Содержание этой страницы пока доступно только на грузинском. ქართულად →

Pileje ქრონობიენ იმედიატი 20მლ სპრეი
Pileje

ქრონობიენ იმედიატი 20მლ სპრეი

Цена 21.74 ₾ 43.48 ₾-50% в 1 аптечной сети

Описание

ქრონობიენ იმედიატი 20მლ სპრეი პილეჟე - Pileje

სწრაფი მოქმედების მელატონინი - ბუნებრივად აღადგენს ძილის ფიზიოლოგიურ რითმს, უზრუნველყოფს მშვიდ ძილს

ქრონობიენის სუბლინგვალური სპრეი გამოირჩევა მყისიერი მოქმედებით, არ გადის კუჭ-ნაწლავის ტრაქტს, მომენტალურად შეიწოვება პირის ღრუში, დანაკარგის გარეშე ხვდება სისხლის მიმოქცევის ნაკადში, რაც განაპირობებს სწრაფ და ეფექტურ მოქმედებას. სპრეიში დამატებული კუნელის ექსტრაქტი რომელიც გამოირჩევა სედაციური, ანტიოქსიდანტური, კარდიოტონული მოქმედებით.

მელატონინი წარმოადგენს ეპიფიზის ჰორმონს (ძილის ჰორმონი), რომელსაც დიდი გავლენა აქვს ადამიანის ორგანიზმის ჯანმრთელობისა და ახალგაზრდობის შენარჩუნებაში. მელატონინი აწესრიგებს ორგანიზმის ცირკადულ რითმებს, აღადგენს ძილის ფიზიოლოგიურ რითმს, არეგულირებს ძილისა და სიფხიზლის ფაზებს, უზრუნველყოფს სწრაფ ჩაძინებას, აუმჯობესებს ძილის ხარისხს, ზრდის მის ხანგრძლივობას. მელატონინი აუმჯობესებს გუნება - განწყობას გაღვიძების შემდეგ, გამოღვიძებისას არ იწვევს უხალისობას, დაღლილობას, ტეხვის შეგრძნებას. მელატონინი ამცირებს სტრესით გამოწვეულ შფოთვას, აგზნებადობას, გაღიზიანებადობას, დაძაბულობას, ხელს უწყობს ორგანიზმის სწრაფ ადაპტირებას საათობრივი ზონების ცვლილებაზე, აქვს იმუნომასტიმულირებელი და ანტიოქსიდანტური მოქმედება. მელატონინი განაპირობებს ნეიროპროტექტორულ დაცვას - იცავს ნერვულ უჯრედებს დაზიანებისგან და აუმჯობესებს ნეიროპლასტიურ (ნერვული უჯრედების განახლების) პროცესებს, აუმჯობესებს მეხსიერებას.

ჩვენება

• ძილის დარღვევები, უძილობა
• სტრესი, მომატებული ნერვული აგზნებადობა, გაღიზიანებადობა
• მოუსვენრობა, შფოთვა
• ფიზიკური და გონებრივი გადაღლა
• კონცენტრაციის დაქვეითება
• ვეგეტონევროზი
• საათობრივი სარტყლის ცვლილებებით (მოგზაურობა) გამოწვეული ძილის დარღვევები
• ორგანიზმის ბიორითმის დარღვევა

შემადგენლობა

1 შესხურება შეიცავს: მელატონინი - 0.5 მგ, კუნელის ექსტრაქტი - 4.9 მგ.

დოზირება

1- 2 შესხურება ძილის წინ ან 1 შესხურება ღამით გაღვიძების შემთხვევაში.

გაფრთხილება: 12 წლამდე ასაკის პირებში, ორსულებში, მეძუძურ დედებში, ეპილეფსიითა და ასთმით დაავადებულ პირებში გამოიყენება ექიმის რეკომენდაციით.

შეინახეთ მშრალ, გრილ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

გამოშვების ფორმა: სუბლინგვალური სპრეი 20 მლ.

მწარმოებელი: ლაბორატორია პილეჟე - PiLeJe Laboratoire - საფრანგეთი. PiLeJe დაარსდა 1989 წელს, საფრანგეთში, ექიმებისა და მეცნიერების ჯგუფის მიერ, რომლებსაც სურდათ პერსონალიზებული მკურნალობის სისტემის შექმნა. ბრენდის მთავარი მიზანი იყო პრობიოტიკებისა და ნატურალური ინგრედიენტების საფუძველზე ისეთი პროდუქტების შემუშავება, რომლებიც ხელს შეუწყობდა ჯანმრთელობის შენარჩუნებასა და დაავადებების პრევენციას. PiLeJe დღეს ცნობილია, როგორც ერთ-ერთი წამყვანი ბრენდი ნუტრიციოლოგიაში და ფოკუსირებულია ინდივიდუალური საჭიროებების პროდუქტების შექმნაზე. ასევე, იხილეთ : Pileje Chronobiane - პილეჟე ქრონობიენ LP 1.9მგ 60 ტაბლეტი
Источник: PSP (psp.ge)

Похожие товары

-49% Pileje იმუშოკი 15 ტაბლეტი 44.91 ₾ 22.46 ₾ -50% Pileje ფემინებიენ CBU ფლეში 20 ტაბლეტი 35.00 ₾ 17.50 ₾ -50% Pileje ლაქტიბიენ რეფერენსი 30 კაფსულა 65.00 ₾ 32.50 ₾ -50% Pileje დაიჯებიენ რეფლუქსი RFX 20 ტაბლეტი 38.00 ₾ 19.00 ₾ -50% Pileje ნეირობიენი 60 კაფსულა 69.13 ₾ 34.56 ₾ -50% Pileje ფიტოსტანდარტი არტიშოკ 30 ტაბლეტი 45.00 ₾ 22.50 ₾ -50% Pileje ლაქტიბიენ ბუკოდენტალი 30 ტაბლეტი 38.00 ₾ 19.00 ₾ -50% Pileje ფიტოსტანდარტი ეშოლცია 30 ტაბლეტი 45.00 ₾ 22.50 ₾

Вопросы и ответы

Задать вопрос

Пока никто не спрашивал. Есть опыт или вопрос? Будьте первым.