Neo peques ს Suero Plus ელექტროლიტი 50მლ N5
Neo peques

ს Suero Plus ელექტროლიტი 50მლ N5

ფასი 26.14 ₾ 29.71 ₾-12% 1 აფთიაქში

აღწერა

ნეო პეკეს SUERO+ ელექტროლიტები 50მლ 5 ცალი

კლინიკურ - ფარმაკოლოგიური ჯგუფი

ელექტროლიტურ ცვლაზე მოქმედი საშუალებები / გასტროენტეროლოგიაში გამოსაყენებელი საშუალებები

შემადგენლობა 1 პაკეტი (50 მლ)

ენერგეტიკული ღირებულება 3,20 კკალ/ 13,60 კჯ

კარბონჰიდრატი 0,8 გ

გლუკოზა 0,8 გ

ცილები 0 გ

ცხიმები 0 გ

K+ 39,10 მგ

Na+ 65,52 მგ

Cl¯ 88,63 მგ

მარილები 0,09 გ

თვისებები:

პრეპარატი თავისი საუკეთესო შემადგენლობით აკმაყოფილებს ESPGHAN მოთხოვნილებას.

გლუკოზის დაბალი შემცველობის გამო პრეპარატი ხასიათდება ჰიპოოსმოლარული თვისებით დამატკბობელად შემადგენლობაში შეიცავს სუკრალოზას - ყველაზე ტკბილ შაქარს და ამიტომ პრეპარატის გამოყენება დიაბეტიან პაციენტებში დასაშვებია გელისებური კონსისტენციიდან გამომდინარე ღრმად ჩადის კუჭში და ღებინების დროს არ არის საშიშროება მისი უკუამოღების, ამიტომ არ საჭიროებს ყლუპ-ყლუპ მიღებას სწრაფად აღადგენს დეჰიდრატაციის დროს დაკარგული ელექტროლიტების რაოდენობას, გააჩნია სასიამოვნო ხილის არომატი და მისაღებად კომფორტულია

ჩვენება:

• წყალ-ელექტროლიტური წონასწორობის დარღვევის კორექცია, ღებინების ან დიარეის შედეგად განვითარებული მსუბუქი ან საშუალო ხარისხის დეჰიდრატაციის დროს

• აციდოზის კორექცია ღებინების ან დიარეის შედეგად განვითარებული მსუბუქი ან საშუალო ხარისხის დეჰიდრატაციის დროს

• ტემპერატურული რეაქცია

მიღების წესი და დოზირების მეთოდი:

• ასაკის მიუხედავად სიმძიმის მიხედვით 1-3 პაკეტი დღეში

მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა განისაზღვრება ექიმის გადაწყვეტილების მიხედვით

გამოყენების წესი:

- პაკეტი არ საჭიროებს წყალში ან რაიმე სითხეში განზავებას

- პაკეტის პირდაპირ გამოყენება შესაძლებელია.

- პაკეტის შიგთავსი მიიღება როგორც ყლუპ - ყლუპად ასევე მთლიანი პაკეტი ერთიანად პაციენტის სურვილის მიხედვით

გამოშვების ფორმა:

50 მლ პაკეტი გელის კონსისტენციის შიგთავსით № 5 (250 მლ)

ჟოლოს არომატით

განსაკუთრებული მითითებები:

პრეპარატის მიღების შემთხვევაში ორგანიზმი ივსება ელექტროლიტებით, ხოლო წყლის დეფიციტის შესავსებად შესაძლებელია ნებისმიერი სითხის გამოყენება ( სასმელი წყლის ჩათვლით)

შენახვის პირობები და ვადები:

პაკეტი ინახება გახსნილ მდგომარეობაში 25°C ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

გახსნილი პაკეტი ვარგისია 24 საათის მანძილზე.

წყარო: Impex (myimpex.ge)

მსგავსი პროდუქტები

კითხვა-პასუხი

კითხვის დასმა

ჯერ არავის უკითხავს. გაქვთ გამოცდილება ან კითხვა? დასვით პირველმა.