Содержание этой страницы пока доступно только на грузинском. ქართულად →

Puressentiel ეთერზეთი Spike ლავანდა 10მლ
Puressentiel

ეთერზეთი Spike ლავანდა 10მლ

Цена 45.00 ₾ в 1 аптечной сети

Описание

ეთერზეთი Spike ლავანდა 10მლ ფიურესენშელი - Puressentiel

· 100% სუფთა და ბუნებრივი Spike ლავანდის ეთერზეთი

· გამოირჩევა ანტისეპტიკური, ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი, დამამშვიდებელი და გამაგრილებელი თვისებებით

· გამოიყენება მზის დამწვრობის, ყურის ანთების, სოკოვანი ინფექციების დროს

შემადგენლობა

შეიცავს ლავანდის ეთერზეთს, 1 მლ = 29 წვეთს.

გამოყენების წესი

გამოიყენება კანზე წასასმელად, მასაჟის და შხაპის დროს. ასევე, ორალურად.

ორალური მიღება: დააწვეთეთ Puressentiel-ის ნეიტრალურ ტაბლეტზე ან განაზავეთ 1 ჩაის კოვზ თაფლში ან ზეითუნის ზეთში ან ¼ შაქრის კუბზე. არ გამოიყენება წყალთან განზავებული. დღიური დოზა: 10- დან 18 წლამდე - 1 წვეთი დღეში, 18 წლიდან - 2 წვეთი დღეში.

კანზე გამოყენება: ყურის ანთება - წაისვით 2-3 წვეთი Spike ლავანდას ეთერზეთი ყურის გარშემო, დღეში 3-ჯერ. რეკომენდებულია 12 წლის ასაკიდან.

მცირე დამწვრობა - დაზიანებულ ადგილზე დაუყოვნებლივ დაიწვეთეთ 3-6 წვეთი Spike ლავანდის ეთერზეთი ყოველ 15 წამში 2 წუთის განმავლობაში.
შემდეგ გაიმეორეთ პროცედურა ყოველ 15 წუთში ერთხელ, 2 საათის განმავლობაში.
შემდგომ პერიოდში წაისვით დღეში 3-4-ჯერ, სრულ გამოჯანმრთელებამდე. რეკომენდებულია 12 წლის ასაკიდან.

სოკოვანი ინფექცია (ე.წ. სპორტსმენის ფეხი) - დაიწვეთეთ რამდენიმე წვეთი Spike ლავანდის ეთერზეთი თითებს შორის დღეში ორჯერ,მინიმუმ 3 კვირის განმავლობაში. რეკომენდებულია 12 წლის ასაკიდან.

უკუჩვენება

ალერგიული რეაქცია შემადგენელი კომპონენტების მიმართ. არ გამოიყენება 10 წლამდე ასაკის ბავშვებში, ეპილეფსიის, კრუნჩხვის, არტერიული ჰიპერტენზიის, არითმიის დროს, ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში. არ გამოიყენება ხანგრძლივად.

შენახვის პირობები

შეინახეთ მშრალ, გრილ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

გამოშვების ფორმა: ეთერზეთი ლავანდა 10მლ.

ვარგისობის ვადა: 60 თვე.

მწარმოებელი: Laboratoire PURESSENTIEL/ ლაბორატორია ფიურესენშელ. საფრანგეთი.

Puressentiel - ფრანგული პრემიუმ ბრენდია - ლიდერი არომათერაპიის მიმართულებით. კომპანია სპეციალიზირებულია გამაჯანსაღებელი პროდუქტების წარმოებაში, რომლებიც დამზადებულია 100%-ით სუფთა, ბუნებრივი, მაღალი ხარისხის ეთერზეთებსა და მცენარეული ექსტრაქტებზე. არ შეიცავს სინთეზურ კონსერვანტებს, საღებავებს, არომატიზატორებს ან ქიმიურ ინგრედიენტებს. კომპანია ფლობს არაერთ საერთაშორისო სერთიფიკატს, რაც ადასტურებს პროდუქციის ორგანულობას და ბუნებრიობას, ეფექტურობას და უსაფღთხოებას, ხარისხს და მაღალ სანდოობას. კომპანიის მისიაა „გახადოს ბუნება ყველასთვის ხელმისაწვდომი“.

საერთაშორისო სტანდარტები:

• ISO 9001 და ISO 13485 - მოიცავს ჯანმრთელობის და სილამაზის ბუნებრივი პროდუქტების წარმოებას
• ISO 14021 - ბრენდის გამჭირვალობის ქარტია შედგენილია სტანდარტის შესაბამისად, რომელიც არეგულირებს გარემოსდაცვით დეკლარაციებს
• UN Global Compact - 2022 წლიდან ფიურესენშელი შეუერთდა გაეროს გლობალური შეთანხმების კორპორაციული პასუხისმგებლობის ინიციატივას და
იღებს ვალდებულებას დაიცვას მისი პრინციპები ადამიანის უფლებების და გარემოს დაცვის მიმართულებით

• B corp სერტიფიკატი - აფასებს და ამოწმებს კომპანიების სოციალურ და გარემოსდაცვით ეფექტურობას ხუთ ძირითად სფეროში: მმართველობა, თანამშრომლები, საზოგადოება, გარემო და მომხმარებლები. როგორც B Corp სერტიფიცირებული კომპანია, ფიურესენშელი იღებს ვალდებულებას, რომ მისი ყოველდღიური მოქმედებები მოემსახუროს ყველას, საერთო კეთილდღეობას
• Ecocert სერტიფიკატი - სერთიფიცირებული მომწოდებლები, რომლებიც აწარმოებენ ბიო პროდუქციას და გამოირჩევიან მაღალი სანდოობით და ხარისხით
• VEGAN, CRUELTY FREE - არ იტესტება ცხოველებზე და პროდუქტები სრულად თავისუფალია ცხოველური წარმოშობის კომპონენტებისგა

Источник: PSP (psp.ge)

Похожие товары

Puressentiel მიგრა ინჰალატორი 1მლ 30.00 ₾ Puressentiel კუნთების და სახსრების გამახურებელი პაჩები 14 ეთერზეთი 3 ცალი 55.00 ₾ Puressentiel კუნთების და სახსრების გამახურებელი როლერი 14 ეთერზეთით 75მლ 50.00 ₾ Puressentiel კუნთების და სახსრების გელი 14 ეთერზეთი 60 მლ 46.00 ₾ Puressentiel კუნთების და სახსრების როლერი 14 ეთერზეთი 75მლ 50.00 ₾ Puressentiel რესპირატორი სინუსი როლერი 5მლ 39.00 ₾ -9% Fluor day წვეთი 20მლ 37.00 ₾ 33.34 ₾ в 2 аптечных сетях -49% Pileje იმუშოკი 15 ტაბლეტი 44.91 ₾ 22.46 ₾

Вопросы и ответы

Задать вопрос

Пока никто не спрашивал. Есть опыт или вопрос? Будьте первым.