Содержание этой страницы пока доступно только на грузинском. ქართულად →

Puressentiel მიგრა ინჰალატორი 1მლ
Puressentiel

მიგრა ინჰალატორი 1მლ

Цена 30.00 ₾ в 1 аптечной сети

Описание

მიგრა ინჰალატორი 1მლ ფიურესენშელი - Puressentiel

მიგრა ინჰალატორი შეიცავს ბუნებრივ ეთერზეთების სპეციალურ ნაზავს თავის ტკივილის და შაკიკის შესამსუბუქებლად. უზრუნველყოფს სწრაფ გამაგრილებელ და დამამშვიდებელ ეფექტს, ხელს უწყობს ტკივილის, დაძაბულობის მოხსნას და გონების განტვირთვას. პრაქტიკულია ფორმა ადვილს ხდის მის გამოყენებას ნებისმიერ დროს.

ჩვენება

· თავის ტკივილი

· შაკიკი

· გადაღლა და დაძაბულობა

შემადგენლობა

6 ორგანული ეთერზეთი: რეჰანი, ბერგამოტი, რომაული გვირილა, ლავანდა, ლიმონი, პიტნა.

გამოყენების წესი

მოათავსეთ ინჰალატორი ნესტოდან 1 სმ-ის დაშორებით, მეორე ნესტო დახურეთ თითის დაჭერით და მხოლოდ ერთი ნესტოთი შეისუნთქეთ ეთერზეთების არომატი 10 წამის განმავლობაში, გაიმეორეთ 3-ჯერ თითოეულ ნესტოში. პროცედურის განმეორება შესაძლებელია საჭიროებიდან გამომდინარე.

გაფრთხილება: არ გამოიყენება 7 წლამდე ასაკის ბავშვებში, ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში.

უკუჩვენება

ალერგიული რეაქცია შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

არ შეიცავს: ალკოჰოლს, სინთეზურ სურნელს.

შენახვის პირობები

შეინახეთ მშრალ, გრილ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

გამოშვების ფორმა: ინჰალატორი 1მლ.

ვარგისობის ვადა: 60 თვე.

მწარმოებელი: Laboratoire PURESSENTIEL/ ლაბორატორია ფიურესენშელ. საფრანგეთი.

Puressentiel - ფრანგული პრემიუმ ბრენდია - ლიდერი არომათერაპიის მიმართულებით. კომპანია სპეციალიზირებულია გამაჯანსაღებელი პროდუქტების წარმოებაში, რომლებიც დამზადებულია 100%-ით სუფთა, ბუნებრივი, მაღალი ხარისხის ეთერზეთებსა და მცენარეული ექსტრაქტებზე. არ შეიცავს სინთეზურ კონსერვანტებს, საღებავებს, არომატიზატორებს ან ქიმიურ ინგრედიენტებს. კომპანია ფლობს არაერთ საერთაშორისო სერთიფიკატს, რაც ადასტურებს პროდუქციის ორგანულობას და ბუნებრიობას, ეფექტურობას და უსაფღთხოებას, ხარისხს და მაღალ სანდოობას. კომპანიის მისიაა „გახადოს ბუნება ყველასთვის ხელმისაწვდომი“.

საერთაშორისო სტანდარტები:

• ISO 9001 და ISO 13485 - მოიცავს ჯანმრთელობის და სილამაზის ბუნებრივი პროდუქტების წარმოებას
• ISO 14021 - ბრენდის გამჭირვალობის ქარტია შედგენილია სტანდარტის შესაბამისად, რომელიც არეგულირებს გარემოსდაცვით დეკლარაციებს
• UN Global Compact - 2022 წლიდან ფიურესენშელი შეუერთდა გაეროს გლობალური შეთანხმების კორპორაციული პასუხისმგებლობის ინიციატივას და
იღებს ვალდებულებას დაიცვას მისი პრინციპები ადამიანის უფლებების და გარემოს დაცვის მიმართულებით

• B corp სერტიფიკატი - აფასებს და ამოწმებს კომპანიების სოციალურ და გარემოსდაცვით ეფექტურობას ხუთ ძირითად სფეროში: მმართველობა, თანამშრომლები, საზოგადოება, გარემო და მომხმარებლები. როგორც B Corp სერტიფიცირებული კომპანია, ფიურესენშელი იღებს ვალდებულებას, რომ მისი ყოველდღიური მოქმედებები მოემსახუროს ყველას, საერთო კეთილდღეობას
• Ecocert სერტიფიკატი - სერთიფიცირებული მომწოდებლები, რომლებიც აწარმოებენ ბიო პროდუქციას და გამოირჩევიან მაღალი სანდოობით და ხარისხით
• VEGAN, CRUELTY FREE - არ იტესტება ცხოველებზე და პროდუქტები სრულად თავისუფალია ცხოველური წარმოშობის კომპონენტებისგან

Источник: PSP (psp.ge)

Похожие товары

Puressentiel ეთერზეთი Spike ლავანდა 10მლ 45.00 ₾ Puressentiel კუნთების და სახსრების გამახურებელი პაჩები 14 ეთერზეთი 3 ცალი 55.00 ₾ Puressentiel კუნთების და სახსრების გამახურებელი როლერი 14 ეთერზეთით 75მლ 50.00 ₾ Puressentiel კუნთების და სახსრების გელი 14 ეთერზეთი 60 მლ 46.00 ₾ Puressentiel კუნთების და სახსრების როლერი 14 ეთერზეთი 75მლ 50.00 ₾ Puressentiel რესპირატორი სინუსი როლერი 5მლ 39.00 ₾ -9% Fluor day წვეთი 20მლ 37.00 ₾ 33.34 ₾ в 2 аптечных сетях -49% Pileje იმუშოკი 15 ტაბლეტი 44.91 ₾ 22.46 ₾

Вопросы и ответы

Задать вопрос

Пока никто не спрашивал. Есть опыт или вопрос? Будьте первым.