Pulmolan 30 мг
Без рецепта · OTC Зарегистрировано GMP

Pulmolan 30 мг

Таблетки, №20 · Действующее вещество: Ambroxol

Сравнить цены Аналоги
Самая низкая цена 10.69 ₾ в 4 аптечных сетях

Инструкция

პულმოლანი
(AMBROXOL)

შემადგენლობა
პულმოლანის ერთი ტაბლეტი შეიცავს აქტიური ნივთიერების - ამბროქსოლის ჰიდროქლორიდის 30 მგ-ს.
მოქმედების მექანიზმი
მუკოლიზური პრეპარატი გამოხატული ამოსახველებელი მოქმედებით.
პულმოლანი იწვევს ბრონქების ლორწოვანი გარსის სეროზული უჯრედების სტიმულაციას და შესაბამისად, ხელს უწყობს ნახველის გათხევადებას. მუკოლიზურ უჯრედებში ლიზოსომური ფერმენტების პროდუქციისა და ჰიდროლიზური ფერმენტების აქტივობის გაუმჯობესებით, ამცირებს ნახველის წებოვნებას და აუმჯობესებს მის ადჰეზიურ თვისებებს. ასტიმულირებს ბრონქების ეპითელიუმის ხაოების მოძრაობას, აძლიერებს მუკოცილიარულ ტრანსპორტს, რაც ხელს უწყობს ამოხველებას.
ამბროქსოლი ბრონქებსა და ალვეოლებში სურფანქტანტის გამომუშავების გაძლიერების გზით აუმჯობესებს ადგილობრივ იმუნიტეტს, ახასიათებს ანტიოქსიდანტური თვისებები.
ამბროქსოლი პრაქტიკულად მთლიანად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. სისხლის პლაზმაში Cmax მიიღწევა დაახლოებით 2 საათში. იგი კარგად აღწევს ქსოვილებში, განსაკუთრებით ფილტვებში. ორგანიზმიდან გამოიდევნება თირკმლების საშუალებით. T1/2 იზრდება თირკმლის მძიმე ქრონიკული უკმარისობის დროს.

იხილეთ ბლოგი: პულმოლანი — სასუნთქი გზების დაავადებების სამკურნალო პრეპარატი ამოსახველებელი მოქმედებით

ჩვენება
- სასუნთქი გზების მწვავე და ქრონიკული დაავადებები, მიმდინარე წებოვანი ნახველის არსებობით;
- ნახველის გამოყოფის გაძნელებით მიმდინარე მწვავე და ქრონიკული ბრონქიტი, პნევმონია, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებები, ბრონქული ასთმა;
- ბრონქოექტაზიური დაავადება.

უკუჩვენება
- ორსულობის I ტრიმესტრი;
- ამბროქსოლისა და პრეპარატის სხვა კომპონენტებისადმი მაღალი მგრძნობელობა.
სიფრთხილით ინიშნება ორსულობის II და III ტრიმესტრში, ლაქტაციის პერიოდსა და პაციენტებში თირკმლის ან/და ღვიძლის უკმარისობით.

უსაფრთხოების ზომები
ამბროქსოლი არ ინიშნება ხველების საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთად კომბინაციაში.
წინააღმდეგ შემთხვევაში, ხველების შემცირების გამო ძნელდება ნახველის გამოყოფა.
ამბროქსოლი ხელს უწყობს ბრონქულ სეკრეტში ამოქსიცილინის, ცეფუროქსიმის, ერითრომიცინის, დოქსიციკლინის შეღწევადობას.
დოზის გადაჭარბების შემთხვევები აღწერილი არ არის.
სიმპტომები: შესაძლებელია გულისრევა, ღებინება, დიარეა, დისპეფსია.
მკურნალობა: უნდა გამოვიწვიოთ ღებინება, პრეპარატის მიღებიდან 1-2 საათის შემდეგ ნაჩვენებია კუჭის გამორეცხვა, ცხიმის შემცველი პროდუქტების მიღება, სიმპტომური თერაპია.

დოზირება და მიღების წესი
მოზრდილებსა და 12 წლის ზემოთ ასაკის ბავშვებში მკურნალობის დასაწყისში ინიშნება 1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში. შემდეგ – 1 ტაბლეტი დღეში 2-ჯერ ან 1/2 ტაბლეტი დღეში სამჯერ.
5-12 წლის ასაკის ბავშვებში – 1/2 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში, 2-5 წლის ასაკის ბავშვებში – 1/4 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში, 2 წლამდე ასაკის ბავშვებში 1/4 ტაბლეტი 2-ჯერ დღეში.
პრეპარატი ინიშნება ჭამის შემდეგ, საკმარისი რაოდენობის წყალთან ერთად.

