Pulmolan 30 mg
Over the counter · OTC Registered GMP

Pulmolan 30 mg

Tablet, №20 · Active ingredient: Ambroxol

Compare prices Analogs
Lowest price 10.69 ₾ at 4 pharmacy chains

Leaflet

პულმოლანი
(AMBROXOL)

შემადგენლობა
პულმოლანის ერთი ტაბლეტი შეიცავს აქტიური ნივთიერების - ამბროქსოლის ჰიდროქლორიდის 30 მგ-ს.
მოქმედების მექანიზმი
მუკოლიზური პრეპარატი გამოხატული ამოსახველებელი მოქმედებით.
პულმოლანი იწვევს ბრონქების ლორწოვანი გარსის სეროზული უჯრედების სტიმულაციას და შესაბამისად, ხელს უწყობს ნახველის გათხევადებას. მუკოლიზურ უჯრედებში ლიზოსომური ფერმენტების პროდუქციისა და ჰიდროლიზური ფერმენტების აქტივობის გაუმჯობესებით, ამცირებს ნახველის წებოვნებას და აუმჯობესებს მის ადჰეზიურ თვისებებს. ასტიმულირებს ბრონქების ეპითელიუმის ხაოების მოძრაობას, აძლიერებს მუკოცილიარულ ტრანსპორტს, რაც ხელს უწყობს ამოხველებას.
ამბროქსოლი ბრონქებსა და ალვეოლებში სურფანქტანტის გამომუშავების გაძლიერების გზით აუმჯობესებს ადგილობრივ იმუნიტეტს, ახასიათებს ანტიოქსიდანტური თვისებები.
ამბროქსოლი პრაქტიკულად მთლიანად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. სისხლის პლაზმაში Cmax მიიღწევა დაახლოებით 2 საათში. იგი კარგად აღწევს ქსოვილებში, განსაკუთრებით ფილტვებში. ორგანიზმიდან გამოიდევნება თირკმლების საშუალებით. T1/2 იზრდება თირკმლის მძიმე ქრონიკული უკმარისობის დროს.

იხილეთ ბლოგი: პულმოლანი — სასუნთქი გზების დაავადებების სამკურნალო პრეპარატი ამოსახველებელი მოქმედებით

ჩვენება
- სასუნთქი გზების მწვავე და ქრონიკული დაავადებები, მიმდინარე წებოვანი ნახველის არსებობით;
- ნახველის გამოყოფის გაძნელებით მიმდინარე მწვავე და ქრონიკული ბრონქიტი, პნევმონია, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებები, ბრონქული ასთმა;
- ბრონქოექტაზიური დაავადება.

უკუჩვენება
- ორსულობის I ტრიმესტრი;
- ამბროქსოლისა და პრეპარატის სხვა კომპონენტებისადმი მაღალი მგრძნობელობა.
სიფრთხილით ინიშნება ორსულობის II და III ტრიმესტრში, ლაქტაციის პერიოდსა და პაციენტებში თირკმლის ან/და ღვიძლის უკმარისობით.

უსაფრთხოების ზომები
ამბროქსოლი არ ინიშნება ხველების საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთად კომბინაციაში.
წინააღმდეგ შემთხვევაში, ხველების შემცირების გამო ძნელდება ნახველის გამოყოფა.
ამბროქსოლი ხელს უწყობს ბრონქულ სეკრეტში ამოქსიცილინის, ცეფუროქსიმის, ერითრომიცინის, დოქსიციკლინის შეღწევადობას.
დოზის გადაჭარბების შემთხვევები აღწერილი არ არის.
სიმპტომები: შესაძლებელია გულისრევა, ღებინება, დიარეა, დისპეფსია.
მკურნალობა: უნდა გამოვიწვიოთ ღებინება, პრეპარატის მიღებიდან 1-2 საათის შემდეგ ნაჩვენებია კუჭის გამორეცხვა, ცხიმის შემცველი პროდუქტების მიღება, სიმპტომური თერაპია.

