზოგჯერ ისინი კრუნჩხვების წინამორბედია, რაც მძიმე ინტოქსიკაციის ან თუნდაც კომის გართულებაა.

მკურნალობა

მკურნალობა სიმპტომურია. მკურნალობის საწყის ეტაპებზე რეკომენდებულია აქტივირებული ნახშირის გამოყენება (50 გ მოზრდილებში, 1 გ/კგ ბავშვებში).

ზომები, რომელთა მიღება საჭიროა სამკურნალო პრეპარატის ერთი ან რამდენიმე დოზის გამოტოვების შემთხვევაში

თუ დაგავიწყდათ დონორმილი 15 მგ შუშხუნა ტაბლეტების მიღება, არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად. მიიღეთ შემდეგი დოზა ჩვეულებრივ დროს.

მოხსნის სიმპტომების რისკის არსებობაზე ინფორმაცია

არ არის ხელმისაწვდომი.

რეკომენდაციები ჯანდაცვის სპეციალისტისგან რჩევის მისაღებად სამკურნალო პრეპარატის გამოყენების შესახებ

თუ თქვენ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ სამკურნალო პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი რეაქციების აღწერა, რომლებიც წარმოიქმნება სამკურნალო პრეპარატების სტანდარტული გამოყენებისას და ამ შემთხვევაში გასატარებელი ზომები (საჭიროების შემთხვევაში)

იშვიათი

- ანტიქოლინერგული ეფექტები: ყაბზობა, შარდის შეკავება, პირის სიმშრალე, მხედველობის დარღვევა (არამკვეთრი მხედველობა, მხედველობის დაბინდვა, ჰალუცინაციები, მხედველობის დარღვევა), გახშირებული გულისცემა, არეული ცნობიერება.

- რაბდომიოლიზი, სისხლში კრეატინფოსფოკინაზას (CPK) მომატება.

- დღის ძილიანობა, რომლის გაჩენა საჭიროებს დოზის შემცირებას.

ასევე ცნობილია, რომ პირველი თაობის H1 ანტიჰისტამინურმა პრეპარატებმა შეიძლება გამოიწვიოს სედატიური ეფექტი, კოგნიტური დარღვევა და ფსიქომოტორული დაქვეითება. არის შეტყობინებები პრეპარატის ბოროტად გამოყენებისა და დამოკიდებულების შემთხვევების შესახებ.

წამლის გვერდითი რეაქციების განვითარების შემთხვევაში, საჭიროა დაკავშირება ჯანდაცვის პროფესიონალთან, ფარმაცევტთან ან უშუალოდ მედიკამენტებზე გვერდითი რეაქციების (მოქმედებების) საინფორმაციო მონაცემთა ბაზას, სამკურნალო პრეპარატების არაეფექტურობის შესახებ შეტყობინებების ჩათვლით.

დამატებითი ინფორმაცია

სამკურნალო პრეპარატის შემადგენლობა

ერთი ტაბლეტი შეიცავს

აქტიური ნივთიერება - დოქსილამინის სუქცინატი 15 მგ,

დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, უწყლო ლიმონმჟავა, უწყლო ნატრიუმის ჰიდროფოსფატი, უწყლო ნატრიუმის სულფატი, ნატრიუმის ბენზოატი, მაკროგოლი 6000

პრეპარატის შესახედაობის, სუნის, გემოს აღწერა

ტაბლეტები არის თეთრი, ცილინდრული, ბრტყელი, მოჭრილი კიდეებით და გამყოფი ხაზით ერთ მხარეს, წყალში ხსნადი შუშხუნა რეაქციით, დაყოფა დასაშვებია.

პრეპარატის გამოშვების ფორმა და შეფუთვა

10 შუშხუნა ტაბლეტი 15 მგ მოთავსებულია თეთრ პროპილენის ტუბში პოლიეთილენის თავსახურით, რომელიც შეიცავს ტენის მშთანთქმელ საშუალებას.

2 ტუბი სამედიცინო დანიშნულებით პრეპარატის გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად ყაზახურ და რუსულ ენებზე მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

პრეპარატის შენახვის ვადა

3 წელი

არ გამოიყენება პრეპარატი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

პრეპარატის შენახვის პირობები

პრეპარატი ინახება ტენიანობისგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 25°С ტემპერატურაზე.

პრეპარატი ინახება ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას!

აფთიაქებიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

Источник: Impex (myimpex.ge)

Регистрация

Данные из реестра регулирующего агентства. Последняя синхронизация: 11.11.2026.

Дата регистрации: 15.04.2025

Аналоги · Doxylamine 15 мг

Сортировка: от дешёвых
Название Производитель Упаковка Цена от
Donormyl UPSA SAS, Франция №30 19.75 ₾
Donormyl UPSA SAS, Франция №10 —

Данные реестра

Регистрационный номерრ-043120
Действует до15.04.2030
Держатель регистрацииUPSA SAS (საფრანგეთი)
ПроизводительUPSA SAS, Франция
Порядок отпускаБез рецепта (III группа)
Форма, доза, упаковка15mg effervescent tablets №20 (10 tablets in polypropylene tube, 2 tubes in carton box)
Фармакотерапевтическая группаანტიჰისტამინური საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, ამინოალკილური ეთერები
Процедура регистрацииეროვნული
Сертификат GMPЕсть · действует до 28.02.2028

Вопросы и ответы

Задать вопрос

Пока никто не спрашивал. Есть опыт или вопрос? Будьте первым.

Информация носит справочный характер и не заменяет консультацию врача или фармацевта.