Neo peques ს Transit სიროფი ყაბზობისათვის 150მლ
Neo peques

ს Transit სიროფი ყაბზობისათვის 150მლ

ფასი 39.10 ₾ 39.90 ₾-2% 1 აფთიაქში

აღწერა

ნეო პეკეს ყაბზობისთვის

Neo peques Transit

შემადგენლობა

თამარინდის ექსტრაქტი (Tamarindus Indica),

გულა სოკო (Hericium Erinaceus),

ვაშლის პექტინი (Malus Domestica),

აჰავას სიროფი - სიროფი შექმნილია აჰავას სიროფის ბაზაზე და არ იწვევს სისხლში გლუკოზის დონის მომატებას.

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი

საფაღარათო საშუალება, ოსმოსური თვისებების მქონე/ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატი.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ნეო პეკეს ყაბზობისთვის - მცენარეული შემადგენლობის სიმპტომური საფაღარათო საშუალებაა, რომლის მოქმედებაც მიმართულია ყაბზობის მკურნალობის პროცესში აუცილებელი კომპონენტის - დეფეკაციის შიშის მოხსნაზე: კუჭ-ნაწლავის კედლის მოტორიკის მოწესრიგებით, ფეკალური მასის კონსისტენციის შეცვლით - დარბილებით და მისი ადვილი გამოძევებით.

თამარინდის ექსტრაქტი - უჯრედისის, კალიუმის და B ჯგუფის ვიტამინების შემცველობის ხარჯზე - ფეკალური მასის დარბილებით, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოტორიკის მოწესრიგებით და ნაწლავური გამავლობის ხანგრძლივობის შემცირებით აუმჯობესებს დეფეკაციის პროცესს

გულა სოკო, იგივე ლომის ფაფარი - პოლისაქარიდების შემცველობის ხარჯზე მონაწილეობას იღებს წვრილ ნაწლავში ამინომჟავების მეტაბოლიზმსა და უტილიზაციაში, არეგულირებს ნაწლავის ნორმალური მიკრობიოტის ბალანსს, ხელს უწყობს მსხვილი და წვრილი ნაწლავის ლორწოვანი გარსის რეგენერაციას და მისი ბარიერული ფუნქციის გაუმჯობესებას - აქედან გამომდინარე, ხელს უწყობს მონელების პროცესს და აუმჯობესებს დეფეკაციას.

ვაშლის პექტინი - საჭმლის მომნელებელ სისტემაში სითხის და ელექტროლიტების კუმულირების ხარჯზე უზრუნველყოფს ფეკალური მასის კონსისტენციის შეცვლას, დარბილებას და მის ადვილ გამოყოფას.

ჩვენება

ფუნქციური ყაბზობა გამოწვეული სხვადასხვა მიზეზით:

ჩვეული მენიუს შეცვლა;

არასაკმარისი უჯრედისი და სითხე მენიუში;

მარცვლეულის, ნახევრად მყარი და მყარი საკვების მიღება;

ტკივილი დეფეკაციის დროს;

საზოგადოებრივი საპირფარეშოს გამოყენების დისკომფორტი;

ნაადრევი ტუალეტის ჩვევების ჩამოყალიბება.

მიღების წესი და დოზირების მეთოდი

0 - 2 წლის ასაკი: 5 მლ 1-ჯერ დღეში;

2 - 5 წლის ასაკი: 5 მლ 2-ჯერ დღეში ან 10 მლ 1-ჯერ დღეში ;

5 წლის ზემოთ ბავშვები: 10 მლ 2-ჯერ დღეში.

მიიღება კვებისგან დამოუკიდებლად, სასურველია დილით. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა 15-20 დღე. კურსის განმეორებას განსაზღვრავს მკურნალი ექიმი.

უკუჩვენება

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ.

გამოშვების ფორმა

150 მლ სიროფი მზომი ჭიქით, ვაშლის არომატით №1

შენახვის პირობები და ვადები

პრეპარატი ინახება 250C ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ფლაკონი გამოიყენება გახსნიდან 1 თვის მანძილზე.

პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც აღნიშნულია ფლაკონზე და კოლოფზე.

მწარმოებელი

NEOVITAL DISTRIBUCION SL, ბარსელონა, ესპანეთი.

კომპანია: ფარდიმედიქალსი, გაერთიანებული სამეფო, დიდი ბრიტანეთი.

წყარო: Impex (myimpex.ge)

მსგავსი პროდუქტები

კითხვა-პასუხი

კითხვის დასმა

ჯერ არავის უკითხავს. გაქვთ გამოცდილება ან კითხვა? დასვით პირველმა.