გვერდითი მოვლენები
კნტ-ის მხრივ: ხანგრძლივად და დიდი დოზით გამოყენების შემთხვევაში – გასტრალგია, გულისრევა, ღებინება.
ალერგიული რეაქციები: შესაძლებელია გამონაყარი კანზე, ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება. ერთეულ შემთხვევაში – ალერგიული კონტაქტური დერმატიტი, ანაფილაქსიური რეაქცია.

ვარგისიანობა და შენახვის პირობები
პრეპარატის ვარგისიანობის ვადაა 5 წელი, ინახება 10-25°C ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ, მშრალ, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!
გამოშვების ფორმა
ტაბლეტი 30 მგ; 20 ან 50 ტაბლეტი ბლისტერებში. მეორადი შეფუთვა: მუყაოს კოლოფში.

აფთიაქიდან გაცემის პირობები
ექიმის რეცეპტის გარეშე!

Источник: PSP (psp.ge)

Регистрация

Данные из реестра регулирующего агентства. Последняя синхронизация: 11.11.2026.

Дата регистрации: 16.03.2022

Аналоги · Ambroxol 30 мг

Сортировка: от дешёвых
Название Производитель Упаковка Цена от
Ambroxol Дешевле «Ternopharm» LTD, Украина №20 1.65 ₾
Ambroxol Hydrochloride SIC "Borshchahivsky CPP" PJSC, Украина №20 1.74 ₾
Ambroxol Hydrochloride PJSC SIC «Borshchahivskiy CPP», Украина №20 1.74 ₾
Halixol EGIS Pharmaceuticals PLC, Венгрия №20 6.59 ₾
Bronchodil S.C. SLAVIA PHARM S.R.L., Румыния №20 8.12 ₾
Lasolvan Delpharm Reims, Франция №20 11.67 ₾
Lizly „AVERSI-RATIONAL“ LTD (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -NOVAGEN HEALTHCARE PVT. LTD.(ინდოეთი)), Грузия №50 21.98 ₾
Lizly „AVERSI-RATIONAL“ LTD (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -S.C Balkan Pharmaceuticals S.R.L(მოლდოვა)), Грузия №50 22.00 ₾
Lizly „AVERSI-RATIONAL“ LTD (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -S.C Balkan Pharmaceuticals S.R.L(მოლდოვა)), Грузия №50 22.00 ₾
Ambroxol-Nano GM Pharmaceuticals Ltd, Грузия №10 —
Benflux Laboratorios Atral S.A., Португалия №20 —
Lasolvan Delpharm Reims, Франция №50 —
Pulmolan GM Pharmaceuticals Ltd, Грузия №50 —
Flavamed Cough Berlin-Chemie AG (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -Menarini-Von Heyden GmbH(გერმანია)), Германия №10 —
Flavamed Cough Berlin-Chemie AG (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -Menarini-Von Heyden GmbH(გერმანია)), Германия №20 —
Flavamed Cough Berlin-Chemie AG (Glienicker) (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -Berlin-Chemie AG (Tempelhofer)(გერმანია)), Германия №10 —
Flavamed Cough Berlin-Chemie AG (Glienicker) (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -Berlin-Chemie AG (Tempelhofer)(გერმანია)), Германия №20 —

Данные реестра

Регистрационный номерრ-034666
Действует до16.03.2027
Держатель регистрации„GM Pharmaceuticals“ Ltd. (საქართველო)
ПроизводительGM Pharmaceuticals Ltd, Грузия
Порядок отпускаБез рецепта (III группа)
Форма, доза, упаковка30mg tablets №20 (2X10)
Фармакотерапевтическая группаხველისა და გაციების სამკურნალო პრეპარატები, მუკოლიზური საშუალებები
Процедура регистрацииეროვნული
Сертификат GMPЕсть · действует до 27.12.2027

Вопросы и ответы

Задать вопрос

Пока никто не спрашивал. Есть опыт или вопрос? Будьте первым.

Информация носит справочный характер и не заменяет консультацию врача или фармацевта.