დოზირება და მიღების წესი
მოზრდილებსა და 12 წლის ზემოთ ასაკის ბავშვებში მკურნალობის დასაწყისში ინიშნება 1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში. შემდეგ – 1 ტაბლეტი დღეში 2-ჯერ ან 1/2 ტაბლეტი დღეში სამჯერ.
5-12 წლის ასაკის ბავშვებში – 1/2 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში, 2-5 წლის ასაკის ბავშვებში – 1/4 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში, 2 წლამდე ასაკის ბავშვებში 1/4 ტაბლეტი 2-ჯერ დღეში.
პრეპარატი ინიშნება ჭამის შემდეგ, საკმარისი რაოდენობის წყალთან ერთად.

გვერდითი მოვლენები
კნტ-ის მხრივ: ხანგრძლივად და დიდი დოზით გამოყენების შემთხვევაში – გასტრალგია, გულისრევა, ღებინება.
ალერგიული რეაქციები: შესაძლებელია გამონაყარი კანზე, ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება. ერთეულ შემთხვევაში – ალერგიული კონტაქტური დერმატიტი, ანაფილაქსიური რეაქცია.

ვარგისიანობა და შენახვის პირობები
პრეპარატის ვარგისიანობის ვადაა 5 წელი, ინახება 10-25°C ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ, მშრალ, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!
გამოშვების ფორმა
ტაბლეტი 30 მგ; 20 ან 50 ტაბლეტი ბლისტერებში. მეორადი შეფუთვა: მუყაოს კოლოფში.

აფთიაქიდან გაცემის პირობები
ექიმის რეცეპტის გარეშე!

Source: PSP (psp.ge)

Registration

Data from the regulatory agency's registry. Last synced: 11.11.2026.

Registered on: 16.03.2022

Analogs · Ambroxol 30 mg

Sorted: cheapest first
Name Manufacturer Pack From
Ambroxol Cheaper «Ternopharm» LTD, Ukraine №20 1.65 ₾
Ambroxol Hydrochloride SIC "Borshchahivsky CPP" PJSC, Ukraine №20 1.74 ₾
Ambroxol Hydrochloride PJSC SIC «Borshchahivskiy CPP», Ukraine №20 1.74 ₾
Halixol EGIS Pharmaceuticals PLC, Hungary №20 6.59 ₾
Bronchodil S.C. SLAVIA PHARM S.R.L., Romania №20 8.12 ₾
Lasolvan Delpharm Reims, France №20 11.67 ₾
Lizly „AVERSI-RATIONAL“ LTD (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -NOVAGEN HEALTHCARE PVT. LTD.(ინდოეთი)), Georgia №50 21.98 ₾
Lizly „AVERSI-RATIONAL“ LTD (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -S.C Balkan Pharmaceuticals S.R.L(მოლდოვა)), Georgia №50 22.00 ₾
Lizly „AVERSI-RATIONAL“ LTD (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -S.C Balkan Pharmaceuticals S.R.L(მოლდოვა)), Georgia №50 22.00 ₾
Ambroxol-Nano GM Pharmaceuticals Ltd, Georgia №10 —
Benflux Laboratorios Atral S.A., Portugal №20 —
Lasolvan Delpharm Reims, France №50 —
Pulmolan GM Pharmaceuticals Ltd, Georgia №50 —
Flavamed Cough Berlin-Chemie AG (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -Menarini-Von Heyden GmbH(გერმანია)), Germany №10 —
Flavamed Cough Berlin-Chemie AG (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -Menarini-Von Heyden GmbH(გერმანია)), Germany №20 —
Flavamed Cough Berlin-Chemie AG (Glienicker) (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -Berlin-Chemie AG (Tempelhofer)(გერმანია)), Germany №10 —
Flavamed Cough Berlin-Chemie AG (Glienicker) (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -Berlin-Chemie AG (Tempelhofer)(გერმანია)), Germany №20 —

Registry data

Registration numberრ-034666
Valid until16.03.2027
Registration holder„GM Pharmaceuticals“ Ltd. (საქართველო)
ManufacturerGM Pharmaceuticals Ltd, Georgia
DispensingOver the counter (III group)
Form, dose, pack30mg tablets №20 (2X10)
Pharmacotherapeutic groupხველისა და გაციების სამკურნალო პრეპარატები, მუკოლიზური საშუალებები
Registration procedureეროვნული
GMP certificateYes · valid until 27.12.2027

Q&A

Ask a question

Nobody has asked yet. Have an experience or a question? Be the first.

This information is for reference and does not replace advice from a doctor or pharmacist.